პროექტი, რომელიც ავადმყოფისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობაზე კლინიკის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს, პარლამენტიდან გაწვეულია

პროექტი, რომელიც ავადმყოფისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობაზე კლინიკის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს, პარლამენტიდან გაწვეულია

person access_time2017-05-31 13:06:20

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ უკან გაიწვია "სისხლის სამართლის კოდექსში" ინიცირებული ცვლილებები, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობა, იურიდიული პირის ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევასა და ჯარიმებას იწვევს.

 

 

აღნიშნული პროექტი იმ საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს წარმოადგენდა, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებებს კანონით დაკისრებული ვალდებულება ექნებათ, განახორციელონ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ყველა შემთხვევაში, თუკი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა კი, სისხლის სამართლის წესით, სამედიცინო დაწესებულების ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევასა და ჯარიმებას იწვევდა.

 

ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით, "სისხლის სამართლის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები გაწვეულია.


 

ამის მიზეზი ჯანდაცვის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე გამართული დისკუსია და გამოთქმული შენიშვები გახდა იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი პასუხისმგებლობა უნდა ყოფილიყო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობა - საკუთრივ ექიმის, კლინიკის მენეჯმენტის თუ იურიდიული პირის. დაისვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა მოხდეს კლინიკის ლიკვიდაცია ასეთ შემთხვევაში.

 

"სისხლის სამართლის კანონმდებლობა ექიმის პასუხისმგებლობას ისედაც ითვალისწინებს. დისკუსია არის იმის შესახებ, რამდენად თანაზომიერი სანქციაა იურიდიული პირის ლიკვიდაცია. ამასთან დაკავშირებით იყო არგუმენტები და მათი გათვალისწინება შესაძლებელია, რადგან ლიკვიდაცია შესაძლოა ძალიან მკაცრი ზომა იყოს. ჩავთვალეთ, რომ აღნიშნულ საკითხს კიდევ მომზადება სჭირდება და საკანონმდებლო პაკეტის ეს ნაწილი გავიწვიეთ. ამ კუთხით მეტი მუშაობა არის საჭირო, მაგრამ ლიკვიდაციის თემა ალბათ ძალიან მკაცრი იქნებოდა", - განუცხადა "ინტერპერესნიუსს" სოფიო კილაძემ.

 

პროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი და ვანო ზარდიაშვილი.

 

 



გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up