„პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი აქტივობაა“ - რა რაოდენობის სუბსიდირებული იპოთეკური სესხი გაიცა

„პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი აქტივობაა“ - რა რაოდენობის სუბსიდირებული იპოთეკური სესხი გაიცა

access_time2020-09-24 19:00:00

„პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი აქტივობაა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ სუბსიდირებული იპოთეკური სესხების კომენტირებისას განაცხადა.



მისი თქმით, 21 აგვისტოს მდგომარეობით, პროექტის ფარგლებში, ჯამში 3 000-მდე სესხი გაიცა. საუბარია, დაახლოებით, 280 მლნ ლარზე.



„იპოთეკური სესხები სუბსიდირების ქვეშ გაცემულია უკვე 3 000-მდე სესხი. დაახლოებით, საუბარია 280 მლნ ლარზე. აქედან 20% არის როგორც სუბსიდირებაში, ისე საკრედიტო საგანატიო სქემაში.



ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი აქტივობაა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად მეორე ტალღის ნიშნებიც არის.



ეს არის 21 აგვისტოს დაზუტებული მონაცემები. თუმცა, ახლაც აქტიურად მიდის განაცხადების მიღება და სესხების დამტკიცების პროცესი. 3 000-მდე სესხი არის ის მონაცემი, რომელმაც უკვე გაიარა ვერიფიკაცია სუბსიდირებაზე“,-განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა.




რაც შეეხება ბანკებს, რომლებმაც სესხები გასცა, როგორც ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, ამ დროისთვის უკვე 10 ბანკია ჩართული, სადაც გაცემული სესხების რაოდენობით „საქართველოს ბანკი“ ლიდერობს.



„უკვე 10 ბანკი გასცემს აღნიშნულ სესხებს. თავიდან იყო - 7. ეს ბანკებია: „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ვითბი ბანკი“, „ბაზისბანკი“, „ტერაბანკი“, „პროკრედით ბანკი“, „კრედო“, „ხალიკ ბანკი“ და „იშბანკი“. დღეის მდგომარეობით, პროექტში გაცემული სესხებით „საქართველოს ბანკი“ ლიდერობს“,-აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.



შეგახსენებთ, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა მთავრობამ 2020 წლის მაისში წარადგინა. კომერციულმა ბანკებმა კი სახელმწიფო პროგრამით სესხების გაცემა ივლისიდან დაიწყეს.



პროგრამის მიხედვით, სახელმწიფო ასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:



სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
სუბსიდიის ხანგრძლივობა სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5%-ს (განაახლებს თუ ასცდა);
სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
სუბსიდირება ეხება მხოლოდ იმ იპოთეკურ სესხებს, რომლებიც პროგრამის ამოქმედებიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაიცემა, თანაც მხოლოდ ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
ბიუჯეტი - 70 მლნ ლარი.



სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას:


სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20%-ის ოდენობით;
გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
გარანტია ვრცელდება 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში გაცემულ სესხზე;
გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.
ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.


BPN.GE 








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up