პროფესიონალური ფიზიკური მომზადების პირველი ცენტრი თბილისში - "ჩემპიონთა აკადემია" რეგიონებშიც გაიხსნება

პროფესიონალური ფიზიკური მომზადების პირველი ცენტრი თბილისში - "ჩემპიონთა აკადემია" რეგიონებშიც გაიხსნება

access_time2017-02-10 18:30:00

2016 წელს Sport Times Georgia-ს მიერ "ჩემპიონთა აკადემია" დაფუძნდა და ის აღმაშენებლის 150-ში დაახლოებით ერთი კვირის წინ 1 800 მ²-ზე გაიხსნა. პროფესიონალური ფიზიკური მომზადების ცენტრის გახსნაში 4,5 მილიონი ლარის ინვესტიციაა ჩადებული.

 


როგორც „კომერსანტთან" საუბრისას „ჩემპიონთა აკადემიის" დამფუძნებელი გიორგი ოქრიაშვილი აცხადებს, მას დიდი ხანია მსგავსი სივრცის გაკეთების მოტივაცია ჰქონდა.

 


„ამ ყველაფრის გაკეთების მოტივაცია დიდი ხნის განმავლობაში მქონდა. ჩემ უცხოელ მეგობრებს გავესაუბრე, ჩამოვაყალიბეთ ხედვა და ამაზე მუშაობა ერთად დავიწყეთ. ამერიკაში ჩავედით, კვალიფიკაცია ავიმაღლეთ და შემდგომ გადმოვიღეთ მათგან ეს მაგალითი." - განაცხადა ოქრიაშვილმა.

 

- როგორც ვიცი "ჩემპიონთა აკადემია" ფიტნეს კლუბი არაა და ის თავისი დანიშნულებით აბსოლუტურად განსხვავებულია. მაინც რა არის ის სიახლე, რასაც თქვენი კლუბი მომხმარებელს სთავაზობს?

 

- დია, ეს ნამდვილად არ არის ფიტნეს-კლუბი, ჩვენ ვართ პროფესიონალური ფიზიკური მომზადების ცენტრი და ის პროფესიონალი სპორტსმენებისთვის შეიქმნა. ჩვენ მათ მაღალკვალიფიციურ ფიზიკურ მომზადებას ვთავაზობთ. აქედან გამომდინარე, კვალიფიციური მწვრთნელები და მაღალი ხარისხის აღჭურვილობა გვაქვს. აქ ყველაფერი მთლიანად სპორტსმენების მოთხოვნებზეა მორგებული. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ფოკუსირება სპორტსმენების გადამზადებაზეა გაკეთებული, ცენტრის კარი ყველასთვის ღიაა.

 


ჩვენთან მოსვლა აბსოლუტურად ყველას შეუძლია. მსგავსი სახის ცენტრი როგორც საქართველოს, ასევე კავკასიის მასშტაბით პირველია.
აკადემიის შექმნის მიზანი იყო ის, რომ დღეს ქართველ სპორტსმენებს ფიზიკური მომზადება ძალიან აკლიათ. სწორედ ამის გამო ისინი დიდ თანხებს უცხოელ ტრენერებზე იხდიან. ეს პრაქტიკა ამერიკაშიც დანერგილია და ამ ეტაპზე მათ არცერთი ნაბიჯით არ ჩამოვრჩებით. როგორც ვიცი, მსგავსი მეთოდები ჯერ-ჯერობით ევროპაშიც არაა დანერგილი. ზოგადად ჩვენი გადმოსახედიდან, ჩემპიონი ის ადამიანი არ არის, ვინც მხოლოდ სპორტსმენია, ჩემპიონია ის ადამიანი ვინც მიზანს ისახავს და აღწევს მას.

 

- შენობა ოთხსართულიანია, როგორც ვხვდები ყველა სართულს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. როგორია "ჩემპიონთა აკადემის" კონცეფცია?



- ჩვენთან მოტივაციური და დინამიური გარემოა. სხვადასხვა სართულზე ერთმანეთისგან განსხვავებული სახის ვარჯიშები ტარდება. შენობა სულ 1 800 მ²-ია და ის ოთხ სართულადაა დაყოფილი. პირველი სართული პროფესიონალი სპორტსმენებისთვისაა გამოყოფილი. მეორე სართული, რომელიც 400 მ²-ზეა ხელოვნური ბალახითაა დაფარული. აქ სპორტსმენებისა და ბავშვებისთვის სირბილის ბიომექანიკები სისწრფე და მოქნილობა პროფესიონალურ დონეზეა. მესამე სართულზე ფიტნესია, ხოლო მეოთხეზე შერეული ორთაბრძოლები, როგორც დიდებისთვის, ისე ბავშვებისთვის. ასევე გვაქვს ქალების თავდაცვა.

 

- თქვენ თქვით, რომ აკადემიაში სპორტსმენების გარდ,ა შემოსვლა ყველას შეუძია. გარდა სპორტსმენებისა, კიდევ ვისთვისაა თქვენი კარი ღია?


- დიახ, ჩვენთან შშმ პირებსაც შეუძლიათ მოსვლა, ასევე იმ ადამიანს, ვინც წონას ებრძვის. აკადემიაში მწვრთნელებს იმ დონის კვალიფიკაცია აქვთ, რომ მათ ათლეტის მომზადება მსოფლიო დონეზე შეუძლიათ და მათთვის ჩვეულებრივი ფიზიკური ატივობის მქონე ადამიანის მომზადება გაცილებით მარტივია. ძალიან მალე რეაბილიტაციასაც დავნერგავთ. ჩვენი ფოკუსი ძირითადად პროფესიონალ სპორცმენებზეა, თუმცა კარი ყველასთვის ღიაა.

 

- მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პროფილით შემოხვედით ბაზარზე, ალბათ, კონკურენცია მაინც არსებობს. როგორ უწევთ სხვებს კონკურენციას?

 

- ჩვენ კონკურენტებად არავის აღვიქვამთ, რადგან ყველა ასპექტში კონკურენციით პირველები ვართ. ჩვენი ბაზა სპორტ მეცნიერებაა და ეს სპორტ მედიცინასთან არ უნდა აგვერიოს. სპორტ მედიცინა შედარებით განსხვავებული პროფილისაა. ჩვენ ვასწავლით, თუ  როგორ უნდა ვირბინოთ და ვივარჯიშოთ სწორად. ადამიანის სხეული როგორ მოვამზადოთ იმ სპორტისთვის, სადაც არის.

 

- თქვენი ცენტრი 12 განსხვავებულ პაკეტს მოიცავს. არის თუ არა ფასები მასში შემავალ მომსახურებაზე დამოკიდებული? და ზოგადად, რისი თქმა შეგიძლიათ აკადემიის საფასო პოლიტიკაზე?


- ცენტრი მოიცავს მომხმარებელზე მორგებულ 12 განსხვავებულ პაკეტს, რომელთა ფასები მასში შემავალ მომსახურებაზეა დამოკიდებული. ჩვენთან ულიმიტო ერთ თვიანი აბონიმენტი მინიმალური 160 ლარი ღირს. ჩვენ ამ ფასში ბევრ სერვისს ვთავაზობთ. ფასები ძირითადად საშუალო და მაღალი სეგმენტის წარმომადგენლებზეა გათვლილი.

 

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და გარდა თბილისისა, რეგიონებში გაფართოვებასაც ხომ არ გეგმავთ?

 

- დიახ, სამომავლოდ რეგიონებში გვსურს გაფართოვება, რადგან ბევრი რეგიონს აიგნორებს. მცირე დარბაზები იქაც უნდა შეიქმნას. ვაპირებთ, რომ გაფართოვება დიდი ქალაქებით დავიწყოთ. ფილიალებს თბილისშიც გავხსნით და სავარაუდოდ, გარეუბნებს შევარჩევთ, რადგან ჩვენ დიდი ფართობი გვჭირდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხარისხს არასდროს დავკარგავთ და გარეუბნებში ფასი შედარებით დაბალი იქნება. რეაბილიტაციის დანერგვასაც ვაპირებთ ერთი წლის მანძილზე, თუმცა ეს ცოტა გრძელვადიანი და საპასუხისმგებლო პროცესია.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე




დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up