პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში კომისიების პირველადი სხდომები ახალციხეში დასრულდა

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში კომისიების პირველადი სხდომები ახალციხეში დასრულდა

access_time2021-05-14 21:30:00

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, სპეციალურმა კომისიამ პირველადი სხდომები დღეს სამცხე-ჯავახეთში დაასრულა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ურბანული განახლებისთვის კონკრეტული მდებარეობები შეარჩია. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



ახალციხეში გამართულ სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



„ახალციხესთან მიმართებაში ძალიან საინტერესო გეგმა არსებობს. ამ პროგრამის მიღმა, ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილია გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დადგმა, პარალელურად კი მოხდება არსებული ხიდის განახლება, ასევე, კოსტავას, ნათენაძის ქუჩების რეაბილიტაცია და სკვერების მოწყობა. ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია სწორედ რეკრეაციული ფუნქციის გათვალისწინებით. დარგის სპეციალისტების აქტიური ჩართულობით, აუცილებელი სამუშაოები ჩატარდება, ასევე, რაბათის ციხეში. მრავალი ბენეფიციარი ეყოლება ამ პროექტებს, პირველ რიგში, ახალციხელები და ქალაქის სტუმრები, რომლებიც პირდაპირ ისარგებლებენ ყველა ამ სიკეთით,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.



პროგრამის ფარგლებში, კომისიის სხდომები ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართა.




უკვე გამოცხადებული და გამოსაცხადებელი ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.



სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 4-წლიანია და თბილისის გარდა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.



პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.







500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up