„პროექტები, რომელსაც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის წლების განმავლობაში ვახორციელებთ, მნიშვნელოვანი სტიმულია ფერმერებისთვის“

„პროექტები, რომელსაც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის წლების განმავლობაში ვახორციელებთ, მნიშვნელოვანი სტიმულია ფერმერებისთვის“

access_time2022-06-23 11:10:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქვემო ქართლში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით მოსარგებლე ფერმერებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში, ახალგაშენებულ ბაღში იმყოფებოდა.


კომპანიამ „აგრონატურალი“, 2018 წელს, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 4 ჰა-ზე ბლისა და 1 ჰა-ზე ვაშლის ბაღის გაშენებისა და ჭაბურღილის მოწყობისათვის თანადაფინანსება 57,000 ლარი მიიღო. კომპანია სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტითაც. სესხის 11% პროცენტს სოფლის განვითარების სააგენტო ფარავს. ბაღში 8 ადამიანია დასაქმებული.



„პროექტები, რომელსაც ჩვენ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის წლების განმავლობაში ვახორციელებთ, მნიშვნელოვანი სტიმულია ფერმერებისთვის ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისთვის. ფერმერებს, რომლებსაც შევხვდით, სწორედ სახელმწიფო პროექტებმა მისცა სტიმული, რომ ასეთი მასშტაბური ინვესტიცია განეხორციელებინათ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.




მინისტრი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისშიც იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი ფერმა დაათვალიერა.



გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, მესაქონლეობის ფერმა 2016 წელს ამოქმედდა. კომპანიამ „ნიბა 2008“ მესაქონლეობის ფერმის მოსაწყობად 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია 2016 წლიდან სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით, სესხის 11%-ს სოფლის განვითარების სააგენტო ფარავს.


ფერმაში, სადაც დღიურად 2 ტონა რძე იწარმოება, 6 ადამიანია დასაქმებული. მესაქონლეობის ფერმა ნედლეულით რძის გადამამუშავებელ ადგილობრივ საწარმოს ამარაგებს.



როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ფერმერებთან რეგულარული შეხვედრები იმართება მათი საჭიროებების გასაცნობად; აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით ხდება სწორედ სახელმწიფო პროექტების შემუშავება.








საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამოვრიცხავთ - IMF

საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამოვრიცხავთ - IMF
access_time2022-07-07 18:00:00
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ფონდის ახლო აღმოსავლეთის ხელმძღვანელმა ჯიჰად აზურმა გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ IMF-მა საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი 5.5%-დან 3.2%-მდე შეამცირა, თუმცა ჯიჰად აზური არ გამორიცხავს, რომ ფონდმა...

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2022-07-07 17:30:45
ეროვნული ბანკის მიერ 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.81 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9119 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.96%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8850 იყო. თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.28 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 1.24%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი...

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“
access_time2022-07-07 15:44:18
„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“ — ამ სიტყვებით მიმართა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას. მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის გააკეთა. „ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი...

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს
access_time2022-07-07 15:00:00
2022 წლის იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა. გთავაზობთ Top-3 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა: ბულგარეთი - 67,42 ტონა (195,1 ათასი დოლარი)საფრანგეთი - 14,40 ტონა (80,94...

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა
access_time2022-07-07 12:25:56
არქის დიდი ოჯახის საზეიმო ღონისძიება, მცხეთაში გაიმართა, სადაც სპეციალურად არქელებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და ვახშამი მოეწყო. საღამოს წამყვანი, არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე გახლდათ, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ ზრუნავდა. არქელების პირველ საზეიმო ღონისძიებას  ექვსი საცხვრებელი სახლის მაცხოვრებელი ესწრებოდა.   “არქიში წლებია, რაც სხვადასხვა დღესასწაულს არქელები ერთ დიდ ოჯახად აღვნიშნავთ. დღევანდელი ღონისძიების...


მსგავსი სიახლეები

up