2022 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
გთავაზობთ ათი პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
სიმინდის ფქვილი - 85.9%-ით
მარგარინი - 43.8%-ით
შესქელებული რძე - 43.6%-ით
ვაფლი კრემით - 42%-ით
ხორბლის ფქვილი - 41%-ით
მწვანე ლობიო - 40.5%-ით
ნამცხვარი - 38.2%-ით
მანდარინი - 135.1%-ით
მდოგვი - 135%
სულგუნი - 33.6%
ინფორმაციისთვის, გასული წლის სექტემბერში, ყველაზე გაძვირებული პროდუქტები ბადრიჯანი, კიტრი და მზესუმზირის ზეთი იყო.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“