პროფესიული განათლების მხარდასაჭერად აზიის განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებები გაფორმდა

პროფესიული განათლების მხარდასაჭერად აზიის განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებები გაფორმდა

access_time2020-12-09 14:23:04

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) ადგილობრივი მისიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა შეინ როზენტალმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომლებიც საქართველოში ხარისხიან პროფესიულ განათლებასა და მომზადებაზე წვდომის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


„შეთანხმებების ფარგლებში, დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის საქართველო ჯამში მიიღებს 59.4 მილიონი ევროს (70 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი) ოდენობის ფინანსური რესურსს, საიდანაც 42.4 მილიონი ევრო მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 16.9 მილიონი ევრო საინვესტიციო პროექტის განხორციელებას მოხმარდება.


პროგრამის მიზანია, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორის მხარდაჭერა. იგი მოიცავს პროფესიული განათლების პრიორიტეტულ სექტორებში ხარისხის ამაღლებას, პროფესიული საგანმანათლებლო სისტემის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ინკლუზიურობას, პროფესიული სწავლების პროცესში ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერებას.



რაც შეეხება საინვესტიციო პროექტს - იგი ითვალისწინებს ქუთაისსა და თელავში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტულ ეკონომიკურ სექტორებში მაღალი ხარისხისა და შესაბამისი მომზადების მისაღებად ორი პროფესიული ჰაბის შექმნას. ასევე, პროფესიული პროგრამების დანერგვას, დაახლოებით, 20 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში, კარიერული სახელმძღვანელოსა და საკონსულტაციო სისტემის ჩამოყალიბებას, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კერძო მართვის პილოტირებას, ელექტრონული სწავლების დანერგვას, გარდა ამისა, დისტანციურ და შერეულ სწავლებას, ინფექციის საპრევენციო ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოებას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.


აღნიშნული შეთანხმებების გაფორმება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო

2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო
access_time2021-03-03 11:32:45
გასული წელი მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის, საქართველოს მეზობელი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევებით იყო სავსე.   პანდემიის პირობებში გლობალურად არსებული მოთხოვნისა და მიწოდების შოკების შედეგად ეკონომიკური აქტივობა მსოფლიოში შენელდა. რა თქმა უნდა, ეკონომიკის შენელებამ კვალი ჩვენს რეგიონსაც დაატყო. როგორც ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, 2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო.   2020 წელს...

ლოპოტას დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა

ლოპოტას დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა
access_time2021-03-03 10:35:05
დღეს ლოპოტა რიზორთის დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ბიზნესმენი მძიმე დაავადებას დიდი ხანი ებრძოდა. კომერსანტი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-02 21:00:39
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე 2021 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო, რომლის მოცულობა 113.36 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა წინა წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია საპროცენტო შემოსავლები და...

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება
access_time2021-03-02 17:20:09
მერაბ ჟორდანია ტიტულოვანი ავსტრიული კლუბის - ვენის "აუსტრიას" პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ ადგილობრივი საიტები იტყობინებიან. საინტერესოა წერილი, რომელიც wien.orf.at-მა გამოაქვეყნა: მწვანე შუქი პარტნიორობისთვის "ვენის "აუსტრიას" ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით სიტუაციას წესით მალე უნდა მოეფინოს ნათელი. ახალი პარტნიორი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, მაგრამ კლუბში ამბობენ, რომ მოლაპარაკება პოზიტიური შედეგით...

Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა

Bloomberg: პანდემიის დროს სურსათზე ფასების ზრდა სერიოზულ პრობლემად იქცა
access_time2021-03-02 20:00:43
ბოლო თვეებში სასურსათო პროდუქტების ფასმა მაქსიმუმს მიაღწია და ექსპერტების აზრით, ვითარება ძვირი სურსათის ახალი „სუპერციკლისკენ“ მიდის. ეს მასობრივი უმუშევრობის და შემოსავლების კატასტროფული ვარდნის ფონზე ხდება. მომხმარებლებზე ზეგაგვლენას ზრდადი ინფლაციაც ახდენს. Bloomberg-მა გაანალიზა მდგომარეობა 5 ქვეყანაში, სადაც ფასების ზრდამ და ინფლაციამ განსაკუთრებით დიდ მასშტაბებს მიაღწია. ბრაზილია ეს არის ლათინური...


მსგავსი სიახლეები

up