პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს

access_time2019-07-15 15:30:22


„სიმართლე გითხრათ, თქვენგან გავიგე მორიგი რეგულაციის შესახებ. თავად ცვლილება შეიძლება სწორიც იყოს, რადგან პირობითად, 5-სართულიან პროექტს კიდევ 2 სართულს რომ ამატებს, მშენებლობის პროცედურის თავიდან დაწყება სამართლიანია. პრობლემა აქ სხვა რამეშია და ეს ბევრად მტკივნეული თემაა - რეგულაციებს რეგულაციებზე აცხობენ და ახალს ისე გამოგიცხობენ, რომ აზრზე არ ხარ. შენ კი უნდ ადგე და ყველაფერს მოერგო. ბიზნესისთვის ასე მარტივი არაა ეს ამბავი“,- აცხადებს “კომერსანტთან“ საუბარში დეველოპერული კომპანია „GDG+“-ის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე.


როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ სამშენებლო რეგულაციებს კიდევ ერთი ცვლილება დაემატა: კერძოდ, სამშენებლო დოკუმენტის იმგვარი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებული ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20%-ზე მეტად ან ამ ობიექტის ფუნქციის შეცვლას, დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურა დაწყებული უნდა იქნეს თავიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ ბრძანებას პრემიერმა უკვე მოაწერა ხელი. 


ასევე, განაშენიანების ფართობის ცვლილების შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის უფლებრივი ზონირების ცვლილებით დამკვეთს წაერთმევა შესაძლებლობა, ზონის ცვლილებამდე დადგენილი ან კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული პარამეტრები აითვისოს მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურის თავიდან დაწყების გზით.



მნიშვნელოვანია აღიმნიშნოს, რომ  დეველოპერებმა სიახლის შესახებ ჩვენგან გაიგეს. 




დეველოპერული კომპანია „GDG+“-ის დამფუძნებელის განცხადებით,  ნებისმიერი პროექტის თუ გეგმა წინასწარ განისაზღვრება, ზუსტდება ყველა დეტალი, წინასწარი შეთანხმებაც აუცილებელია, რადგან სხვა შემთხვევაში ხარჯიც ორმაგდება და რესურსიც.


„მაგალითად, ახლა ხუთ პროექტს ვასრულებ, მაგრამ მერე რა გავაკეთო აღარ ვიცი,  რადგან რაიმის წამოწყების პროცესში იმდენი „სიახლე“ შეგვხდება, ვეღარ არგებ შენს პროექტს ამ ცვლილებებს. პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი და ისეთი რეგულაციებია ფიზიკურად ვერ გაძვრები. აკვირდებით რა სისწრაფით გამოდის რეგულაციები?!- წელიწადში 100-ჯერ ცვლილების შეტანა ნორმალურია?!. რატომ ხდება ასე ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ აქ სასაუბრო თემა არაა ეს“.


კითხვაზე რას ან ვის გულისხმობს მიზეზებში, როგორც დეველოპერი ამბობს, ყველაფერი ისედაც ცხადია და დაკვირვებული თვალი ადვილად გააანალიზებს რეალობას:


„ყველამ ისედაც ვიცით, რატომ ხდება ეს ყველაფერი და ამიტომაცაა ხალხი ასეთი გაბრაზებული და გაცეცხლებული. აბა დააკვირდით და დაითვალეთ, ბოლო პერიოდში ვინ აიღო ნებართვა, ვინ ვერა... კონკრეტულად სუბიექტმა რამდენი ნებართვა აიღო და ა.შ. - ეს ანალიზი პასუხს გასცემს რატომ შემოაქვთ ასეთი სისწრაფით რეგულაციები. საბოლოოდ კი მივალთ იქამდე, რომ ხალხი საერთოდ აღარ დარჩება ამ ქვეყანაში და მთავრობა დარჩება მარტო. აკეთონ და შემოიღონ მერე კანონები“,- განმარტავს ბეჟან წაქაძე.


წაქაძის მოსაზრებას ეთანხმება მენაშენთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილიც. აღსანიშნავია, რომ მანაც „კომერსანტისგან“ გაიგო ახალი ცვლილების შესახებ და როგორც ამბობს, ბევრად უპრიანი რეგულაციის პროექტებზე ინდივიდუალურად მორგება იქნებოდა. რაც შეეხება ცვლილებების სისწრაფეს, დარწმუნებულია, რომ ეს ბიზნესს მკვეთრად დააზარალებს.


„არ ვიცოდი ამ სიახლის შესახებ, ამიტომ რთულია შეფასება. ერთი მხრივ სამშენებლო ნებართვებში რომ რაღაც იცვლება, იდეაში ვეთანხები, მაგრამ ძალიან ჩქარ-ჩქარა ხდება ეს ყველაფერი. ადრეც ვთქვი და ახლაც იმავეს გავიმეორებ - ავადმყოფს ექიმი რომ წამალს დაუნიშნავს  და ისიც დღეში ერთ აბს დალევს,  ეს პრობლემაა არაა. თუმცა მალე მორჩენის მიზნით,  ერთი თვის წამალი ერთ დღეში რომ დაალევინოო, პაციენტი მოკვდება. ასეა ჩვენს სფეროშიც. ზოგადად რეგულაცია იწვეს პარამეტრების შეცვლას, პროექტის გადაკეთებას, ფინანსებს და დროს უკავშირდება. ამიტომ ეტაპრობივი უნდა იყოს ყველა ეს პროცესი, არა ასე სწრაფად და ნაჩქარევად“.


ირაკლი როსტომაშვილს კითხვები აქვს თავად ცვლილებაშიც:


„ყველა პროექტი ტიპიური არ არის. შეიძლება მშენებლობაში 5 %-იანმა ცვლილებამ დააყენოს თავდაყირა ყველაფერი. მაგალითად, კაიროს ქუჩაზე რომ რაღაც ობიექტია და უცებ, შეიცვალოს 30 %-ით შესაძლოა არც არაფერი მოხდეს, მარამ რუსთაველზე 3%-იანმა ცვლილებაც კი  საერთოდ ამოატრიალოს  ყველაფერი.  ესე იგი, ინდივიდუალურად უნდა იყოს ეს ახალი ცვლილება პროექტს მორგებული, მაგალითად ძველ თბილისში ოდნავ სხგვავარად დავაწესებდი რეგულაციებს“...




სალომე ლემონჯავა





კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო
access_time2019-12-13 16:33:47
ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. კობა გვენეტაძემ მაღალი ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე...

შეხვდი დღესასწაულებს განსაკუთრებულად და დაზოგე გონივრულად

შეხვდი დღესასწაულებს განსაკუთრებულად  და  დაზოგე გონივრულად
access_time2019-12-13 16:30:34
ახალი წელი hotsel.ge-ზე ! ახალ წელს ისე არაფერი უხდება, როგორც სადღესასწაულო ფუსფუსი, ნობათისა თუ საჩუქრების შეძენა, განსაკუთრებით გვახარებს საჩუქრების შერჩევისა და საახალწლო დეკორაციების შეძენა, რომ ჩვენი სახლი და ნაძვის...

კინოთეატრ „აპოლოს” რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა

კინოთეატრ „აპოლოს”  რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა
access_time2019-12-13 15:30:31
 კინოთეატრ „აპოლოს“ ფასადი რამდენიმე დღის წინ  ჩამოინგრა,  „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაშია  ისტორიული შენობა-ნაგებობა და  გიორგი გეგელიას დაუკავშირდა, რომელიც  კინოთეატრ  „აპოლოს“ 100%-იანი წილის  მფლობელია და კომპანია „კონფიდენს გრუპის“ ხელმძღვანელია.  როგორც გეგელია  აღნიშნავს,  შენობის ფასადი  სიცოცხლისთვის საშიში არ არის, რადგან  დაზიანებული ფასადის დემონტაჟი...

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა
access_time2019-12-13 13:17:09
„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა.აღნიშნულის შესახებ რეესტრში მონაცემები უკვე აისახა. კერძოდ, სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი - „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვის“ გადაწყვეტილებით, საბჭოს დატოვებს დავით შონია. როგორც რეესტრშია მითითებული, შონიამ წასვლის შესახებ კომპანიას თავად მიმართა. შეგახსენებთ, რომ დავით შონია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს....

WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას

WIZZ AIR აანონსებს WIZZ AIR ABU DHABI-ს დაარსების სამომავლო გეგმას
access_time2019-12-13 09:10:25
Wizz Air-მა, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრულმა და წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, დღეს დააანონსა, რომ აბუ-დაბის დეველოპმენტ ჰოლდინდგის კომპანია PJSC (“ADDH”)-თან პარტნიორობით დაარსდება Wizz Air  Abu Dhabi, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ახლადშექმნილი ავიკომპანია იქნება Wizz Air-ის პირველი ავიახაზი ევორპის...


მსგავსი სიახლეები

up