პროგნოზი: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4-5%-მდე შემცირდება, ინფლაცია - შენელდება

პროგნოზი: ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4-5%-მდე შემცირდება, ინფლაცია - შენელდება

access_time2022-11-30 15:50:08

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ISET-ის მაკროეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ დავით კეშელავამ განაცხადა, რომ ეკონომიკის ორნიშნა, 10%-იანი ზრდა საკმაოდ რეალისტურია, მაგრამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამას თავის ჯიბეზე ვერ გრძნობს, რადგან ეს საშუალო მაჩვენებელია.

 

მისი თქმით ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში გადამწყვეტი როლი რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან შემოსულმა ადამიანებმა შეასრულეს.

 

„მიგრანტების ეფექტმა სერიოზული გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. მათი პირველი ნაკადი ქვეყანაში ომის დაწყებიდან მალევე შემოვიდა. კვლევების მიხედვით აღმოჩნდა, რომ საქართველოში შემოსული მიგრანტების უმრავლესობა საკმაოდ კარგი ფინანსური შესაძლებლობის მქონე იყო, 1/3 IT სექტორში იყო დასაქმებული და მათი საშუალო თვიური შემოსავალი 2500 $-ს აღემატებოდა, რაც საქართველოს საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მაღალია. დამატებითი მიგრანტების ნაკადმა ეკონომიკაში დამატებითი მოთხოვნა შექმნა, რამაც ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი.

 

ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი მეორე ფაქტორიც ომს უკავშირდება. ეს სატრანზიტო დერეფნის საკითხია. ომამდე ჩინეთიდან ტვირთების გადაზიდვა „ჩრდილოეთის დერეფნის“ გამოყენებით რუსეთის გავლით ხდებოდა, სანქციების დაწესების შემდეგ საჭირო გახდა, რომ რაღაც პროდუქტები „შუა დერეფნით“ გადაეტანათ. ეს სატრანსპორტო ხაზი საქართველოზე გადის და ამანაც გარკვეული დადებითი როლი შეასრულა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.

 

ამას ემატება სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ეკონომიკაზე დადებითად მოქმედებს. ასევე, სწრაფი ტემპით იზრდება დაკრედიტება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პირობებში ვიმყოფებით და საპროცენტო განაკვეთები საკმაოდ მაღალია, ბოლო პერიოდში, დაკრედიტება მაინც იზრდებოდა, რაც ეკონომიკურ ზრდას ახალისებს“,   განაცხადა დავით კეშელავამ.

 

ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ ფაქტორებზე საუბრისას გადაცემის სტუმარმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ მთავარი ინფლაციაა, რის გამოც ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ვერ ახერხებს.


 

ჟურნალისტის კითხვაზე - ორნიშნა ინფლაცია ხომ არ აბათილებს იმ სარგებლის, რაც ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ უნდა მოიტანოს, გადაცემის სტუმარმა უპასუხა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები სხვადასხვა სექტორში განსხვავებულია და იმ სექტორში მომუშავე ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა, რომლებიც ნელი ტემპებით იზრდება, ისე არ გაუმჯობესებულა, როგორც ეს ციფრებში ჩანს.

 

„ის სექტორები, სადაც ბევრი ადამიანია დასაქმებული, მათ შორის  ვაჭრობისა და სოფლის სექტორებში, წინა წლებთან შედარებით კი გაიზარდა, მაგრამ იქ ზრდის ტემპები ისეთივე მაღალი არ არის, როგორც მაგალითად ტურიზმთან. ამიტომ, ეს პრობლემა გვაქვს -  მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ვერ გრძნობს თავის ჯიბეზე ეკონომიკურ ზრდას იმიტომ, რომ ეს საშუალო მაჩვენებელია“, განაცხადა დავით კეშელავამ.

 

რაც შეეხება პროგნოზებს დავით კეშელავა ამბობს, რომ ბევრი ბუნდოვანებაა და პროგნოზი რთულია.

 

„თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შედარებით შენელდება და მომავალი წლისთვის დაახლოებით 4-5%-ის ფარგლებში იქნება. ამაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელება და, დროთა განმავლობაში, მიგრაციის ეფექტის ამოწურვა.

 

რაც შეეხება ინფლაციას, აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ, წლიურ ჭრილში, როგორც საკვებზე, ასევე საწვავზე საერთაშორისო ბაზარზე გაზრდილი ფასები რჩება, ყოველთვიური მაჩვენებლები კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. თუ მსოფლიო დონეზე ფასებმა შემცირება დაიწყო, ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახება. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ინფლაციაც შემცირდება და რაც ხელ-ფეხს გაუხსნის ეროვნულ ბანკს, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყოს“,   განაცხადა დავით კეშელავამ.

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up