პროექტი  - „საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება“  დღეს ოფიციალურად დაიხურა

პროექტი - „საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება“ დღეს ოფიციალურად დაიხურა

access_time2019-12-10 17:28:56

10 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CDA) და ჩეხეთის საბაჟო უწყების მხრდაჭერით განხორციელებული პროექტის - „საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობის და ხარისხის გაუმჯობესება“ დახურვის ცერემონია გაიმართა.


შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ჩეხეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებას, ასევე ესწრებოდა ბატონი იერი პრეცლიკი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე საქართველოში. დასრულებისას ქართველმა და ჩეხმა კოლეგებმა ორწლიანი პროექტით მიღებული შედეგები შეაჯამეს.


აღნიშნულ ღონისძიებაზე, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ უწყების სახელით, ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მჭიდრო მხარდაჭერისთვის, მადლობის სიგელები გადასცა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CDA).


,,მსურს გულითადი მადლობა გადავუხადო ჩეხ კოლეგებს განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, მონდომებისა და ყურადღებისთვის რამაც პროექტის წარმატება განაპირობა. მსმენია, რომ გარდა არაჩვეულებრივი კოლეგიალური თანამშრომლობისა პროექტის ყველა მონაწილეს მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რაც ორმაგად დასაფასებელია“,
- აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.


მისი თქმით, საბაჟოს მიმართულებით დაგეგმილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი რეფორმებისა და სიახლეების განხორციელება.



,,მოხარული ვიყავი გამეგო ჩემი თანამშრომლებისგან, რომ ჩეხეთის მთავრობა კვლავ გამოთქვამს მზადყოფნას მხარში დაგვიდგეს სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. მით უფრო, რომ უკვე არსებობს სამმხრივი თანამშრომლობის არაჩვეულებრივი გამოცდილება“, - აღნიშნა ლევან კაკავამ.


აღნიშნული პროექტი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში 2017 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. პროექტის ფარგლებში, კინოლოგიის სამსახურს 9 სამსახურებრივი ძაღლი და სხვადასხვა დანიშნულების საწრთვნელი აღჭურვილობა გადაეცა. ამასთან, ქართულ ენაზე ვრცელი კინოლოგიის სახელმძღვანელო ითარგმნა და სამმა კინოლოგ-ოფიცერმა სასწავლო კურსი ჩეხეთში გაიარა.






„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა
access_time2020-01-28 20:20:26
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც უკვე 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, iPhone-ების წარმოებას აფერხებს.  Bloomberg-ის მონაცემებით,  ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამ Apple-ის საწარმოო ჯაჭვში რღვევები შეიტანა. „ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლის შემთხვევაშიც მიწოდების ჯაჭვი არ გაირღვევა, ამისთვის საკმარისია ნედლეულის, წარმოების, ტესტირებისა და მიწოდების მცირე სერიოზული შეფერხებაც კი“ - განუცხადა Bloomberg-ს ანალიტიკოსმა...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...


მსგავსი სიახლეები

up