პროექტის „500 ქალი ტექნოლოგიებში“ ფარგლებში თიბისი კარიერულ ბუთქემფში ჩაერთო

პროექტის „500 ქალი ტექნოლოგიებში“ ფარგლებში თიბისი კარიერულ ბუთქემფში ჩაერთო

access_time2022-07-07 15:45:00

30 ივნისს თიბისის ინიციატივით პროექტ „500 ქალი ტექნოლოგიების“ მონაწილეებისთვის კარიერული ბუთქემფი ჩატარდა. შეხვედრას თიბისის IT აკადემიის კოორდინატორი, ზურაბ პერტაია და IT ტალანტების მართვის მენეჯერი ირინე მაჭავარიანი უძღვებოდნენ. შეხვედრაზე მათ პროექტის მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია თიბისიში დასაქმებაზე, შიდა პროცედურებებზე და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე. მათ ასევე განიხილეს IT აკადემიის პროგრამები, კურსებზე მიღების წინაპირობები, დასაქმების და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები.


პროექტი „500 ქალი ტექნოლოგიებში“ 2022 წლის თებერვლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU), გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, თიბისისთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დაიწყო. პროექტის დახმარებით გოგოები და ქალები მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე გადიან გადამზადებას ყველაზე მოთხოვნად, მაღალანაზღაურებად და კონკურენტულ სპეციალობებში როგორებიცაა: Front-End დეველოპმენტი, Back-End დეველოპმენტი, UI/UX დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი, ციფრული პროდუქტების ტესტირება და სხვა. მონაწილეები ასევე გადიან ინგლისური ენის ინტენსიურ კურსებს. გარდა ამისა, პროექტი მონაწილეებს ინდივიდუალურ მენტორებთან მუშაობასაც სთავაზობს, რაც ქალებს კარიერულ წინსვლასა და დასაქმებაში უწყობს ხელს.


პროექტის ფარგლებში ჩატარებული კარიერული ბუთქემფი მონაწილეებს ტექნოლოგიურ სფეროში სამუშაოს პოვნისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაძლიერებაში ეხმარება. ბუთქემფს პროექტის 35 მონაწილე ესწრებოდა. როგორც ზურაბ პერტაია აღნიშნავს, საათნახევრიანი შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო და მონაწილეებმა თიბისის, როგორც დამსაქმებლისა და ტექნოლოგიური კომპანიის შესახებ არაერთი საკითხი მიმოიხილეს.


გარდა კარიერული ბუთქემფისა, თიბისიმ და პროექტის სხვა პარტნიორმა კომპანიებმა მიმართულებების მიხედვით, ბენეფიციარებისთვის მოამზადეს ტექ დავალებები, რომლის შესასრულებლად ბენეფიციარებს ქონდათ 4 კვირა.



„500 ქალი ტექნოლოგიებში“ სამ ეტაპად, 2023 წლის აპრილამდე ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, თიბისისა და BTU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, შედეგად, თიბისი პროგრამის გამორჩეულ მონაწილეებს თიბისის IT აკადემიაში გადაამზადებს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, თიბისი კურსდამთავრებულებს დაასაქმებს და მათ შემდგომ კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს.


თიბისის IT აკადემიაში ქალებს შესაძლებლობა ეძლევათ, IT მიმართულებით გაიღრმავონ ცოდნა და დასაქმდნენ თიბისიში. ეს საგანმანათლებლო პლატფორმა თიბისიმ 2019 წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. აკადემიის მიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. 2019 წლიდან დღემდე, თიბისი IT აკადემიაში უკვე 640-მა ახალგაზრდამ გაიარა სხვადასხვა კურსი, წარმატებული 220 სტუდენტი კი თიბისიში დასაქმდა.


NS




თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up