გიორგი კვირიკაშვილის პომპეზურად დაანონსებული პროექტი ბახტაძის მთავრობამ დაიწუნა - მიზეზები რატომ აღარ აშენდება ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო სადგური

გიორგი კვირიკაშვილის პომპეზურად დაანონსებული პროექტი ბახტაძის მთავრობამ დაიწუნა - მიზეზები რატომ აღარ აშენდება ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო სადგური

access_time2019-07-05 18:00:32


გიორგი კვირიკაშვილის მიერ პომპეზურად დაანონსებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო სადგური აღარ აშენდება  ეს ფაქტი გუშინ გახდა ცნობილი. გუშინვე ეკონომიკის სამინისტრომ  განაცხადა, რომ იგეგმება კოპიტნარში არსებული სადგურის რეაბილიტაცია. თუმცა ამ ფაქტს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.





რა ეტაპზეა ახალი პროექტი და რატომ გადაიფიქრა ეკონომიკის სამინისტრომ ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა. დეტალებზე კომერსანტთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი საუბრობს. როგორც ირკვევა მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი განახლებული კვლევაა, რომლის მიხედვითაც ახალი რკინიგზის აშენების საჭიროება აღარ არსებობს.

 

„პროექტმა განიცადა მოდიფიკაცია, რეალურად ჩვენ მთავრობას უნდა წარვუდგინოთ ახალი სქემა, როგორ  უნდა განხორციელდეს ახალი პროექტი. კოპიტნარში არსებული სადგურის ახალი პროექტი ითვალისწინებს არსებული სადგურის რეაბილიტაციას, რომელიც აეროპორტიდან დაახლოებით კილომეტრ ნახევრით არის დაშორებული. აღსანიშნავია ისიც, რომ სადგურიდან ტერმინალამდე არის გრუნტის გზა, რომლის რეაბილიტაციაც მოხდება. ეს იქნება ტერმინალის დამაკავშირებელი გზა სადგურთან. საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე გვქონდა ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და მივიღეთ დაპირება, რომ ამ გზის რეაბილიტაცია მოხდება. მას შემდეგ რაც რეაბილიტაცია გაუკეთდება გზას ვგეგმავთ, რომ შატლები დავნიშნოთ. შატლები მგზავრებს უსასყიდლოდ მოემსახურება. კოპიტნარის სადგური კომფორტულად და უსაფრთხოდ დაუკავშირდება კოპიტნარის აეროპორტს“, - აცხადებს აკაკი საღირაშვილი.

 

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, პროექტი უკვე მზადაა და საქართველოს მთავრობა განახლებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილავს.



რაც შეეხება პროექტის ფასს, მისი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია:

 

„ღირებულება მხოლოდ სადგურის ნაწილში მილიონ ლარს  არ გასცდება. თუმცა, დაზუსტებით ღირებულებას ვიტყვით მას შემდე,გ რაც დეტალური პროექტი მომზადდება. პროექტი გაცილებით იაფი ჯდება ვიდრე ის, რომელიც გამიზნული იყო. ძველ პროექტში სხვადასხვა ვარიანტი განიხილებოდა, რკინიგზის ნაწილი იყო, ახალი ხაზი უნდა აშენებულიყო, ესტაკადა უნდა გაკეთებულიყო, მოკლედ ძალიან ძვირი გამოდიოდა. მე როგორც მახსოვს 10 მილიონზე მეტი ჯდებოდა. დასახული მიზნის მიღწევისთვის ახალი პროექტი გაცილებით კომფორტულია იმიტომ, რომ იქ უნდა გაკეთებულიყო 700- მეტრიანი სავალი ბილიკი, რომელსაც  პირდაპირ შატლებით დაუკავშირდება მგზავრი“, - განმარტავს აკაკი საღირაშვილი.


მისისტრის მოადგილის თქმით,  პროექტი მთავრობის მოწონებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება.

 

„ის , რომ ქუთაისის შადრევნის წინ ლიანდაგები არ გაივლის და ის, რომ სახელმწიფო ათობით მილიონ დოლარს ამაში არ დახარჯავს   და აეროპორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურა არ დაზიანდება,  ამაში საგანგაშო არაფერია - ასე აფასებს საგზაო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებას. გიორგი სეთურიძე მიღებულ გადაწყვეტილებას პრაგმატულს უწოდებს.



 

“როდესაც აღმოჩნდა, ქუთაისის აეროპორტი არის სწრაფად მზარდი, მაშინდელ პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს გაუჩნდა იდეა, რკინიგზის ხაზს აეროპორტთან რაც შეიძლება ახლოს გაევლო. ეს იყო იდეა რომელსაც სჭირდებოდა დამუშავება მაგრამ, მოხდა ამის ტირაჟირება და კეთილშობილური სურვილი სახელმწიფო გეგმად ჩამოყალიბდა. სურვილს პროფესიონალურად მიუდგა მაშინდელი სამი სტრუქტურა, რომელსაც საკითხი ეხებოდა. ეს იყო რკინიგზა,  აეროპორტების გაერთიანება  და გზების დეპარტამენტი, რადგან გზების დეპარტამენტსაც თავისი წვლილი უნდა შეეტანა შემდგომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეკონსტრუქციაში. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ როდესაც სტრუქტურებმა ითანამშრომლეს მიუხედავად იმისა, რომ იყო პრემიერის სურვილი ასე ბრმად არ გაკეთებულა, არც პრემიერს დაუჟინებია რაც ვთქვი ის გააკეთეთო და პრაგმატულად მიიღო ის შედეგები, რაც კვლევამ აჩვენა.

 

საგზაო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი კომერსანტთან იმ კვლევის დეტალებზე საუბრობს, რომელის მიხედვითაც საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უარი თქვას  ახალი სარკინიგზო სადგურის აშენებაზე.


 

რკინიგზის დეპარტამენტმა შეუკვეთა კვლევა საკმაოდ კომპეტენტურ უცხოურ საკონსულტაციო ორგანიზაციას და კვლევის შედეგებმა გამოავლინა ის, რომ ამხელა ინვესტიცია არც რკინიგზის მხრიდან და არც სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან იმ მომენტისათვის არ იყო მიზანშეწონილი. თვითონ ქუთაისის აეროპორტი ისეა მოწყობილი, რომ კომფორტულად ვერ მოხდებოდა რკინიგზის ხაზის გადატანა, რაც არ შეიძლებოდა სცოდნოდა კვირიკაშვილს იმ მომენტში, როდესაც ეს სურვილი გაუჩნდა. იმ შემთხვევაში თუ გადავიდოდა იქ რკინიგზის ხაზი აეროპორტში შესასვლელის დაახლოებით 2 კილომეტრით გადატანა გახდებოდა საჭირო, აეროპორტის წინ კი საკმაოდ დიდი ესტაკადის მშენებლობა, ასევე იქ გზების ჩაკეტვა და ა.შ. ანუ ყველაფერი რეალური სიტუაციიდან გამომდინარე გაანალიზდა და ამის შესახებ მთავრობას ეცნობა . ყველა გამჭოლი მატარებელი კოპიტნარის აეროპორტში გაჩერდება, სადაც შატლები დახვდებათ რომელიც, მგზავრს დაახლოებით 5 წუთში მიიყვანს აეროპორტთან. ეს საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა და არავინ აკრიტიკებს ამის გამო სხვა ქვეყნებს, აქაც ზუსტად იგივე გვექნება. ამ ეტაპზე იქნა პრაგმატული გადაწყვეტილება და ამაში ვფიქრობ, დასაძრახი არაფერია,“- აცხადებს გიორგი სეთურიძე.

 


ბაჩო ადამია




აკაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს

 აკაკი ზოიძე „ქართულ ოცნებას“ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს
access_time2019-11-22 18:15:11
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ან პლებისციტი უნდა ჩატარდეს. როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ მან მიმართა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს, რომ მიიღონ ზომები რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩასატარებლად. „ვხედავ, მესმის, ვგრძნობ მრავალი ადამიანის სამართლიან პროტესტს, გულისწყრომას და იმედგაცრუებას პარლამენტის მიერ 2020 წელზე პროპორციულ...

რა რისკებს შეიცავს უკრაინაში ინვესტიციის განხორციელება

რა რისკებს შეიცავს უკრაინაში ინვესტიციის განხორციელება
access_time2019-11-22 20:25:43
უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ფინანსებს ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან განვითარებად სავაჭრო ბაზრებში აბანდებენ, Bloomberg-ის ინფორმაციით შესაძლოა საფრთხეში აღმოჩნდენ. განვითარებადი მეორადი ბაზარი ნიშნავს იმას, რომ უკრაინის ადგილობრივი აქტივების შემსყიდველებმა შესაძლოა ვერ გაყიდონ საკუთარი აქტივები, თუკი გლობალური რისკის შეგრძნება შემცირდება. თუნდაც მათ იპოვონ მყიდველი ობლიგაციებისთვის , სავალუტო ბაზრის მერყეობა,  შესაძლოა მათ მომავალ დანაკარგებს მოასწავებდეს რაც გრივნის...

კვიპროსი ბინძურ ფულზე უარს ამბობს

კვიპროსი  ბინძურ ფულზე უარს ამბობს
access_time2019-11-22 19:30:21
ოფიციალური სტატისტიკით, კვიპროსის დედაქალაქ ლიმასოლში, რომლის მოსახლეობაც 100 000 ადამიანს შეადგენს, ჯერ კიდევ 2012 წელს 4500-ზე მეტი რუსი ცხოვრობდა, ხოლო ექსპერტების შეფასებით, დღეს, 2019 წელს, რუსები ლიმასოლის მოსახლეობის 8-11%-ს შეადგენენ. მათ იქ იზიდავს თბილი კლიმატი, ზღვა, გემრიელი სამზარეულო და მარტივი საიმიგრაციო სისტემა - 300 000 ევროს ღირებულების უძრავი...

ბელგიაში, ქურდობაზე დაკავებული ქართველი, სასამართლომ გამოუშვა, ჯანდაცვის სამინისტროს კი მისი შვილის მკურნალობა დაავალა

ბელგიაში, ქურდობაზე დაკავებული ქართველი, სასამართლომ გამოუშვა, ჯანდაცვის სამინისტროს კი მისი შვილის მკურნალობა დაავალა
access_time2019-11-22 16:30:08
სასამართლო პროცესის შესახებ ბელგიაში, ქართველი ემიგრანტი, “ემიგრანტთა სახლის” ხელმძღვანელი ანა ბალამწარაშვილი ინფორმაციას  სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ ავრცელებს.   „დღეს სასამართლო პროცესზე ბელგიის სამეფოში, ტონგერენში ბრალდებული ქართველია, 45 წლის თმაშევერცხლილი მამაკაცი. მოსამართლე: -ბატონო მირზა, რატომ ჩამოხვედით ბელგიაში, ვინ ხართ და რა გინდათ? რატომ მოიპარეთ ბოთლები და სიგარეტები? ასე ხომ ციხეში...

კობა გვენეტაძე მთავრობის და ბიზნესის კრიტიკას პასუხობს

კობა გვენეტაძე მთავრობის და ბიზნესის კრიტიკას პასუხობს
access_time2019-11-22 14:58:24
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ გვენეტაძემ ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკას “ მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკის პასუხად განუცხადა. გვენეტაძის თქმით, ის თანამდებობიდან გამომდინარე არ აპირებს პოლიტიკური შინაარსის ბრალდებებს უპასუხოს და აცხადებს, რომ ლარის სტაბილურობას ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: მათ შორის საგარეო შოკები და მოლოდინები, პროცესებზე პასუხისმგებელი...


მსგავსი სიახლეები

up