პროექტის "სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებულებთან კონტრაქტების გაფორმება სექტემბერში დაიწყება

პროექტის "სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებულებთან კონტრაქტების გაფორმება სექტემბერში დაიწყება

person access_time2016-07-28 10:10:09

სახელმწიფო პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" მეორე ეტაპი,  რამდენიმე თვეში დაიწყება. როგორც „საპარტნიორო ფონდის" სტარტაპის დირექტორი ვაჟა მენაბდე „კომერსანტთან" აცხადებს, განაცხადების მიღება პირველი ეტაპის ფარგლებში დაახლოებით ერთი თვეა დაწყებულია და ამ პერიოდმა აჩვენა, რომ ინტერესი მაღალია. მისივე თქმით, ბიზნეს იდეების მიღება ორი მიმართულებით, ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების კუთხით ხდება. ინოვაციების ნაწილში , რომელსაც საპარტნიორო ფონდი ხელმძღვანელობს, 160- მდე განაცხადია. მაღალი ტექნოლოგიების კუთხით კი 146 განაცხადი.


ვაჟა მენაბდე ამბობს, რომ განაცხადები ყველა სფეროდან და ყველა ასკობრივი ჯგუფიდან შედის და შეზღუდვა არ არის. „ბევრი საინტერესო განაცხადია სხვადასხვა დარგიდან, ჩვენთვის მთავარია ინოვაციის ელემენტი იყოს, აქტიურობენ რეგიონებიც – იმერეთი, სამეგრელო. განცხადებები არის ქიმიური ელემენტების წარმოების, ტელეკომუნიკაციის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ძვირფასი ლითონების და ენერგეტიკის კუთხით" – განმარტავს მენაბდე. მისივე თქმით,  აგვისტოს ბოლომდე განაცხადების გადარჩევა მოხდება, თითოეულ პროექტს კომპეტენტური ჟიური შეარჩევს და გამარჯვებულებთან კონტრაქტების გაფორმება სექტმებერში დაიწყება.


სტარტაპის დირექტორი ამბობს, რომ პროექტის ჯამური ბიუჯეტი 11 მილიონია, საიდანაც ინოვაციებისთვის 10 მილიონია განკუთვნილი. გამარჯვებულთან ერთად მოხდება ერთობლივი საწარმოს დაფუძნება. „საპარტნიორო ფონდი" იქნება პარტნიორი, თუმცა არ ექნება ნახევარზე მეტის კონტროლის უფლება , გამარჯვებულს დროთა განმავლობაში ექნება წილის გამოსყიდვის უფლება.


თითოეული პროექტისთვის მაქსიმუმი დაფინანსება 100 ათასი ლარია. თუმცა მეწარმეს შეუძლია სხვა წყაროდანაც მიიზიდოს თანხა.



ვაჟა მენაბდე დასძენს, რომ ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ პროექტის მეორე ეტაპი,  რამდენიმე თვეში გამოცხადდება.


ახალი სახელმწიფო პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" პრეზენტაცია  პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწყო. მისი თქმით, ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ახალგაზრდებს, დამწყებ ბიზნესმენებს უნდა ჰქონდეთ. მისივე განცხადებით, ბიზნეს იდეა უნდა იყოს სიახლეზე ორიენტირებული და შესაძლოა მათ სრულიად არ ჰქონდეთ კაპიტალი, რომლითაც შეიძლება დაიწყონ ეს ბიზნესი.


პროგრამისთვის საწყის ეტაპზე გამოიყოფა 11 მილიონი ლარი, ხოლო შემდგომ 35 მილიონ ლარამდე არის გათვალისწინებული პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა. პროექტის კოორდინატორები „საპარტნიორო ფონდი" და „ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო" არიან.



 




გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის

გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი  იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის
access_time2019-05-26 17:00:55
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის, - ამის შესახებ შს...

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე
access_time2019-05-26 20:00:03
  მთელს ევროპაში შეიმჩნევა ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის პოპულარობის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ანტიპატიით მიგრანტებისადმი, და თვითმყოფადობის დაკარგვის შიშით.   ამ იდეოლოგიის მომხრეებს სურთ ევროპის გადაქცევა  ჩაკეტილ და აუღებელ ციხე-სიმაგრედ, რომელიც შეაკავებს მიგრანტების შეუჩერებელ ნაკადს.   მათ არ  სურთ იმის გაცნობიერება, რომ მათი პირადი ბედი დამოკიდებულია ზუსტად იმ ადამიანებზე, ვინც იმყოფება ამ ვირტუალური კედლის მიღმა....

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე
access_time2019-05-26 16:00:44
რადიო კომერსანტზე, გადაცემაში „პროფესიონალები“, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ბაზრის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, გიორგი ლომინაძემ საქართველოში შრომის ბაზარზე დერეგულაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ადამიანები უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ შექმნან დოვლათი. საქართველოში კი ადამიანები მუშაობის პროცესში დოვლათს ანადგურენებ, ამიტომაც   ყველა ვღატაკდებით.სტატისტიკის თაყვანისმცემელი არ ვარ, ის არ ასახავს რეალობას, არა იმიტომ,რომ  მაგალითად, დასამებულის...

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“
access_time2019-05-26 10:00:32
„სადაზღვევო  ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა კონკურენცია. დაზღვევა ყოველთვის ასოცირდებოდა ფინანსურ სექტორთან, ის არ ერევა სამედიცისო სერვისებში და არც ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციაა. იგი რისკების მართვის ფინანსური ინსტიტუტია,რომელსაც შეუძლია ბევრი სიკეთე მოიტანოს ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამ ინსტიტუტს შეუძლია, შექმნას სამუშაო ადგილები, შესთავაზოს სხვადასხვა სიახლეები სერვისში, და თან, იყო დაზღვევის რისკების მართვის ეფექტური ინსტრუმენტი,” - განაცხადა პსპ დაზღვევის“...

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში
access_time2019-05-26 14:00:32
საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსის პროექტშია...


მსგავსი სიახლეები

up