პროექტი ახალი გუდაური 2024 წელს დასრულდება - რა ეტაპზეა გუდაურის განვითარების გეგმა

პროექტი ახალი გუდაური 2024 წელს დასრულდება - რა ეტაპზეა გუდაურის განვითარების გეგმა

access_time2020-09-18 13:00:32

პანდემიამ ხელი შეუშალა ახალი გუდაურის განვითარების ტემპს, მაგრამ ვეცდებით, რომ პროექტი დარჩენილ 3-4 წელიწადში მთლიანად დავასრულოთ,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ დეველოპერული კომპანია „რედკოს“ იურისტმა მალხაზ კუნელაურმა განუცხადა.


გუდაურში კომპანია „რედკომ“ მასშტაბური პროექტის „ახალი გუდაურის“ განვითარება 2016 წელს დაიწყო. ზამთრის კურორტის განვითარების გეგმა 500 000 კვ.მ.-ს.  მოიცავს ამ მთლიან ტერიტორიაზე კანადური კომპანია „ეკოზაინის“ მიერ მომზადდა განაშენიანების გეგმა. გეგმა  მოიცავს  ჯამში 26 შენობის მშენებლობას, საიდანაც ნაწილი არის  ე.წ. აპარტოტელი ანუ  აპარტამენტები და არის ასევე ბრენდული სასტუმროები. ერთერთი ასეთი  სასტუმროა 170 ნომრიანი „რედისონი“, რომელიც ამჟამად მშენებლობის პროცესშია.


„26 შენობიდან აშენებული გვაქვს ნახევარი, შესაბამისად ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, რომ ეს პროექტი 2023  , მაქსიმუმ 2024 წლისთვის დაგვესრულებინა.   


გუდაურის  ეს  ლოკაცია მთლიანად  პატარა დასასვენებელი ქალაქი იქნება დასრულებული თავისი  შიდა  გზებით, ინფრასტრუქტურით, საზოგადოებრივი ობიექტებით, კლუბებითა და რესტორნებით.  ნაწილი უკვე დასრულებულია და იქ  უკვე  შიდა ინფრასტრუქტურა, საცურაო  აუზები და რესტორნები და  პირველ  სართულებზე საზოგადოებრივი დანიშნულების  ობიექტები უკვე  ფუნქციონირებს.


არც ერთი პროექტი არ გაჩერებულა,გუდაურში ყველა მიმდინარე პროექტი შეუფერხებლად მიდის.  რაც შეეხება ახალი პროექტების მოცულობებს და  რაოდენობებს,  ერთი დავიწყო თუ  ათი, იმის მიხედვით, გადავწყვეტ   თუ რა მოთხოვნა  იქნება  ბაზარზე,“ - ამბობს „რედკოს“ იურისტი.



როგორ აისახა გუდაურში ბინების გაყიდვებზე პანდემია და „ლოქდაუნი“, „რედკოში“ გვპასუხობენ,  რომ ფაქტობრივად ნულამდე დასული გაყიდვების მაჩვენებელი ეტაპობრივ გამოცოცხლებას იწყებს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ფასები არ შეუცირებია.


იმასთან შედარებით, რაც პანდემიის  პერიოდში იყო, როცა  ყველა  სახლში ვიყავით  გამოკეტილი,  ახლა ამოძრავდა უძრავი ქონების ბაზარი და გამოცოცხლებაც  შეინიშნება.


 გვაქვს აქციები, მაგრამ ფასის  შემცირების  კუთხით რამე ხელშესახები გადაწყვეტილება  არ მიგვიღია და  ახლა  ამას  ვერც გააკეთებ. ჩვენ ვართ  სრულიად გაყიდვებზე დამოკიდებული, ანუ  კაპიტალით  ძალიან მცირე  ნაწილს ვაშენებთ.  ძირითადი  დონორი  არის  გაყიდვები შესაბამისადროდესაც კომპანია  ესე  იზრდება  და  ასეთ  პროექტს აკეთებს  იქ მარჟის ჩამოწევა  შეუძლებელია.   მთავარი  ფაქტორი  რის  გამოც  ამას  ვერ  გააკეთებ არის ის, რომ ბაზარზე  არც ერთი მიმართულებით არაფერი არ  იაფდება, რაც უშუალოდ  ამ  უძრავი  ქონების  შექმნას უზრუნველყოფს,  ანუ მასალები, დასაქმებულების ხელფასები. პლუს ამას, კიდევ  დამატებით ახალი რეგულაციები შემოდის, რომელიც  მასალებს  აძვირებს და  კიდევ გემატება საკანონმდებლო ტვირთი, რომელიც რა თქმა უნდა რომელიც ფასის  შემცირების  შესაძლებლობას   არ მოგცემს,“ -  განმარტავს მალხაზ კუნელაური.


2019 წელს „რედკომ“ სამშენებლო სამუშაოების შესრულება სამშენებლო კომპანია „ანაგს“ გადააბარა, რომელიც, მათი თქმით, პასუხისმგებელია „რადისონ ბლუ გუდაურის“ და სხვა პროექტების მშენებლობასა თუ  ხარისხზე.


მარიამ მორგოშია



თეგები:
რედკო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up