პროგრამიდან „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ დღეს მხოლოდ 5 სასტუმროა დასრულებული

პროგრამიდან „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ დღეს მხოლოდ 5 სასტუმროა დასრულებული

access_time2022-07-26 09:00:42

2016 წელს დაწყებული პროგრამიდან „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ დღეს მხოლოდ 5 სასტუმროა დასრულებული. როგორც მმართველობის მონიტორინგის ცენტრის (GMC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, თითქმის 6 წლის განმავლობაში, ნაცვლად 50 ქონებისა, როგორც ეს ქონების ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა დაგეგმილი, 29 ქონების პრივატიზება მოხდა, რომელთაგან 2022 წლის მაისის მონაცემებით, მხოლოდ 5 სასტუმროა დასრულებელი – 22 მიმდინარეა, ხოლო 2 შეწყვეტილი.

პროგრამის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ამოქმედების უმთავრესი მიზანი ტურიზმის განვითარება იყო, რაც ინვესტორებისთვის ტურისტულად აქტიურ ზონებში არსებული ინფრასტრუქტურის გადაცემაში მდგომარეობდა, სადაც შემდგომში მათ სასტუმროს მოწყობის ვალდებულება ჰქონდათ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.

მიუხედავად ამბიციური გეგმებისა, პროგრამა ამოქმედებიდან დაახლოებით სამ წელიწადში – 2019 წლიდან დამოუკიდებლად აღარ არსებობდა და ინტეგრირდა პროექტთან “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“.

„მიმდინარე მშენებელობებს შორის არის ორი ისეთი, რომლებიც ხელშეკრულებებით განსაზღვრულ 42 და 48-თვიან ვადებში ვერ ჩაეტია და სახელმწიფომ მათ სასტუმროების დასრულების დრო გაუხანგრძლივა“, აღნიშნულია სტატიაში.

ფლანგვის დეტექტორი დაინტერესდა „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პროგრამით და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილით მიმართა, რათა პროგრამის ფარგლებში, 2016 წლიდან 2022 წლის 1 მაისამდე განხორციელებულ ნაბიჯებზე დეტალური ინფორმაცია მიეღო.

ქონების ეროვნული სააგენტოს პასუხის თანახმად, აღნიშნული დროის განმავლობაში საერთო ჯამში 29 ქონების პრივატიზაცია მოხდა. თითოეულ შემთხვევაში  პრივატიზაცია აუქციონის საფუძველზე განხორციელდა. 

„წლების მიხედვით ყველაზე მეტი ქონების პრივატიზაცია და ხელშეკრულების გაფორმება ქონების სააგენტომ 2018 წელს შეძლო, ამ წელს სააგენტომ ჯამში 12 ხელშეკრულება გააფორმა. 

გაფორმებული ხელშერულებების ანალიზი აჩვენებს, რომ ძირითად შემთხვევაში შემსყიდველს ხელშეკრულების გაფორმებიდან 36-48 თვე აქვს ვალდებულების სრულად შესასრულებლად და სასტუმროს ფუნქციონირების დასაწყებად.  


ამ მხრივ ერთ-ერთი გამონაკლისი, ყველაზე ხანგრძლივი ვადის შემთხვევა, სასტუმროს ასაშენებლად მიცემული 60-თვიანი ვადაა. „სიონი ლეიქ რესორთ და სპა“-ს რომელმაც აუქციონში 2019 წელს გაიმარჯვა, დაევალა 60 თვის ვადაში „სიონის წყალსაცავის ნაპირის სიახლოვეს არსებულ ქონებაზე არანაკლებ 60-ნომრიანი სასტუმროს განთავსება, არანაკლებ 50 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა, სპორტული მოედნებისა და გამწვანება შექმნა. 

პროექტის დაწყებიდან, 2016 წლიდან მე-6 წელს მხოლოდ 5 სასტუმროს მშენებლობაა დასრულებული, თუმცა თავდაპირველი ხელშეკრულებების თანახმად დასრულებული არა 5, არამედ 12 სასტუმროს მშენებლობა უნდა ყოფილიყო. 

2022 წლის მაისის მონაცემებით დაუსრულებელია 2016 წელს დაწყებული 2 პროექტი, 2017 წელს დაწყებული 1 პროექტი, 2018 წელს დაწყებული 3 და 2019 წელს დაწყებული 1 პროექტი, თუმცა ყველა შემთხვევაში საწყისი ხელშეკრულების მიხედვით შვიდივე სასტუმროს მშენებლობა უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო“,  აღნიშნულია სტატიაში, რომელიც მმართველობის მონიტორინგის ცენტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

სტატიის თანახმად, თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე 17313 კვ.მ ფართობი მიწისა და მასზე აღმართული შენობა-ნაგებობის აუქციონი 2016 განხორციელდა.  გამარჯვებულ კომპანიას, შპს სისტემ ნეტს  ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2016 წლის 21 დეკემბრიდან, 36 თვის ვადაში უნდა აეშენებინა არანაკლებ 120 ნომრიანი სასტუმრო. 36 თვიანი ვადა 2019 წლის 21 დეკემბერს იწურებოდა, თუმცა აღნიშნული სასტუმროს მშენებლობა არა დასრულებულა, არამედ მიმდინარე პროექტებში ირიცხება. 

2016 წელსვე ჩატარდა მეორე აუქციონიც, რის შედეგადაც თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 3835 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას, შპს ნევადა-ს გადაეცა. კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2016 წლის 29 ნოემბრიდან 42 თვის განმავლობაში უნდა აეშენებინა არანაკლებ 30 ნომრის მქონე სასტუმრო. შესაბამისად, კომპანიას ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2020 წლის  ივნისამდე. თუმცა სასტუმროს მშენებლობა ამ შემთხვევაშიც მიმდინარე პროექტებში ირიცხება. 

დაუსრულებელია 2017 წელს, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე დაწყებული სასტუმროს მშენებლობის პროექტი. გამარჯვებულ კომპანიას, შპს ბეტა ჯგუფს 50 თვის განმავლობაში უნდა დაესრულებინა 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, აღნიშნული სასტუმროს მშენებლობაც მიმდინარე პროექტებს შორის არის. 

2018 წლის პროექტებიდან რომლებიც 2022 წელს უნდა დასრულებულიყო 3 პროექტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია. მათ შორის ერთ შემთხვევაში ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და ვადა 2024 წლის 13 მარტამდე გადაიწია. 

2018 წელს აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს ასტორიამ თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე  მდებარე 3841 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები მიიღო, სანაცვლოდ კი 48 თვის განმავლობაში არანაკლებ 70 ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა. 48 თვე 2022 წლის თებერვალში გავიდა, თუმცა  პროექტი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

2018 წელს დაიწყო და 2022 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო ბორჯომში არანაკლებ 70 ნომრიანი სატუმროს მშენებლობა. სასტუმროს მშენებლობა ჯერაც მიმდინარე პროექტების სიაშია. 

კიდევ ერთი სასტუმრო რომელიც ჯერაც დაუსრულებელია ქალაქ ონში მდებარეობს. აუქციონის შედეგად არჩილ მიქუჭაძემ 2019 წელს 1149 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა მიიღო. მას 36 თვის განმავლობაში აღნიშნულ მიწაზე არანაკლებ 10 ნომრიანი  სასტუმრო უნდა შეექმნა. 36 თვიანი ვადა 2022 წლის აპრილში იწურებოდა“, აღნიშნულია სტატაში.


აღმიშნული სტატია სრულად იხილეთ აქ:




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up