,ბათუმის ახალი სიცოცხლე“-პროექტის , განხორციელება იწყება

,ბათუმის ახალი სიცოცხლე“-პროექტის , განხორციელება იწყება

access_time2019-10-08 18:50:08

ქალაქ ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა, ,KfW- ს დაფინანსებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის - ,,ბათუმის ახალი სიცოცხლე“ განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „შ.პ.ს ბათუმის წყალიდან“ აცნობეს.

 

მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება და განვითარება. ჩაქვის წყალმომარაგების ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. მეჯინისწყლის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის გაფართოება. წყალმომარაგების 5 000 კუბ.მ. რეზერვუარის მშენებლობა ინჯალოსთან არსებული რეზერვუარების მიმდებარედ. წყალარინების ქსელის მოწყობა ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, მეჯინისწყლის, დაბა ხელვაჩაურის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლებებში.

 

სამუშაოების ბიუჯეტი 60 მილიონ ევროს შეადგენს და პროექტი 2020-2025 წწ პერიოდში განხორციელდება.


 

,,მინდა მივულოცო ჩემს ქალაქს, განსაკუთრებით კი, ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, მეჯინისწყლის, დაბა ხელვაჩაურის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს. დღეს ხელი მოეწერა ისტორიულ პროექტს, რომლის ღირებულება 200 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში შემოერთებულ ტერიტორიებზე სრულად მოეწყობა წყლისა და წყალარინების სისტემები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დანაპირები - შემოერთებული ტერიტორიების სწრაფი ურბანიზაცია, რომელსაც დღეს ხორცი შეესხა. მინდა მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო საქართველოსა და აჭარის მთავრობას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესა და „KfW“ ბანკს,“ - განაცხადა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა კომახიძემ.

 

bpn.ge





რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up