პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ბენეფიციარის ფილმი Netflix-ზე

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ბენეფიციარის ფილმი Netflix-ზე

access_time2020-09-09 09:30:02

სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ბენეფიციარის მიერ ნაწილობრივ საქართველოში შექმნილი ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ტრენდულია Netflix-ზე, აზიის რეგიონში. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო აწარმოე საქართველოში ავრცელებს.


კინოზე „GUNJAN SAXENA: The Kargil Girl“ იმუშავა ქართულმა კომპანიამ „Betterfly Films“ და ბოლივუდის ერთ-ერთმა წამყვანმა კინო-მწარმოებელმა "Dharma Productions". ამ პროცესში, ინდოელ და ქართველ პროფესიონალებთან ერთად, ბრიტანელი, იტალიელი და უკრაინელი სპეციალისტებიც ჩართულები იყვნენ.


საჰაერო გადაღებაში კი მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა, რომლებსაც ისეთი წარმატებული ფილმების შექმნაში აქვთ მონაწილეობა მიღებული, როგორებიცაა "ჯეიმს ბონდი", „შეუსრულებელი მისია“, „ჰარი პოტერი“, და „ვარსკვლავური ომები“.


პროექტის ჯამური ინვესტიცია 3,5 მლნ ლარს შეადგენს. ფილმის გადაღებაზე 90 საქართველოს მოქალაქემ იმუშავა ტექნიკურ შემოქმედებით გუნდში, ხოლო 250 ადამიანი მასიურ სცენებში დასაქმდა.


ფინანსური მხარდაჭერასთან ერთად, „აწარმოე საქართველოში“ მუდმივად ჩართული იყო მოლაპარაკებების წარმოებაში საჯარო უწყებებთან, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პროექტის წარმატებით განხორციელებაში.



„საერთაშორისო ფილმის ინდუსტრიასთან თანამშრომლობა, ქვეყნისთვის უდაოდ წარმატების მომტანია, როგორც კრეატიული ეკონომიკის განვითარების, ისე ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით. ასეთ პროექტებზე მუშაობის შედეგად, საქართველოში გროვდება ცოდნა და გამოცდილება, რაც ქვეყანას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს ხდის“, - აცხადებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.


„მსგავსი მასშტაბური პროექტის განხორციელება ნდობის გარეშე შეუძლებელია. საერთაშორისო მაღალი კონკურენციის ფონზე, ამ ნდობის მოპოვებაში, კინო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს ძალიან გვიადვილებს კინოს მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების არსებობა, როგორიცაა "გადაიღე საქართველოში,“ - ამბობს კომპანიის „Betterfly Films“ აღმასრულებელი პროდიუსერი, ნათია ნიკოლეიშვილი.


შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ 2016 წლიდან ახორციელებს პროგრამას „გადაიღე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ტერიტორიაზე სცენების გადაღება უკვე განახორციელა არაერთმა კომპანიამ ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან.


პროგრამის ფარგლებში სულ გაფორმებულია ხელშეკრულება 30 პროექტის განხორციელების თაობაზე, საიდანაც 22 პროექტი დასრულებულია. მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მოცულობა შეადგენს 94 მლნ ლარზე მეტს. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების საშუალებით შეიქმნება 15,795 დროებითი სამუშაო ადგილი.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up