პროდუქტები „სოფლიდან“ – ქართველი ფერმერებისა და გლეხების ნედლეულით მომარაგებული ონლაინ მაღაზია 2 წლის შემდეგ

პროდუქტები „სოფლიდან“ – ქართველი ფერმერებისა და გლეხების ნედლეულით მომარაგებული ონლაინ მაღაზია 2 წლის შემდეგ

access_time2017-12-31 16:00:55

ნინო მღებრიშვილისა და ნათია ნინიკელაშვილის სტარტაპი, ქართველი გლეხისა თუ ფერმერის მიერ მოყვანილი ნედლეულის მომხმარებლამდე მიტანას, უკვე ორი წელია უზრუნველყოფს. საახალწლოდ, სოფლის პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება და ესეც რომ არა, როგორც სტარტაპ „სოფლიდანის“ 2 წლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, ჯანსაღი ნედლეული წლის ნებისმიერ პერიოდში აქტუალურია. დღეისათვის, ონლაინ მაღაზიის გვერდზე 200-ზე მეტი სახეობის პროდუქტია ხელმისაწვდომი და ასე, ერთი მხრივ, ყველა გლეხს შეუძლია ონლაინ პლატფორმის საკუთარი ნედლეულის სარეალიზაციო არხად გამოყენება, მეორე მხრივ კი, თბილისში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს სოფლიდან ჩამოტანილი, ახალი და ჯანსაღი პროდუქტის მიღება. როგორ განვითარდა სტარტაპი ორი წლის განმავლობაში და როგორია soplidan.ge-ს სამომავლო გეგმები – ამ საკითხებზე მარკეტერს ნათია ნანიკელაშვილი ესაუბრა:


M: რა შეცვალა ფუნქციონირების ორმა წელმა „სოფლიდანში“? რა სიახლეები გაქვთ როგორც პროდუქციის ასორტიმენტის, ასევე სერვისის კუთხით?


ამ დროის განმავლობაში, მოთხოვნა ძალიან გაიზარდა და შესაბამისად, მოგვიწია მეტი მომწოდებლის მოძიება სხვადასხვა რეგიონიდან. ბევრი ახალი ექსკლუზიური პროდუქტი დავამატეთ. ასორტიმენტი შეიცვალა და გაიზარდა. ასევე, გავაახლეთ საიტი, რადგან მომხმარებელს ჰქონდა შენიშვნა, რომ კლიპარტებით უწევდა პროდუქტის შერჩევა, არ ჰქონდა რეალური ფოტოები. ახლა შეცვლილია ეს და საიტი ბევრად მარტივი და მოსახერხებელია. მაქსიმალურად ბევრი ინფორმაციაა განთავსებული მომწოდებლების შესახებ, რათა მომხმარებელმა იცოდეს, ვინ არის მომწოდებელი, საიდანაა პროდუქტი და ენდოს მას. გარდა ამისა, დავხვეწეთ ბრენდინგი, შევცვალეთ შეფუთვები, ბიოდეგრადირებად პარკებზე გადავედით, რომელიც ბუნებისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს. რადგან ვამბობთ, რომ ჯანსაღ და ორგანულ პროდუქტს ვავრცელებთ, გვინდა, მთლიანად ვიყოთ შესაბამისობაში ჩვენს იდეასთან.


M: როგორ რწმუნდებით პროდუქტის სიჯანსაღეში და ძირითადად, რომელი რეგიონებიდან ამარაგებთ თქვენს ონლაინ მაღაზიას?


რამდენიმე რეგიონს მოვიცავთ, გააჩნია პროდუქტს. ძირითადად, კახეთიდან ვმარაგდებით, რადგან ჩვენ თვითონ კახელები ვართ და იქ უფრო გვაქვს კონტაქტები. დასავლეთიდანაც – ღერღილი, თხილი, მჭადის ფქვილი, თაფლი და სხვა პროდუქტები მოგვაქვს. რაჭიდან ლორი და ა.შ. მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც რამე კარგი და გემრიელი გამოჩნდება, მივდივართ და მოგვაქვს, მიუხედავად ტერიტორიული სიშორისა თუ რთული მისადგომობისა. ვცდილობთ, დავრწმუნდეთ, რომ რასაც თვითონ მიირთმევენ გლეხები, იმას გვაძლევენ ჩვენც, მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიურობაში ან უსასუქობაში არ ვართ დარწმუნებული, რადგან სახელმწიფოს მხრიდან ეს ნაკლებად კონტროლირებადია, ვცდილობთ პირადი ურთიერთობის და ხანგრძლივი თანამშრომლობის შედეგად, დავრწმუნდეთ პროდუქტის სიჯანსაღეში.


M: დაინტერესებულ გლეხებს როგორ შუძლიათ დაგიკავშირდნენ და თავიანთი პროდუქცია შემოგთავაზონ სარეალიზაციოდ?


გარდა იმისა, რომ ჩვენ თვითონ ვეძებთ ასეთ ადამიანებს, სოფელში მალე ვრცელდება ხმა და როცა ერთ მომწოდებელთან ვთანამშრომლობთ, მისი მეშვეობით, სხვებიც გვიკავშირდებიან. ასევე, ვთანამშრომლობთ ფერმერთა ასოციაციასა და „ენპარდთან“.



M: როგორია სოფლის პროდუქტებზე მოთხოვნის მაჩვენებელი და მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის რა არხებს იყენებთ?



მიწოდება არის მხოლოდ თბილისში, სხვადასხვა რეგიონს ვაკავშირებთ მომწოდებლების კუთხით. ბევრჯერ გვწერენ, ქუთაისში თუ იქნება თქვენი სერვისი ან ბათუმშიო, თუმცა, ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია და ჩვენს განვითარების სტრატეგიაში არ შედის. მოთხოვნა საკმაოდ დიდია, რასაც გვაფიქრებინებს ისიც, რომ სტაბილურად ვიზრდებით, მეტ ადამიანს უნდა, რომ მიიღოს ეს სერვისი და პროდუქტი. ვაწარმოებთ მუდმივ გამოკითხვებს, გვაქვს ხარვეზები, რომელთა გამოსწორებასაც ისევ და ისევ მომხმარებელთან კომუნიკაციით ვცდილობთ. გვინდა, მეტი გავაკეთოთ და მოვერგოთ მომხმარებელთა საჭიროებებს, თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი 90% კმაყოფილია და ლოიალურ მომხმარებლად რჩება, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ ჩვენი სტარტაპი საჭირო სერვისია, ჩვენი იდეა მუშაობს და იმუშავებს.



M: როგორია თქვენი საახალწლო შეთავაზებები?


გავაკეთეთ საახალწლო კალათა, როგორც ახალი პროდუქტი, რომელიც უმარტივებს მომხმარებელს პროცესს და შუძლია საახალწლოდ საჭირო ნობათი ერთი ხელის მოსმით შეიძინოს. შეთავაზებები გვაქვს იმ პროდუქტების კუთხით, რომლებიც საახალწლოდ აქტუალურია, მაგალითად, რაჭული ლორი, ჩურჩხელები, თაფლი და ა.შ.



M: სტაბილური განვითარების პირობებში, როგორია თქვენი სამომავლო ხედვა?



საიტის განვითარება გვინდა, აპლიკაციის გაკეთებაც. ასევე, იდეაში, გვინდა, გავაკეთოთ საკუთარი წარმოება, სოფლის მეურნეობის კუთხით. წელს ლობიო მოვიყვანეთ ჩვენს პატარა ნაკვეთზე, ჩვენ თვითონ, ყველანაირი სასუქისა და პესტიციდის გარეშე და მალევე დაიტაცა მომხმარებელმა. საკმაო ნდობა აქვთ ჩვენ მიმართ და ვფიქრობთ, რომ ჩავერთოთ იმ პროდუქტის მოყვანაშიც, რასაც გავყიდით. გვინდა, ვცადოთ ამ წელსაც, ჩვენს ნაკვეთზე დავთესოთ სხვადასხვა კულტურა და ჩვენი მეურნეობიდან მოყვანილი პროდუქტები მივაწოდოთ მომხმარებელს. ელექტრონული კომერციის მხრივაც ვცდილობთ, უფრო განვვითარდეთ, გვქონდეს დროული შეთავაზებები და ფასდაკლებები.





marketer.ge





ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა

როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბათუმში - Cushman & Wakefield-ის კვლევა
access_time2020-07-04 10:00:40
მაისში ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 75%-ით შემცირდა - ამის შესხებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში. როგორ კვლევაშია აღნიშნული, COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა ბათუმის საცხოვრებელ ბაზარზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. ამას დაემატა ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება, რაც ბათუმის აპარტამენტების გაყიდვების ყველაზე დიდ შემოსავალს...


მსგავსი სიახლეები

up