სასტუმროს საინვესტიციო პროექტები, რომლებიც არაბული ქვეყნების ინვესტორებზეა გათვლილი

სასტუმროს საინვესტიციო პროექტები, რომლებიც არაბული ქვეყნების ინვესტორებზეა გათვლილი

access_time2020-02-18 14:05:09

თბილისში ნიაბის ქუჩაზე, სასტუმრო აშენდება. კომპლექსის პროექტი თბილისის მერიასთან უკვე შეთანხმებულია. არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ 4 სართულიანი სასტუმრო კომლექსის დამკვეთი „შპს.ინვესტ გრუპია“.


კომპანიის დირექტორი, მირიან მაჩაიძე „კომერსანტს“ უყვება, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის გასხვისებას გეგმასვს.მისივე, თქმით პროექტის მიმართ ინტერესი სხვადასხვა ქვყნის მოქალაქეებმა უკვე გამოხატეს. კომპანიას გათვლა პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებზე აქვს, თუმცა,  მათი ინტერესის საგანს არაბული ქვეყნების ინვესტორებიც წარმოადგენენ. „შპს ინვესტ გრუპი“ ელიაზე მთაზე კვ.მ პროექტირებას 15 დოლარად აფასებს.

 


 

არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ:

 

 

„საპროექტო შენობა წარმოადგენს 4 მიწისზედა სართულიან კარკასულ ნაგებობას ორი მიწისქვეშა სართულით. არქიტექტურული თვალსაზრისით შენობა დაგეგმარებულია გზის პირიდან მოშორებით, საკადასტრო საზღვრის ბოლოში. შენობა  არის ბლოკის წყობით აშენებული. ფასადის ძირითადი ნაწილი მოპორკეთებული HPL  საფასადე კომპქატ ლამინატის ფილებით,  ხოლო დანარჩენ ნაწილში გვაქს გათვალისწინებული დეკორატიული ლესვა.



საპროექტო შენობა შედგება ორი ბლოკისაგან ( ბლოკი 1და ბლოკი 2) რომელებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილია კონსტრუქციული ნაკერის მეშვეობით;


შენობის -3.20 ; -5.80 ნიშნულზე განლაგებულია ავტოფარეხი, წყლის რეზერვუარის და სახანძრო სატუმბი სადგური, სპორტული ვარჯიშობებისთვის განკუთვნილი ოთახები და საუნები, პერსონალის გასახდელები;  მიწისზედა პირველი სართულიდან მიწისზედა მეოთხე სართულის ჩათვლით დაგეგმილია სასტუმროების განთავსება და მისი ფუნქციონერობისთვის საჭირო სათავსების დაპროექტება. შენობის სახურავზე დაგეგმილია აუზის მოწყობა და სახურავის გამწვანება;




ასევე დაგემემილია შენობის ტერასების გამწვანებული ბაღების მოწყობა, რომელიც შექმის სამეზობლო მიჯნის ზონაში კანომდებლობით გათვალიწინებულ ბარიერს,აღნიშნული ტრასები თავისი ტექნიკული მოწყობიდან გამომდიანრე განთავსდება  იატაკის ნიშნულიდან 0.5 მეტრით მაღლა;


შენობის ღიობებში გათვალისწინებულია ალუმინის  კარ-ფანჯარა. კედლების ხანძარმედეგობის შესაბამისად გათვალისიწნებული ყველა ღიობის ცეცხლედეგობა. სასტუმროს ნომრები ერთმანეთისგან გამიჯნული 1 საათიანი ცეცხლმედეგი კედლებით. შენობიდან გამოსვლა შესაძლებელია მექანიკური განიავებისა და დაწნევის სისტემით აღჭურვილი კიბის მეშვეობით. სახანძრო უსაფრთხოების წესების გათვალისიწინებით შენობის ლიფტიც და დერეფანიც აღჭურვილია ზემოთ  ჩამოთვლილი სისტემებით.


ასევე შენობა აღჭურვილი იქნება გათბობა-ვენტილაციიის ცენტრალური სისტემით და აღნიშნული ტექნიკური მოწყობილობებისთვის გამოყოფილია ადგილი უკანა ეზოში.

 

შენობის ძირითადი სტუქტურული სისტემა წარმოადგენს კარკასულ სტრუქტურას. გაძლიერებული მონოლითური კოჭებით და სვეტებით, სართულშუა გადახურვად და სახურავის ფილად გამოყენებულია ასევე ბეტონის გაძლიერეებული ფილა, შენობის კონსტრუქციის ტიპი მისი სიმაღლის და გაბარიტებიდან სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა ნაგებობის უსაფრთხოების წესების მიხედვით IB ტიპის კონსტრუქციის ტიპს წარმოადგნეს.

 

ტერიტორიას გააჩნია დამოუკიდებელი საავტომობილო შესასვლელი, ასევე სახანძრო მისასვლელი გათვალისწინებული შენობის 1 მხრიდან გზისპირიდან. შენობის უკანა ეზოს უდგება დაურეგისტრირებელი საზოგადოებრივი სივრცე  აღნიშნული გზა უზრუველყოფს სახანძრო უსაფრთხოებას, საჭიროების შემთხვევაში. ტერიტორია კეთილმოეწყობა და გამწვანდება. პროექტის არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილი დამუშავებულია ქვეყანაში არსებული ამშენებლო ნორმების მიხედვით“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.   


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up