პროექტ 30 UNDER 30 -ის გამარჯვებულებს შორის 5 თიბისელია

პროექტ 30 UNDER 30 -ის გამარჯვებულებს შორის 5 თიბისელია

access_time2022-05-16 10:50:31

Forbes Georgia-მ მეოთხედ გამოავლინა პროექტ 30 Under 30-ის გამარჯვებული ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთი გაბედულებით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. ახალგაზრდებს შორის 5 თიბისელია, რომლებმაც გამარჯვება სხვადასხვა ნომინაციაში მოიპოვეს. 

დღეს, სწრაფად ცვალებად და გამოწვევებით სავსე სამყაროში, რომელზეც პანდემიის გავლენა დამანგრეველი ეფექტისაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების მხარდაჭერა.

30 UNDER 30 სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს და მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში მიაღწიეს.

პროექტის ორგანიზატორები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ქართველი ახალგაზრდების მიერ შემოტანილი ასობით აპლიკაციის დამუშავებასა და შეფასებას. Forbes Georgia-მ ამ მიზნის ირგვლივ უკვე მეოთხედ გააერთიანა სფეროს პროფესიონალები და ლიდერები – სწორედ ჟიურის წევრების დახმარებით გამოვარჩიეთ 30 წლამდე ასაკის ის ნოვატორები,  რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და მუდმივად დინების საწინააღმდეგოდ მიდიან, პოზიტიური ცვლილებებისა და დიდი შედეგების იმედით.

წელს მედიისა და მარკეტინგის კატეგორიის აპლიკაციები ქვეყნის წამყვანი ბიზნესმედიების ხელმძღვანელებმა, დამფუძნებლებმა და მარკეტინგის პროფესიონალებმა შეაფასეს. სწორედ მათი დახმარებით გამოვავლინეთ ინდუსტრიის ის ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარე ტრენდებს ეხმიანებიან და საქართველოში შესაფერისი სტანდარტების შექმნაში მონაწილეობენ.

  • სალომე ჯანაშვილი - კია საქართველოსა და მიცუბიში მოტორს ჯორჯიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, CNICK-ის გლობალური მარკეტინგის დირექტორი.
  • მარიამ ცანავა - თიბისი ბანკის მარკეტერი, აფვეის თანადამფუძნებელი და BTU-ს ასისტენტ-პროფესორი
  • ნინა ჭელიძე - View, Inc.-ის ბიზნესგანვითარების მენეჯერი
  • გიორგი ურუშაძე - Factory Berlin-ის არტდირექტორი და მარკეტერი, Tasteit-ის დამფუძნებელი და CEO
  • თამარ ხოსროშვილი - პორშე ცენტრი თბილისის მარკეტინგის ხელმძღვანელი
  • სალომე კუპრაშვილი - Cavea-ს მარკეტინგის დირექტორი

ჟიური: გიორგი ისაკაძე, ოსმან თურანი, გიორგი პოპიაშვილი, მაია მირიჯანაშვილი, შოთა დიღმელაშვილი

კულტურისა და სტილის კატეგორია აერთიანებს მუსიკას, ფერწერას, ლიტერატურას, თეატრს, კინოს, არქიტექტურას, დიზაინს, მოდასა და გართობას. კატეგორიის ჟიურიში წელს გავაერთიანეთ აღნიშნული ინდუსტრიების ის წარმომადგენლები, რომლებიც როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით არიან აღიარებულნი და თავიანთი სფეროს მომავალს ქმნიან - სწორედ მათ შეარჩიეს ახალგაზრდა კოლეგები, ვინც უკვე თუ არა, ძალიან მალე იმავე მასშტაბის წარმატების პოტენციალს წარმოაჩენს.

ჟიური: გურამ გვასალია, ირინა პოპიაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, თამარ კვესიტაძე

Forbes-ის დაჯილდოება წარმოუდგენელია ტექნოლოგიების კატეგორიის გარეშე. ფინტექი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ელექტრონული კომერცია – ამ დარგებში პროგრესი პანდემიის პირობებში უფრო დაჩქარდა და ტექნოლოგიების გავლენა და მნიშვნელობა მეტად წარმოჩნდა.  წელს ამ კატეგორიის გამარჯვებულები წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიებისა თუ პროდუქტების ავტორებმა და სტარტაპეკოსისტემის განვითარების გულმხურვალე მხარდამჭერებმა გამოავლინეს.

ჟიური: ავთანდილ კასრაძე, გვანცა მურღვლიანი, რუსკა ქურდოვანიძე, ვახტანგ ცაბაძე


მეცნიერების როლი საზოგადოებრივ განვითარებაში მუდმივად მზარდია. ისინი ცდილობენ, სამყაროში გაჩენილ ყველა კითხვას უპასუხონ და კაცობრიობას ახალი ცოდნა დაუქვემდებარონ – სწორედ მაღალი სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდების გამოვლენაზე იყო წელს კატეგორიის ჟიური ორიენტირებული.

  • ილია კევლიშვილი - MIT-ის პოსტდოკ-მკვლევარი
  • მარი-ლუიზა კონჯარია - ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორანტ-მკვლევარი
  • სალომე ონიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
  • გვანცა სალუქვაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერი, დოქტორანტი
  • ელენე ფანჩულიძე - აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის კოორდინატორი, ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის
  • დეა გოგიშვილი - ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარი, დოქტორანტი

ჟიური: სოსო ბერიკაშვილი, ნანა დიხამინჯია

ანტრეპრენიორებისა და მეწარმეების კერძო ინიციატივას, ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება. აღნიშნული კატეგორიის გამარჯვებულების გამოვლენა წარმატებულ ქართველ მეწარმეებს, ანტრეპრენიორებსა და გამორჩეულ ბიზნესებს მივანდვეთ.

 

ჟიური: ქრეიგ კრამერი, ვანო ნაკაიძე, მიხეილ ხიდურელი, თამაზ დუნდუა, ნინო ენუქიძე, ლუკა კაპანაძე

Forbes-ის რჩეული ის ახალგაზრდები გახდნენ, ვინც გამოცემის რედაქტორების ყურადღება თავიანთი გენიალურობითა და წარმატებისკენ სწრაფვის დიდი სურვილით მიიპყრო. ამ კატეგორიაში თავმოყრილნი არიან ყველაზე ახალგაზრდა აპლიკანტები.

შეგახსენებთ, რომ 30 Under 30 პროექტის ახალი გამარჯვებულები ფართო საზოგადოებას 11 მაისს, საქართველოში პირველად გამართულ Under 30-ის ახალგაზრდულ სამიტზე წარუდგინეს . სამიტს თიბისი კონცეპტის სივრცე მასპინძლობდა.

 

პროექტის მთავარი პარტნიორი  - თიბისი ბანკი

პროექტის პარტნიორი - Gulf Georgia

პროექტის ორგანიზატორი - კონსიერჟ თბილისი



NS


თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up