პროექტის - #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ 6 უნივერსიტეტისთვის ლეპტოპები შეიძინა

პროექტის - #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ 6 უნივერსიტეტისთვის ლეპტოპები შეიძინა

access_time2020-03-26 13:15:54

პროექტის - #თიბისიშენთვის ფარგლებში კომპანიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის ლეპტოპები შეიძინა. პირველ ეტაპზე, ლეპტოპები თიბისის პარტნიორ სასწავლებლებს - თავისუფალ, კავკასიის, ევროპის, ქართულ-ამერიკულ და შავი ზღვის უნივერსიტეტებს, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) გადაეცემათ. სწავლის დასრულებამდე აღნიშნული ტექნიკით სულ 161 სტუდენტი ისარგებლებს.


ამ ინიციატივისთვის ის სტუდენტები შეირჩნენ, რომელთა ოჯახებიც, ოფიციალური მონაცემებით, პერსონალურ კომპიუტერს არ ფლობენ და რომელთა სასწავლო პროცესი ამ მიზეზის გამო შეფერხების წინაშე დადგა. შერჩეული ახალგაზრდების უმრავლესობა, უნივერსიტეტის დაფინანსებით და საგრანტო პროგრამით სწავლობს და წარმატებული სტუდენტია.


„კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რომ დისტანციურად სწავლის გაგრძელებისა და განათლების მიღების შესაძლებლობა ყველა სტუდენტს შეუფერხებლად მიეცეს. აღნიშნული ინიციატივა არ იქნება ერთჯერადი ხასიათის. პირველ ეტაპზე კი თიბისის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტების საჭიროებები დავაკმაყოფილეთ. - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.



პროგრამა - „თიბისი შენთვის საქართველოს მოსახლეობის მხარადსაჭერად შეიქმნა და ის COVID-19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად თიბისის ინიცირებულ სხვადასხვა პროექტს და პარტნიორებთან კოლაბორაციებს გააერთიანებს.


მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: 2 მილიონი ლარი სოციალური დახმარების ინიციატივებისთვის გამოიყოფა, სადაც აქცენტი გაკეთდება დისტანციური განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე; 3 მილიონ ლარზე მეტი კი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში მომხმარებლების საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლად, როგორც ფიზიკური პირების, ისე ბიზნესებისთვის.


(R)


თეგები:
თიბისი



„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up