პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში პირველი ბენეფიციარები უახლოეს ხანებში გამოვლინდებიან

პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში პირველი ბენეფიციარები უახლოეს ხანებში გამოვლინდებიან

person access_time2016-03-17 09:00:47

 

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ქვეპროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში პირველი ბენეფიციარების გამოვლენა მალე მოხდება.

 

როგორც „კომერსანტს“ მეწარმეობის განვითარების სააგენტოში განუცხადეს, ამ ეტაპისთვის რამდენიმე დაინტერესებული პოტენციური ბენეფიციარი სესხის მიღებისთვის აუცილებელ პროცედურებს კომერციულ ბანკებთან გადის.

 

აქედან გამომდინარე, პირველი ბენეფიციარის გამოვლენა მოხდება გონივრულად მოკლე ვადაში“,- აცხადებენ სააგენტოში.

 

მათივე ცნობით, ახალი ქვეპროგრამის მიმართ კერძო სექტორის დაინტერესება საკმაოდ მაღალია.  უწყების ცნობით, მეწარმეობის განვითარების სააგენტო ყოველდღიურად ხვდება დაინტერესებულ პირებს.

 


შეიძლება თამამად ითქვას, რომ დაინტერესება კერძო სექტორის მხრიდან არის საკმაოდ მაღალი ყველა რეგიონიდან, განსაკუთრებით აქტიური რეგიონის გამოყოფა არის რთული“,- აცხადებენ მეწარმეობის განვითარების სააგენტოში.

 

მათივე ინფორმაციით, პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, ახალი საქმიანობის წარმოსაწყებად და/ან არსებულის გაფართოების მიზნით პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა მიიღოს სესხი კომერციული ბანკიდან. ამ ეტაპისთვის კომერციულ ბანკებში სასტუმრო ინდუსტრიის წახალისების მიმართულებით გაცემული სესხი არ არის.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა პროგრამისაწარმოე საქართველოშიფარგლებში ისარგებლოს ახალი სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით. მთავრობის ინფორმაციით, შესაბამისად, მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი, შექმნას სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას.


პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისისა და ბათუმის გარდა ააშენოს ახალი სასტუმრო, მოახდინოს არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოვება/გადაიარაღება, ასევე, გააფორმოს ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე.


სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი რეგიონული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ემსახურება საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვას. პროგრამის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო მოახდენს:

·         სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ით თანადაფინანსებას ლარში გაცემულ სესხზე

·         სესხის უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას პირველი 4 წლის განმავლობაში

·         საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისთვის („ფრენჩაიზინგის“/მენეჯმენტ კონტრაქტის) ანაზღაურების . Royalty Fees დაფინანსებას პირველი 2 წლის განმავლობაში

 

 



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up