პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ზუგდიდში ჩატარებულ სხდომაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
შერჩეული არეალებია:
ზუგდიდი - ცენტრალური მოედანი და ბულვარის მიმდებარე ტერიტორია
აბაშა - რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია
სენაკი - ჭავჭავაძის #23-თან არსებული სკვერი და შენობა, რუსთაველის ქუჩაზე არსებული პარკი
წალენჯიხა - გამსახურდიას და თამარ მეფის ქუჩები
მესტია- ცენტრალური ნაწილი (თამარ მეფის ქუჩა, ადმინისტრაციული შენობის ფასადი, სკვერის მოწყობა 1300 კვმ-ზე)
მარტვილი-ცენტრალური ქუჩები (თავისუფლების, გამსახურდიას, თამარ მეფის ქუჩები), არსებული ბულვარი
ფოთი - აღმაშენებლის ქუჩა და რუსთაველის რკალი
ხობი - ცენტრალური პარკი
ჩხოროწყუ - კულტურის სახლის რებილიტაცია, დავით აღმაშენებლის ქუჩა
ასევე, ზუგდიდისა და ფოთის ურბანული განახლების დოკუმენტაციის/დეტალური პროექტის მომზადება.
შესაბამისი პროექტების/ესკიზების წარმოდგენა უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.
კომისიის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მალხაზ თორია, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.