საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ტენდერების თაობაზე, საპროექტო და სამშენებლო კომპანიებთან ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს.
ფონდის ცნობითვე, „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები დასავლეთ საქართველოს 34 მუნიციპალიტეტისათვის 28 აპრილს გამოცხადდა.