პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში კიდევ ოთხი შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში კიდევ ოთხი შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

access_time2021-11-22 17:20:00

თბილისის განვითარების ფონდი ანტონ კათალიკოსის ქუჩის #30 და #32-ში, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. 



კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული მისამართების გარდა, კიდევ ერთ მისამართზე მიმდინარეობს შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც 2022 წლის ზაფხულზე დასრულდება.



„ანტონ კათალიკოსის N30-სა და N32-ში, ასევე, ერეკლე მეორის N6-ში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდე შენდება სახლი, რადგან რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. მოგვიწია დაშლა და ახლის აშენება. 2022 წლის ზაფხულისთვის ოთხივე სახლი მთლიანად იქნება დასრულებული. დაახლოებით 30 ოჯახი გვყავს დროებით ქირით გაყვანილი და რა თქმა უნდა, აღდგენითი სამუშაოების შედეგად შენობებს დაუბრუნდება პირვანდელი სახე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ავთენტურობას, თითოეულ დეტალს. რა თქმა უნდა, ძველი თბილისის აღმშენებლობა და რეაბილიტაცია მომავალი წლიდან აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.




ამ ეტაპზე კათალიკოსის #30-ში მიმდინარეობს თუნუქის სახურავის და კარ–ფანჯრის მოწყობა, სამღებრო სამუშაოები, შიდა კედლების გალესვა და კაფელ-მეტლახის მოწყობა.



რაც შეეხება ანტონ კათალიკოსის #32–ს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახურავის გადახურვა, სარდაფის კიბის მოწყობა და შიდა კედლების გალესვა. სამუშაოების ფარგლებში უკვე აღდგენილია ფასადი და მოწყობილია კარ–ფანჯარა, ასევე, დაიშალა და ახლიდან მოეწყო აივნის ნაწილი.



ორივე პროექტი ითვალისწინებს შენობა-ნაგებობების სრულ რეაბილიტაცია-რესტავრაციას. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 4 501 000 ლარს.


ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up