პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსებული საწარმო საათებისა და ავეჯის წარმობას იწყებს

პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსებული საწარმო საათებისა და ავეჯის წარმობას იწყებს

person access_time2016-06-19 12:28:17

კომპანია „ვუდმასტერი" სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში წარმოების დაწყებას გეგმავს. დაგეგმილია ავეჯის, მერქნისა და მისი ნაწარმის, ასევე ყველა სახის საათებისა და მათი ნაწილების წარმოება.


კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ „კომერსანტთან" „ვუდმასტერის" ხელმძღვანელი კახაბერ ჯვარშეიშვილი საუბრობს:

 

- როდის დაფუძნდა კომპანია „ვუდმასტერი", სად მდებარეობს და უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რის წარმოებას აპირებს?


- იურიდიულად უკვე დაფუძნებულები ვართ. პროექტის ფარგლებში ავიღეთ ვალდებულება, რომ განვახორციელოთ შესაბამისი ინვესტიცია. საწარმო იქნება არაერთგვაროვანი. ეს იქნება მულტიფუნქციური საწარმო, რომლის ერთ-ერთი ძირითადი სამუშაო მიმართულება ხემასალების წარმოება იქნება, დაწყებული ავეჯით გაგრძელებული სათამაშოებით და საათებით. ჩვენი დანადგარები ამის საშუალებას ნამდვილად მოგვცემს.

 

გარდა ამისა, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება იქნება ის, რომ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა თაობას თავისი იდეები განახორციელონ. იდეის არსებობის შემთხვევაში შეგვიძლია მათ დავუთმოთ ქარხნის ფართი და ტექნიკური საშუალებები.


- ქარხანა ტერიტორიულად სად იქნება?


- ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შპს ,,ვუდმასტერს" ზემო ფონიჭალაში 12 595 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა. შენობას რემონტი ესაჭიროება. ჩვენ გვაქვს განვითარების ეტაპობრივი გეგმა, რომელიც ედრება იმ პერიოდს, რა პერიოდშიც ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება გვაქვს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია სრული ავტომატიზირებული დანადგარების შემოტანა, რომელიც ხე და ხემასალების დამუშავებას ავტომატურად შეძლებს. ეს იმდენად სრულყოფილი იქნება,რომ ხშირ შემთხვევებში ავეჯს მხოლოდ აწყობა დასჭირდება.

 

- რა ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავთ?


- კომპანიაში საერთო ჯამში 1 793 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს მინიმუმი იქნება. საწარმოში 50-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.



- რეალიზაციას სად გეგმავთ, ადგილობრივი მასშტაბით თუ ექსპორტზეც გეგმავთ გასვლას?


- ჩვენი ორიენტირია ადგილობრივი ბაზარი, თუმცა, გვინდა, რომ ექსპორტზე რაც შეიძლება დიდი წილით ვიყოთ წარმოდგენილი, განსაკუთრებით ეს ევროპის მიმართულებას ეხება. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ რიგ ქვეყნებში, სადაც ქართული პროდუქცია უცხოურს ფასის გამო კონკურენციას ვერ უწევდა, შეიცვალოს. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ ძალიან ბევრი მიმართულებით ლიბერალური გახდა კანონმდებლობა, მათ შორის გამარტივდა საბაჟოზე გატანის პროცედურა, რაც საბოლოო ჯამში გამოიხატა ფასში. ანუ, შემცირდა პროდუქციის თვითღირებულება. შესაბამისად, ჩვენი ინტერესი იმისა, რომ საქართველოში საწარმო გაგვეხსნა, აქედან წამოვიდა.


- თუ გყავთ უკვე უცხოელი პარტნიორები, ვისთანაც თანამშრომლობას გეგმავთ?


- ამაზე საუბარი ნაადრევია. პროექტის სახით პოტენციურ კლიენტებთან წარდგენილი გვაქვს პროდუქცია. ამან ევროპელ პარტნიორებში ძალიან დიდი ინტერესი გააჩინა.


- საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტული იქნება თქვენს მიერ გამოშვებული ავეჯი ან საათი?

 

-კონკურენტული იქნება, რატომაც არა. ჩვენ შეგვეძლება გარკვეული ტიპის მაღალხარისხიანი პროდუქტები იაფად ვაწარმოოთ.


- თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ ბიზნესისთვის მისაღები საგადასახადო პოლიტიკა. თქვენთვის მისაღებია ის ბიზნესგარემო რაც დღეს ქვეყანაშია?

 

- ყველაზე მთავარია ის, რომ ხდება ექსპორტის წახალისება, ლიბერალურია გადასახადები. დღეს თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნებია, სადაც ორიენტირებულები არიან მცირე ბიზნესის განვითარებაზე. ახალი ცვლილება, რომელიც რეინვესტირებული თანხის მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს, ძალიან კარგი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს ბიზნესის განვითარებას.

 

- ეს პროექტი წინა ხელისუფლების დროს რატომ არ დაიწყეთ, მაშინ არ იყო ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემო?


- რეალურად, ჩვენი გეგმა არ არის ბევრი წლის. იდეა 10 წლის წინ არ გაგვჩენია. თუმცა ბიზნესგარემო რომ უფრო ჯანმრთელია, ვიდრე 2012 წლამდე იყო, ფაქტია. პროექტი „აწარმოე საქართველოში" უპრეცედენტოა, რადგან რომ არა ეს პროექტი, კიდევ უფრო დავაგვიანებდით ამ გადაწყვეტილების მიღებას.


- ნედლეული ადგილობრივი იქნება თუ იმპორტირებული?


- ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივ ბაზარიდან შევძლებთ მომარაგებას. თუმცა, ნაწილობრივ იმპორტზეც ვიქნებით დამოკიდებული.


- როდის დაიწყება უშუალოდ წარმოების პროცესი?


- სატესტო გაშვება სავარაუდოდ ივლისში იქნება.




კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს
access_time2019-05-25 20:00:07
გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო , რომლის ფარგლებშიც ამერიკულ კომპანიებს შტატების უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სატელეკომუნიკაციო...

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“
access_time2019-05-25 18:00:50
„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე, რადიო კომერსანტის გადაცემაში თოქ–შოუ „კომერსანტი LIVE“ დაზღვევის მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის საჭიროებაზე საუბრობს. „ბოლო მონაცემებით საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა,რომლებსაც განსხვავებული  გამოცდილება გააჩნიათ, არსებობენ ისეთი კომპანიები,რომლებიც ბანკთან არიან აფილირებულები. ბანკი,როგორც ფინანსური ინსტიტუცია დღეს ბევრ პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესშია წარმოდგენილი. დაზღვევასა და ბანკს შორის...

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...


მსგავსი სიახლეები

up