პროფესორი არჩილ იაკობაშვილი: 2017 წლისთვის დღგ და საშემოსავლო გადასახადი 15% უნდა იყოს

პროფესორი არჩილ იაკობაშვილი: 2017 წლისთვის დღგ და საშემოსავლო გადასახადი 15% უნდა იყოს

person access_time2016-03-02 16:00:54

2016 წელი საქართველოს ეკონომიკამ დაბალი ზრდის ტემპით დაიწყო. იანვარში წინა წლის იგივე თვესთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ 2,8%-ით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელზე უარყოფითი გავლენა იქონია ერთი მხრივ 22%-ით შემცირებულმა ექსპორტის მაჩვენებელმა და ასევე 25%-ით შემცირებულმა იმპორტის მაჩვენებელმა. იმპორტის მაჩვენებლის შემცირება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა და შესაბამისად მოხმარებაც შემცირებულია. კიდევ ერთი საგულისხმო მაჩვენებელი, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვაა. 2016 წლის იანვარში ამ საწარმოთა ბრუნვა 3 მილიარდ 675 მილიონ 200 ათასი ლარი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ წინა წლის იანვართან შედარებით ეს მაჩვენებელი 7,2%-ით გაიზარდა.  ამ ზრდაში გარკვეული წვლილი ლარის გაუფასურებამაც შეიტანა. ეროვნული ბანკის მონაცემებით 2016 წლის იანვრის თვეში საშუალო გაცვლითი კურსი 2,44 ლარი იყო. 

 

ლარის გაუფასურებამ შეამცირა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა და მოხმარება, რასაც ირიბად უკავშირდება კიდევ ერთი მაჩვენებელი - ახალი ბიზნესების რეგისტრაციის შემცირება. იანვარში წინა წელთან შედარებით 17%-ით ნაკლები ახალი ბიზნესი დარეგისტრირდა.

 

მთლიან სურათში გასათვალისწინებელია მთავრობის დეფიციტური ხარჯვაც, რომელსაც ხაზინის მონაცემები აშკარად აჩვენებს.  

 

2016 წლის იანვარში სამთავრობო ხარჯები გადასახადებს აღემატებოდა. ამას აქვს ზეწოლა ლარზე, რაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას კიდევ უფრო ამცირებს და ეკონომიკურ ზრდასაც ანელებს. 

 

როგორ გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე? ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი არჩილ იაკობაშვილი „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრობს. 

 

- თუ ჩვენ შევხედავთ იანვრის თვის მონაცემებს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ეს მაჩვენებლები ოდნავ გაუმჯობესებული არის. ამ ფონზე, რამდენად არის დღეს რეცესიის საფრთხე და თუკი ეს ასეა, როგორ უნდა უპასუხოს მთავრობამ ამ გამოწვევას?


– დეკემბერში, იანვარში და თებერვალში ჯამურად დეფიციტურმა ხარჯვამ შეადგინა დაახლოებით 600 მილიონი ლარი და თუ ეს თანხა დაეხმარა ეკონომიკას მხოლოდ იმდენით, რომ ზრდა იანვარში იყო 0,8% და დეკემბერში - 0,3 %, რაც ნიშნავს იმას რომ ზრდის მაჩვენებელი მერყეობს 0-1- მდე შუალედში, რეცესიის შუქნიშანი ყვითლად არის განათებული. თუკი პირველ და მეორე კვარტალში უფრო  ნულისკენ დაიძრა, ეს ნიშნავს უკვე, რომ რეცესიის შუქნიშანი გაწითლდება. ყურადღება მინდა გავამახვილო შეკითხვის მეორე ნაწილზე – თუ როგორ შეიძლება ეკონომიკამ თავი დაიცვას ამისგან და რისი გაკეთება შეუძლია მთავრობას.  მე ვრჩები ჩემს აზრზე, რომ აუცილებელია ფისკალურ სისტემაში ფუნდამენტური რეფორმების გატარება, საგადასახადო ადმინისტრირების ჰუმანურობა, რაც გააკეთა მოქმედმა მთავრობამ უკანასკნელ პერიოდში. აგრეთვე ინფორმაციის ძალიან დიდი გამჭვირვალობა, კორპორაციების დაბეგვრის პროცესში დივიდენდის კომპონენტის გამოყოფა. ეს არის რა თქმა უნდა წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ აქვს მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათი. 


– რა არის ფუნდამენტური რეფორმა ფისკალურ სისტემაში?


– რაც შეეხება ფუნდამენტურ რეფორმას ფისკალურ სისტემაში, ის უნდა შედგებოდეს ორი კომპონენტისაგან. ერთი მიმართული უნდა იყოს სტაბილიზაციაზე და მეორე სტიმულირებაზე.  სტაბილიზაციის ფარგლებში , ნეოკლასიკური ორიენტაციის საფუძველზე, მიმდინარე წლის ბიუჯეტში აუცილებლად მიმაჩნია ხარჯების 30%-ით შეკვეცა.  30% იმიტომ, რომ შარშანდელი მონაცემებით საგადასახადო მონაცემები იყო სადღაც 7,5 მილიარდი, თუ ხარჯები შემცირდება 30%-ით, მაშინ ხარჯების გეგმა იქნება 7 მილიარდი და ამით ვვარაუდობ, რომ წელს დეფიციტური ხარჯვა აღარ იქნება. 


სტიმულირების მიმართულებით  პირველი ღონისძიება ჩემი აზრით უნდა იყოს ის, რომ უახლოეს პერიოდში დღგ-ს განაკვეთი შემცირდეს 15%-მდე ან მოხდეს დღგ-ს განაკვეთის დიფერენციაცია დარგების ან პროდუქტების მიხედვით. სხვათა შორის ეს შეიმუშავა კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა პარტიამ თავის ყრილობაზე ნოემბერში რეკომენდაციის სახით და ერთმანეთის რეკომენდაციებს უნდა გაეცნონ, ვინაიდან კოალიციაა. მეორე ტიმულირება ჩემი აზრით უნდა იყოს, რომ  წელს დაანონსდეს, რომ 2017 წლიდან საშემოსავლო გადასახადი შემცირდეს 15%-მდე,  როგორც ეს არის საგადასახადო კოდექსში გაწერილი და როგორც წესი ჩვენს 2015 წელს 15% განაკვეთებით უნდა შეხვედროდით. მესამე მიმართულება არის ის, რომ თვითმმართველობის რეფორმა ბოლომდე არ არის მიყვანილი. განხორციელდა მხოლოდ თვითმმართველობის რეფორმის ადმინისტრაციული ნაწილი, მაგრამ ფინანსური კომპონენტი საერთოდ არ გათვალისწინებულა.  რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვყავს თვითმმართველები საკუთარი ფინანსების გარეშე და ეს არის ფაქტიურად საათის ბომბა სახელმწიფოსთვის. ამიტომაც, მე მიმაჩნია, რომ სტაბილიზაციის და სტიმულირების პაკეტში ეს ოთხი ღონისძიება რაც შეიძლება დროულად უნდა გატარდეს, ისე რომ მთავრობას ხელი არ აუკანკალდეს. 



- პრაქტიკულად თქვენ ამბობთ, რომ 2017 წლისთვის შემცირებული უნდა იყოს მოგების გადასახადი, შემცირებული უნდა იყოს  დღგ-ს გადასახადი და შემცირებული უნდა იყოს საშემოსავლო გადასახადი?

 

– დიახ, 15% განაკვეთებით შევხვდეთ  2017 წელს, როგორც ეს შესაძლებელი იყო 2015-ში.

 

- ამის პარალელურად თქვენ ითხოვთ ქამრების შემოჭერის პოლიტიკის გატარებას?


დიახ, დეფიციტური ხარჯების შემცირებას. დეფიციტურ ხარჯვას, რომელიც ხელს უწყობს მხოლოდ და მხოლოდ 2,8%-იან ეკონომიკურ ზრდას  ბოლო უნდა მოეღოს. 


რეალურად, როდესაც მთავრობა საუბრობს ხოლმე გარე შოკებზე და ამ გარე შოკებით ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებაზე და ყოველთვის ამაზე საუბრობენ.

 

ნამდვილად ახდენს გავლენას, მაგრამ საგარეო შოკებს ჭრილობასავით ხვდება დეფიციტური ხარჯვა, რომელიც თავს იჩენს ხოლმე საგრაეო ფაქტორების შემოსვლის დროს. დამცავი მექანიზმები აღარ არსებობს. 

 

- დღეს მთავრობა დეფიციტურად ხარჯავს?

-

– რა თქმა უნდა. დღეს უკვე საქართველოს მოქალაქისთვის ცნობილი ფრაზებია დეფიციტური ხარჯვა, ხადურის ფონდები, ვალდებულებების ზრდა ნულოვანი უკუგებით. ვალდებულებების ზრდასთან არის დაკავშირებული დეფიციტური ხარჯვა.  ამიტომაც დეფიციტური ხარჯვის მიზანშეწონილობა უნდა შეფასდეს ორი ძირითადი კრიტერიუმით. პირველი -  თუ რამდენად უკუგებადია დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებული ვალდებულების ზრდა, თუკი მოზიდული ფინანსური რესურსები არ გამოიყენება საინვესტიციო პროექტებისათვის და გამოიყენება მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარე მოხმარების დასაფინანსებლად. ბუნებრივია ამ დროს სახელმწიფო ფინანსების მართვა ეფლობა თაობათა გაღარიბების უფსკრულში. მეორე - დეფიციტური ხარჯვის გავლენა სავალუტო ბაზარზე დაგაცვლით კურსზე. საქმე იმაშია, რომ ჩვენი სამომხმარებლო კალათის  70% შედგება იმპორტისაგან, რაც ნიშნავს, რომ ყოველი 1 ლარი დამატებული დეფიციტური ხარჯვიდან  70 თეთრით იზრდება მოთხოვნა სავალუტო ბაზარზე. 


- ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში  საერთაშორისო სავალუტო რეზერვების პორტფელის  მენეჯერის პოზიცია გიკავიათ. რას უნდა ველოდოთ ამ პერიოდში, გამყარდება თუ არა ლარი?


– გამოვხატავ ჩემს აზრს. ბაზრის მონაწილენი ყოველთვის ვეძებთ კანონზომიერებას და ერთადერთი კანონზომიერება, რომელიც სავალუტო ფონდს ახასიათებს, მდგომარეობს იმაში, რომ ის არის ყველაზე ვოლატირული ბაზარი ფინანსურ ბაზრებს შორის და გაცვლითი კურსი უცვლელი ვერ იქნება. ამ აქსიომას აუცილებლად უნდა შევეგუოთ. 

 

- ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის საქმიანობა რომ შეაფასოთ, შეცდომა უფრო მეტი იყო თუ წარმატება?


– გიორგი ქადაგიძე, როგორც ცენტრალური ბანკირი, იყო ვიზიონერი. მას ქონდა პატივი ემუშავა კვალიფიციურ გუნდთან ერთად  7 წლის განმავლობაში, რომელიც ათწლეულებია იქმნება საქართველოში.  ეროვნული ბანკი დაარსდა 1991 წელს და მისი ფუნქციონირება ნაკლებად ექვემდებარება პოლიტიკურ ჟამთასვლას და ამას ხელი შეუწყო ინსტიტუციურ განვითარებას. გიორგი ქადაგიძემ ამ კოლექტივში შექმნა საკმაოდ ჰორიზონტალური იერარქია, რამაც მას შესაძლებლობა მისცა თავისი მისიების 50%-ზე მეტი განეხორციელებინა. რა თქმა უნდა შეცდომებიც იყო, მაგრამ ამას ის მოისმენს მხოლოდ პირად საუბარში.

 

- თქვენ როგორ ფიქრობთ და როგორ აფასებთ, რატომ არ შეაჩერა კომისიამ და პრეზიდენტმა არჩევანი თქვენზე, როგორც საბჭოს წევრის კანდიდატზე? რა იყო მთავარი მიზეზი?


– მე კომისიამაც არ შემარჩია 6 კანდიდატს შორის და შემდეგ მომდევნო 3-ში მე ვერ გავედი. ჩემი აზრით ეს პროცესი იყო ტრანსფარენტული, მაგრამ იმაზე მეტად ტრანსფარენტული ვიდრე საქმის სპეციფიკიდან გამომდინარეობს. მე მიმაჩნია, რომ ამ კომისიაში არ უნდა ყოფილიყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ყველას და მათ შორის მათაც შეეძლოთ საკუთარი კანდიდატის წარდგენა. ან მხოლოდ  არასამთავრობოებს ეს წარედგინათ კანდიდატები, მაგრამ თავად არასამთავრობოები ევალვაციის კომისიაში არ უნდა ყოფილიყვნენ ისეთი ადამიანები ვინც საქმის სპეციფიკას კარგად იცნობს, ესენი შეიძლება ყოფილიყვნენ ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრები.


- ბოლოს მინდა გკითხოთ, კობა გვენეტაძის კანდიდატურას როგორ აფასებთ? თუ იცნობთ მას და იმ ინსტიტუციურ განვითარებაზე, რომელზეც თქვენ საუბრობდით, თუ ჯდება ამ სურათში მისი კანდიდატურა?


– მე მას არ ვიცნობ. მხოლოდ განვლილი გზა გვაჩვენებს, რომ ის საქმეში ერკვევა, თუმცა როგორც ვიცი საქართველოში დაბრუნდა სამი თვის წინ. მეც საქართველოში დავბრუნდი 2007 წელს და 2 წელი დამჭირდა, რომ აქაურ სიტუაციას გავცნობოდი. ინსტიტუციონალური კუთხით განვითარება  ყოველთვის მიმდინარეობდა ეროვნულ ბანკში და  შემდგომშიც გაგრძელდება. ზოგადად, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ქვეყანა გადავიდა  საპარლამენტო მმართველობის მოდელზე, ბუნებრივია რომ ეს უნდა აისახოს ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე. ამაში იგულისხმება ის, რომ საბჭომ სამეთვალყურეო ფუნქციის ნაცვლად  მმართველი ფუნქცია გადაიბაროს. 


- როგორია თქვენი პოზიცია საფინანსო ზედამხედველობაზე, უნდა გავიდეს ის ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან? თუ ეროვნულ ბანკს გაუადვილდება თავისი კონსტიტუციური ფუნქციის შესრულება, თუკი საფინანსო ზედამხედველობა დარჩება მის შემადგენლობაში?


– ჩვენს ეკონომიკას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გვყავდეს დამოუკიდებელი ზედამხედველი. თუ იქნება ზედამხედველი, ის აუცილებლად დამოუკიდებელი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენს ამის შესაძლებლობაც არ გვაქვს.  ფინანსური სექტორის მოცულობა არ არის იმდენი, რომ მას ყავდეს დამოუკიდებელი ზედამხედველი. ამიტომაც ფინანსური ზედამხედველობა ჯერ-ჯერობით უნდა დარჩეს ეროვნული ბანკის შემადგენლობაში.



თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა

თავდამსხმელი 3 მძევალთან ერთად ბანკის შენობიდან გამოვიდა და მანქანით ტერიტორია დატოვა
access_time2020-10-21 22:30:43
თავდამსხმელმა 3 მძევლის თანხლებით ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა დატოვა.   ერთ-ერთი განთავისუფლებული მძევლის, ირაკლი კვარაცხელიას ცნობით, პოლიციელებმა თავდამსმხელს ფული მოუტანეს, რის შემდეგაც მან, სამართალდამცველებთან და მძევლებთან ერთად საქართველოს ბანკის ოფისი დატოვა.   გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს გამოსვლისას გახსნილი ხელყუმბარა ეჭირა ხელში.   ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელი პიკაპის ტიპის...

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლა
access_time2020-10-21 19:44:46
ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა 2 მძევალი გაათავისუფლა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 2-მა ქალმა შენობა უკვე...

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა
access_time2020-10-21 19:15:40
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიაში იმყოფება. მინისტრი ხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას, შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. მერიის შენობის წინ სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. ასევე, სამართალდამცველები იმყოფებიან „საქართველოს ბანკის“ შენობის პერიმეტრზე და საპოლიციო...

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს

კახა საბანაძე - კატეგორიულად მოვითხოვთ მედიასაშუალებებისგან, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სახელმწიფო გამოიყენებს კანონმდებლობით არსებულ ყველა ბერკეტს
access_time2020-10-21 18:15:49
„მოგესალმებით, როგორც თქვენთვის ცნობილია, ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად“ – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ. ინფორმაციას ამის...

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

21 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-10-21 18:00:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2274 ლარი შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up