პროგრამაში „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“ ცვლილება შევიდა

პროგრამაში „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“ ცვლილება შევიდა

access_time2021-12-01 11:35:00

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში - „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“ ცვლილება შევიდა. კერძოდ, გაფართოვდა მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრება. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.



„ცვლილების თანახმად, პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ:



- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეს ან/და;



- საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, რომელიც სესხის აღების მომენტში არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავს არასრულწლოვანი შვილ(ები)ი/აყვანილი შვილ(ები)ი.




შეგახსენებთ, რომ პროგრამა მიზნად ისახავს, როგორც უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას, ასევე, მრავალშვილიანი ოჯახების, ან ისეთი მშობლების მხარდაჭერას, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილები.



პროგრამა ითვალისწინებს სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.



პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სუბიექტს, რომელსაც:



• ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;



• სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;



• სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში

ბიზნესის ახალი მოდელი ახალ რეალობაში
access_time2022-01-25 16:55:00
რას გულისხმობს მთავარი  ბუღალტრის როლის ტრანსფორმაცია...

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

25 იანვარი - ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-25 18:00:47
25 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.43 თეთრით 3.0720- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0675 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.47 თეთრით 3.4661-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.57 თეთრით 4.1358-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.68 თეთრით 3.9081-მდე, თურქულ ლირასთან 0.18 თეთრით 0.2269-მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.82 თეთრით 6.3834-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.68...

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა

ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვა 60%-ით გაძვირდა
access_time2022-01-25 17:00:20
ამანათების გადამზიდი კომპანიები 2022 წელს მომსახურებაზე ტარიფის ზრდას ამ ეტაპზე არ ელიან. კერძო სექტორის შეფასებით, ფასების კორექტირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები 2020 წლიდან დაიწყო და ის ძირითადად ჩინეთის მიმართულებას შეეხო. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ Inex Group-ის დირექტორი, გიორგი კაპანაძე აცხადებს, ჩინეთის მიმართულებით ამანათების გადაზიდვის ფასები დაახლოებით 60%-ით არის გაზრდილი.   „ტარიფების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ჩინეთის...

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა

„საქართველოს ბანკს“ ფეისბუქმა, სავარაუდოდ, გვერდი დაუბლოკა
access_time2022-01-25 15:55:06
„საქართველოს ბანკის“ გვერდი ფეისბუქზე აღარ იძებნება. მისი ვირტუალური სივრციდან გაქრობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  „საქართველოს ბანკის“ გვერდის გაქრობას მისი მთავარი კონკურენტი თიბისი ეხმაურება, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: „ადამიანების შესაძლებლობები...

მიხეილ ჯაფარიძე: „ომიკრონის“ გავრცელების გამო ოჯახის ექიმებზე უპრეცედენტო დატვირთვა ფიქსირდება

მიხეილ ჯაფარიძე: „ომიკრონის“ გავრცელების გამო ოჯახის ექიმებზე უპრეცედენტო დატვირთვა ფიქსირდება
access_time2022-01-25 12:30:26
სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის რგოლში პაციენტების მართვის პროტოკოლის შეცვლას სთხოვს, რათა ოჯახის ექიმებზე დატვირთვა შემსუბუქდეს და მათ უკეთ...


მსგავსი სიახლეები

up