საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფართოვდება და მის ფარგლებში ახალი კომპონენტი იწყება: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების აუქციონი.
აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია 11 თებერვალს, 14.00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ბაზალტის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წარუძღვება.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები, ასევე ბიზნესასოციაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.