პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, იაპონიაში „მაიკროსოფტის“ თანამშრომლებს კვირაში სამ დღეს  ისვენებენ

პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, იაპონიაში „მაიკროსოფტის“ თანამშრომლებს კვირაში სამ დღეს ისვენებენ

access_time2019-11-05 23:00:27

იაპონიაში კორპორაცია „მაიკროსოფტის“ თანამშრომლები კვირაში სამ დღეს ისვენებდნენ. როგორც მაიკროსოფტის იაპონიის ფილიალის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შტატიან თანამშრომლებს დამატებითი დასვენების დღე ერთი თვით დაუნიშნეს და ის ანაზღაურებადი იყო.

 

ტექნოლოგიურ კომპანიაში აცხადებენ, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირა თანამშრომლების პროდუქტიულობას ზრდის.

 

აღნიშნული ზომა კომპანიის 2 280 თანამშრომლიდან 90%-ს შეეხო. ამავე დროს, მათ აუკრძალეს 30 წუთზე მეტი ხანგრძლივობის თათბირის ჩატარება და ყველა საკითხის მესენჯერით გადაწყვეტა მოსთხოვეს.

 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შედეგად, თანამშრომლების პროდუქტიულობა და გაყიდვები დაახლოებით 40%-ით გაიზარდა.

 


„იმუშავეთ ცოტა, კარგად დაისვენეთ და ბევრი ისწავლეთ. ადამიანს სჭირდება გარემო, რომელიც მისცემს საშუალებას, ცხოვრებისეული დანიშნულება იგრძნოს და სამსახურში უკეთეს შედეგს მიაღწიოს. მინდა, რომ თანამშრომლებმა მოინდომონ და 20%-ით ნაკლებ თავისუფალ დროშიც, იგივე შედეგები აჩვენონ“, – განაცხადა „მაიკროსოფტის“ იაპონიის ფილიალის პრეზიდენტმა, ტაკუია ხირანომ.

 

ეს არაორდინალური ფილოსოფიაა იაპონური კორპორაციისთვის. იაპონიაში ტრადიციულად ძალიან ბევრს მუშაობენ და შესაბამისად, სამსახურებრივი სტრესის მაღალი მაჩვენებელია.

 

2017 წლის კვლევის მიხედვით, იაპონური კომპანიების მეოთხედ ნაწილში თანამშრომლები სამსახურში თვიურ ნორმაზე 80 საათით მეტს ატარებენ. საშუალოდ ერთი იაპონელი წელიწადში 1 713 საათს მუშაობს.

 

ამის გამო, „მაკროსოფტის“ მიერ დანერგილმა სიახლემ თანამშრომლების მოწონება დაიმსახურა. ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღების შემდეგ, ოფისში ელექტროენერგიის ხარჯი 23%-ით, ხოლო ქაღალდის 59%-ით შემცირდა.

 

„მაიკროსოფტში“ განაცხადეს, რომ ექსპერიმენტის გამეორებას ზამთარშიც აპირებენ.

 

1tv.ge





საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ  ინფორმაციას არ ადასტურებენ
access_time2019-12-07 20:32:24
საპენსიო სააგენტოში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ლევან სურგულაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას. როგორც კომერსანტს უწყებაში განუცხადეს,  საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს. კურიერის ინფორმაციით, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს. ლევან სურგულაძეს განცხადება გადადგომის შესახებ უკვე დაწერილი აქვს და ოფიციალურად ამის თაობაზე მალე საჯაროდ...

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ
access_time2019-12-07 20:00:18
  აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილია თავისი ანტიმიგრანტული განცხადებებით, თუმცა, როგორც ამბობს მისი ოჯახის 2 ყოფილი მოსამსახურე, ტრამპის სახლში და მისი კომპანიის გოლფ-კლუბებში ძირითადად მუშაობდნენ სწორედ არალეგალი-მიგრანტები,   ერთ-ერთი მათ შორის არის კოსტა-რიკელი  სანდრა დიასი.   ტრამპის სახლში შესვლის წინ მას უნდა დაეცვა რამდენიმე წესი - პირველი რიგში, ის უნდა ყოფილიყო უჩინარი. ტრამპის პირადი მოსამსახურე...

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზე ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...


მსგავსი სიახლეები

up