Dinner in the Sky - რომელი ქართული კერძი მოსწონთ ტურისტებს ცაში - კურორტი „ბიოლის“ მთავარი  შეფმზარეული “კომერსანტზე“

Dinner in the Sky - რომელი ქართული კერძი მოსწონთ ტურისტებს ცაში - კურორტი „ბიოლის“ მთავარი შეფმზარეული “კომერსანტზე“

access_time2019-08-11 16:00:19

„ჩემი პროფესია დამეხმარა საკუთარი თავი მეპოვა და დამოუკიდებელი გავმხდარიყავი“...


ალექსანდრე უგრეხელიძე ახალგაზრდა შეფმზარეულია საქართველოდან. პროფესიით სამართალმცოდნე წლების განმავლობაში ლანდშაფტის დიზაინითა და დეკორატიული მებაღეობით იყო გატაცებული. მუშაობდა ოქრომჭედლად, მაგრამ საბოლოოდ მამის საქმიანობას სერიოზულად მოკიდა ხელი და ბავშვობის ოცნება აიხდინა.


უკვე 6 წელია რაც წარმატებული შეფმზარეულია და არაერთი ცნობილი სარესტორნო ქსელისა თუ სასტუმროს მთავარი კულინარი იყო. როცა გადაწყვიტა, რომ ეს საქმიანობა მისი მთავარი პროფესია უნდა გამხდარიყო, კულინარია შეისწვალა და მას შემდეგ საკუთარ თავს მუდმივად ახალ გამოწვევებს უმზადებს. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა Dinner in the Sky აღმოჩნდა.





როგორც სამედიცინო ველნეს კურორტი „ბიოლის“ მთავარმა  შეფმზარეულმა, სტუმრებს ცაში, არაორდინალურ და ექსტრემალურ პირობებში  ქართული და ევროპული კერძებით უმასპინძლდებოდა.



„ისე მოხდა, რომ ამ პროცესიამ არაერთი გამოცდილება შემძინა და მათ შორის განსაკუთრებლუია Dinner in the Sky. სტუმრების თანდასწრებით მზადდება კერძი და ამით მომხმარებელი აღფრთოვანებულია. თანაც ყველაფერი ცაში ხდება, ამიტომ დიდი ადრენალინია. სტუმარს ყველაფერი მოსწონს რაც განსხვავებულია, თუმცა, ადგილობრივებიც და უცხოელებიც განსაკუთრებით მაინც იმ ქართული კერძებით ინტერესდებიან, რომელიც ახლებურადაა წარმოდგენილი. ვფიქრობ, ქართული სამზარეულოს მომავალიც ზუსტად ესაა - დავიწყებული ქართული კერძების აღმოჩენა და არსებულის გათანამედროვება. მართალია, ხინკალი და ხაჭაპური ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, მაგრამ როცა ვამბობ კერძის გათანამედროვებას, მაგალითად, ვგულისხმობ, ჩაქაფულის ახლებური ტექნოლოგიით მომზადებას. სხვათა შორის, ეს განსაკუთრებით ხიბლავთ უცხოელებს“.


წარმატებული შეფმზარეული „კომერსანტს“ პროფესიული განათლების პერსპექტივებსა და დარგის გამოწვევებზეც ესაუბრა:


„მთელს მსოფლიოში დღეს პროფესიული განათლება არის ძალიან მოთხოვნადი და გათანაბრებულია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხთან, რადგან თუნდაც ფინანსური მხარეც რიგ შემთხვევაში შესაძლოა აღემატებოდეს კიდეც იურისტის ანაზღაურებას. ამიტომ თუ კარგი კულინარი ხარ, შენ აუცილებლად დასაქმების მეტი შანსიც გაქვს და, შესაბამისი, ანაზღაურებაც გარანტირებულია. თუმცა საქართველოში ეს ყველაფერი ოდნავ განსხვავებულია. აქ მთავარი პრობლემა ისევ და ისევ მენტალობაა, რის გამოც მაგალითად მიმტანის პროფესია მესამეხარისხოვნად და შეთავსებად საქმიანობად აღიქმება“.


პროფესიული განათლებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება, ალექსანდრე უგრეხელიძის თქმით,  ბაზარზე მომსახურების განვითარებასაც ხელს უშლის. ეს უკანასკნელი კი პირდაპირ უკავშირდება ტურიზმის სფეროს.


„ეს ყველაფერი ერთმანეთთან ბმაშია. საქართველო ტურისტული ქვეყანაა და დარგი არის პრიორიტეტული. პროფესიული განვითარება ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანია დამსვენებელს ბაზარზე მაღალი დონის მომსახურება და სერვისი შესთავაზოს. მხოლოდ ლამაზი სასტუმრო ან ჯანსაღი გარემო დღეს აღარაა საკმარისი. ამ ნაწილში კი დიდი პრობლემებია და ეს,  პირველ რიგში, საზოგადოების დამოკიდებულების შედეგია. რადგან პროფესიული საქმიანობა, იქნება ეს კულინარია თუ სხვა რამ, არ აღიქმება სერიოზულად. დაინტერესებული პირიც არ ეკიდება მნიშვნელოვნად და ეუფლება მხოლოდ იმიტომ, რომ დასაქმდეს. სერთიფიკატს იღებს ფორმალურად, რაც მერე მომსახურების ხარისხზე უარყოფითად აისახება“.


მისივე თქმით, დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი და ჩართულობა:


„ბოლო წლებში შედარებით მეტი ყურადღება ექცევა ჩვენს საქმიანობებს, მაგრამ მეტი აქტიურობაა საჭირო. მაგალითად, სახელმწიფო სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმაროს დაეუფლოს ამა თუ იმ საქმიანობას. შედეგად, დარგი უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გახდებოდა. რადგან მენტალობა ისევ ხელს გვიშლის, ამ თემაზე საუბარი მუდმივად საჭიროა. მათ შორის, სხვათა შორის, ფინანსურ მხარეზეც ვიტყვი, რომ რატომღაც ერთსა და იმავე საქმეზე ჩამოსულ მზარეულს, როცა 10 ათას ლარს უხდიან, ადგილობრივს 2 500 ლარს აძლევენ. ეს დამოკიდებულებაც არასწორია და აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. სხვანაირად ვერც პროფესიული განათლება განვითარდება, ვერც მომსახურების ხარისხი აიწევს და საბოლოოდ ვერც ტურიზმი შესთავაზებს დამსვენებელს სხვებისგან განსხვავებულ სერვისს“.


სალომე ლემონჯავა




აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...

ქართველი დიზაინერი მულტიბრენდული მაღაზიისთვის ფეხსაცმლის ლიმიტირებულ კოლექციას კერავს

ქართველი დიზაინერი მულტიბრენდული მაღაზიისთვის ფეხსაცმლის ლიმიტირებულ კოლექციას კერავს
access_time2020-10-24 17:00:43
დიზაინერმა რუსო დანელიამ ფეხსაცმლისა და აქსესუარების მულტიბრენულ მაღაზიასთან თანამშრომლობით ფეხსაცმლის კოლექცია შექმნა, რომელიც რამდენიმე  დღეა, რაც მაღაზია „ატრიოს“ დახლებზე გამოჩნდა.   როგორც „კომერსანტს“ დიზაინერმა რუსო დანელიამ განუცხადა, მისთვის“ატრიოსთან“ თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და „ატრიოს“ მხრიდანაც დაინტერესება დიდია.   „ჩვენი კოლაბორაცია საკმაოდ...


მსგავსი სიახლეები

up