პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დღეს ორი ახალი პროექტი დამტკიცდება

პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დღეს ორი ახალი პროექტი დამტკიცდება

person access_time2016-07-13 09:53:53

სახელმწიფო პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დღეს ორი ახალი პროექტი დამტკიცდება. როგორც მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საუბარია ამბროლაურში წყლის ჩამომსხმელი კომპანიის შექმნაზე და დიდი ლილოს დასახლებაში მინა-პლასტიკის ნაკეთობების ახალი საწარმოს შესახებ. ორივე საწარმოში ჯამში 100 ახალი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას. 

 

„კიდევ ერთი ახალი საწარმო შეემატება დამტკიცებული საწარმოების ნუსხას. ეს არის შპს „იწისწყალი“, რომელიც ამბროლაურში ითვალისწინებს ახალი წყლის ჩამომსხმელი კომპანიის შექმნას მინიმუმ 233 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 30 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. დამეთანხმებით, რომ რაჭაში თითოეული ახალი სამუშაო ადგილი არის მნიშვნელოვანი მოსახლეობის დამაგრებისთვის. ასევე 70 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება მინა-პლასტიკის ნაკეთობების ახალ საწარმოში, რომელიც თბილისში დიდი ლილოს დასახლებაში ამოქმედდება და ამისთვის შპს „კონსტრაქტენ ვიჟენს“ სახელმწიფოსგან გადაეცემა ქონება - მიწა და ძველი საწარმოო ნაგებობები, სადაც ის განახორციელებს მინიმუმ 700 ათასი ლარის ინვესტიციას. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საინვესტიციო პირობებში არის ის, რომ 20-მდე ყოფილ მსჯავრდებულს დაასაქმებს საწარმო. კომპანიამ თვითონ გამოთქვა ინიციატივა ამის შესახებ, რაც ძალიან მისასალმებელია“,- აღნიშნა პრემიერმა.


 



ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up