პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამის მორიგი ეტაპი იწყება

პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამის მორიგი ეტაპი იწყება

access_time2019-09-17 13:05:38

სოციალური მომსახურების სააგენტო „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის  ახალ ეტაპს იწყებს.


პროფესიულ კურსებზე სწავლის მსურველებს სააგენტო ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1000 ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი 1500 ლარს შეადგენს.  მოკლევადიანი კურსები 2-დან 4 თვემდე გრძელდება.


მომზადება-გადამზადების პროგრამები შრომის ბაზრის თვისობრივი კვლევის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც  41 მოთხოვნადი პროფესია გამოავლინა.  მოთხოვნად პროფესიებს შორისაა: გიდი, კონდიტერი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი,  შემდუღებელი, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი, ბარმენი, ვებ-პროგრამისტი, ბაგა-ბაღის აღმზრდელი და სხვ.


მოკლევადიანი კურსების გავლა,  საქართველოს მასშტაბით  24, როგორც სახელმწიფო ისე კერძო, აკრედიტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია  შესაძლებელი.


პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების გავლის მსურველთა რეგისტრაცია 12 სექტემბრიდან დაიწყო და 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.  სასწავლო პროცესი კი, 25 სექტემბერს   დაიწყება. 


სამუშაოს მაძიებელმა,  რეგისტრაციისთვის, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად,  სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს. სწავლის დასაფინანსებლად  სპეციალურ ვაუჩერებსაც  სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ.


პროგრამის სამიზნე ჯგუფს 16 წლის ზემოთ, შრომითი ქმედუნარიანობის მქონე საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები წარმოადგენენ. 


პროგრამაში ჩართვით დაინტერესებული პირი დარეგისტრირებული უნდა იყოს სამუშაოს მაძიებლად შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.gov.ge.


პროგრამის მეორე ნაკადში მონაწილე პროფესიული სასწავლებლების ჩამონათვალი ასეთია:



1. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ახალი ტალღა

2. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი

3. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი იბერია

4. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი აისი

5. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ფაზისი

6. შპს ილია - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯი

7. ა(ა)იპ საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის „საზოგადოება ცოდნა“

8. შპს ამერიკის უნივერსიტეტის სკოლა

9. შპს კოლეჯი მესამე სამედიცინო

10. შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA

11. შპს მარნეულის კოლეჯი

12. შპს ბარაკონი

13. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ელიტი

14. შპს შავი ზღვის ბიზნესის აკადემია

15. შპს წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის მრავალპროფილიანი სკოლა-კოლეჯი

16. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ორიენტირი

17. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი კავკასიონი

18. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი ზუგდიდის აკადემია

19. შპს საზოგადოებრივი ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია

20. შპს წმიდა ილია მართლის სახელობის თბილისის საზოგადოებრივი კოლეჯი

21. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი Natali Academy

22. შპს ინტერბიზნესის აკადემია

23. შპს საზოგადოებრივი კოლეჯი „გეორგია“

24. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი



მარიამ მორგოშია






სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების დეფიციტია

სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების დეფიციტია
access_time2020-01-17 20:00:46
სუპერმარკეტების ქსელებში ახალი წლის პირველივე რიცხვებიდან რძის პროდუქტების დეფიციტი შეიმჩნევა, მომხმარებლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში დახლებზე იმაზე ბევრად ნაკლები მაწონი, ხაჭო და სხვა რძის პროდუქტებია, ვიდრე აქამდე.  „კომერსანტი“ თემასთან დაკავშირებით რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციას გაესაუბრა. კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხდება იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც ბაზარზეა ასოციაციის პრეზიდენტი პასუხობს, რომ საწარმოები არ აღმოჩნდნენ მზად ახალი წლის პერიოდში...

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან  18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი
access_time2020-01-17 19:00:02
ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან 38 უკვე გაიყიდა, საიდანაც 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა. კერძოდ, ამ დროისთვის გაყიდული ქონების საერთო მოცულობამ 47 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც 8 მლნ ლარზე მეტი (8 387 700 ლარი) კერძო პირებმა გადაიხადეს. ამასთან ერთად, ყველაზე ძვირად თბილისში ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე შენობა/მიწის ნაკვეთი და მესტიაში პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია გაიყიდა. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი...

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა
access_time2020-01-17 13:00:43
გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“  გაიხსნა.  მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის  180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით  აშენდა. თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის...

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს
access_time2020-01-17 17:00:50
ზამთრის კურორტებს წელს რთული სეზონი ჰქონდათ. უჩვეულოდ თბილი და უთოვლო ზამთრის გამო,საქართველოს სამთო კურორტები  ტურისტების შემცირებულ რაოდენობას მასპინძლობენ. თოვლის გარდა, მთის კურორტები სხვა გამოწვევის წინაშეც იდგნენ, უწყლობის გამო, ბაკურიანსა და გუდაურში ტურისტები ან არ ჩადიოდნენ ან უკვე დაჯავშნილ სასტუმროებს ტოვებდნენ. კერძო სექტორის თქმით, უწყლოდ დარჩენილ კურორტზე ზამთრის სეზონი...

ვანის ღვინის ქარხანა „არგონავტები“ სავარაუდოდ, 2021 წელს გაიხსნება

ვანის ღვინის ქარხანა „არგონავტები“ სავარაუდოდ, 2021 წელს გაიხსნება
access_time2020-01-17 15:35:47
ბიზნესმენმა, „ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელმა  ბეჟან წაქაძემ  ვანში, ღვინის ქარხანა „არგონავტების“ გახსნა 1 წლით გადადო. ამის შესახებ „კომერსანტს“ თავად ბიზნსმენმა განუცხადა. მისი ინფორმაციით,ქარხანა 2021 წელს გახსნება,შესაბამისად, ყურძენს მომავალი წლის ოქტომბერში მიიღებს. მიზეზი, რის გამოც პროექტის განხორციელება დროებით გადაიდო, ადგილზე არსებული სამუშოებია.  „როდესაც ეს ქარხანა ვიყიდე, მეგონა, რომ სხვა მოცემულობა დამხვდებოდა. როგორც აღმოჩნდა,...


მსგავსი სიახლეები

up