პროექტი „FinExCoop საქართველო“ მცირე კომერციულ მეურნეობებსა და კოოპერატივებს დაეხმარება

პროექტი „FinExCoop საქართველო“ მცირე კომერციულ მეურნეობებსა და კოოპერატივებს დაეხმარება

access_time2020-02-07 13:43:55

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „ფინანსური და საექსტენციო და კოოპერაციული ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) მმართველი კომიტეტის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და ევროკავშირის დელეგაციაში სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერი, ჟორჟ დეუ უძღვებოდნენ.


პროექტი მიზნად ისახავს მცირე კომერციული მეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.


მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. საუბარი შეეხო სამინისტროში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლის შედეგადაც სამინისტროს სისტემაში სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტო (ARDA) შეიქმნა. სააგენტო სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის, ფერმერთა პროფესიული განათლების, ექსტენციის სისტემის გაძლიერების და ფერმერთა რეგისტრაციის მიმართულებებზე იმუშავებს.



მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გამოწვევად რჩება მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების აღრიცხვა, რისთვისაც სამინისტროში მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო შეიქმნა.


FinExCoop პროექტის ხელმძღვანელმა, კრისტოფ კორდონიერმა, პრეზენტაციის სახით, საქართველოში ამ ეტაპისთვის არსებული პროექტის მიღწევები და მომავალი მიზნები წარადგინა, რომელიც საშუალო ფერმერულ მეურნეობებს განვითარებისთვის მძლავრი ბაზის შექმნაში ეხმარება.


შეხვედრის ბოლოს ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის პროექტების უფროსმა ხელმძღვანელმა, ჯანსუ კარატაიმ და სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სააგენტოს (ARDA) დირექტორის მოადგილემ, არჩილ ბუკიამ, პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.


პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (Enpard) ფარგლებში და L Agence Francaise de Developpment (AFD) მიერ. პროექტს ახორციელებს ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლა მერსი ქორფსთან, სოფლის განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და CHambre dAgriculture du Loiret ერთად.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up