პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ ამბროლაურში ჩატარებულ პირველ სდომაზე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის 4 მუნციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
„შესაბამისი პროექტების/ესკიზების წარმოდგენა უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.
კომისიის მიერ შერჩეული არეალებია:
ამბროლაური - აღმაშენებლის და კოსტავას ქუჩებზე არსებული პარკები
ლენტეხი - თამარ მეფის და სტალინის ქუჩები
ცაგერი - რუსთაველის და კოსტავას ქუჩები
ონი - დავით აღმაშენებლის მოედანი
კომსიის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.