პროგრამა Social Impact Award 2020-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

პროგრამა Social Impact Award 2020-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

access_time2020-07-11 11:10:00

საქართველოს ბანკის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს.


პროგრამის ფარგლებში 94 საკონკურსო განაცხადი შემოვიდა და დამოუკიდებელმა ჟიურიმ, მათ შორის, ექვსი საუკეთესო პროექტი შეარჩია. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით, რეგიონების გაძლიერების მიზნით, ძირითადი ფინალისტების გარდა საქართველოს რეგიონებიდან დამატებით ოთხი ფინალისტი გუნდი გამოვლინდა.
ათივე ფინალისტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში აქტიურად იმუშავებენ თავიანთ იდეებზე Impact Hub Tbilisi-ში და მენტორების დახმარებით, რეალისტურ ბიზნესგეგმებს შეიმუშავებენ. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე. 


2020 წლის ფინალისტი პროექტებია:


• Qandle - ონლაინ სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას ონლაინ კურსები. სწავლება ხდება Live Video-ს მეშვეობით.


• Village 200 (სამეგრელო-ზემო სვანეთი) - პლატფორმა, რომელიც ამარტივებს აგრომომსახურეობას.


• Dinn.ge - პლატფორმა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის.


• World United Care - საერთაშორისო პლატფორმა/ფონდი, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს განათავსოს პროექტი და მიიღოს დაფინანსება ან დონაცია.



• UnLimited - აპლიკაცია, სადაც მომხმარებელს ექნება საშუალება რუკაზე ნახოს თუ რამდენად ადაპტირებულია ესა თუ ის ობიექტი შშმ პირთათვის.


• Green Space - უბრანულ მაღლივ შენობებში განთავსებული ვერტიკალური ფერმა, სადაც შესაძლებელი იქნება ჯანსაღი პროდუქციის მოყვანა, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე.

• ბაბახი (სამეგრელო-ზემო სვანეთი) - ქართული წარმოების ბიოდეგრადირებადი კონფეტი (confetti), რომელიც არ ახდენს გარემოზე მავნე ზეგავლენას. 

• თაფლი ლეჩხუმიდან (რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) - პროექტი ხელს უწყობს ლეჩხუმში მეფუტკრეობის განვითარებას და გვთავაზობს ადგილობრივ, ნატურალურ თაფლს, რომლის დამზადებაზეც ადგილობრივი ახალგაზრდები იმუშავებენ.


• ცოდნის ქარხანა (ქვემო ქართლი) - პროექტის იდეაა, სადღვები კარაქის წარმოება სოფელში მცხოვრები, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების მიერ. პროექტი ასევე ითვალისწინებს ბენეფიციარებისთვის ქართული ენის შესწავლას.


• კერია (გურია) - მულტიფუნქციური კაფე-გალერეა, სადაც დასაქმდებიან შშმ პირები.


არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, წელს Social Impact Award სრულად ონლაინ რეჟიმზე გადაეწყო და გაფართოვდა საქართველოს რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების სერია უკვე გაიმართა თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში, რომელშიც საერთო ჯამში 580 ახალგაზრდა დარეგისტრირდა.


Social Impact Award ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამაა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 20 ქვეყანაში პარალელურად მიმდინარეობს. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში და ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს თავიანთი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე.


პროგრამა მეორე წელია ხორციელდება გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up