„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“

access_time2019-12-13 17:30:57


მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ. სექტორში კანონმდებლობის დახვეწის საჭიროების საკითხიც ნათელია. პარალელურად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წარმომადგენლებს თვითკმარი სოფლის მეურნეობის შექმნის და იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლების თაობაზე მიუთითებს.


სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მიმართულების, კერძოდ მეფრინველეობის დარგის პრობლემებსა და გამოწვევებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ჩირინას” დამფუძნებელ, რევაზ ვაშაკიძეს ესაუბრა.


– იმპორტირებული ხორცის ხარისხთან დაკავშირებით, მუდმივი მითქმა-მოთქმაა. ბრაზილიური ხორცის კომპანიების სკანდალიც საკმაოდ ხმაურიანი იყო. საქართველოში ფიქსირდება ფაქტები, როცა ხორცის განადგურება საბაჟოზევე ხდება. რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით ქვეყანაში და თქვენ როგორ შეაფასებდით იმპორტირებული ხორცის ხარისხს და შესაბამისი სტრუქტურების მუშაობას უსაფრთხოების თვალსაზრისით?


– სანამ ჩვენ, კომპანია “ჩირინა” ბაზარზე გავიდოდით, დიდი რაოდენობით ხორცპროდუქტები შემოდიოდა უკრაინიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან და იგივე ბრაზილიიდან. შესაბამისად, ჩვენ ბაზარზე მოვახდინეთ მაღალხარისხიანი ხორცის ჩანაცვლება. შედეგად, დიდი რაოდენობით ხორცი უკრაინიდან და ბრაზილიიდან დღეს უკვე აღარ შემოდის და მათი მოცულობა დაახლოებით 30-40 ტონაა. სამაგიეროდ, თურქეთიდან მოხდა ჩ კატეგორიის ქათმების შემოტანა, რომელიც თურქეთსა და ევროკავშირის მაღაზიებში არ იყიდება. ძირითადად, ეს არის გადამამუშავებელი მრეწველობისთვის განკუთვნილი პროდუქცია. შესაბამისად, იქიდან შემოსული ქათამი არის დაბალი ხარისხის და დაბალი ფასის. რადგან ჩვენთან B და C კატეგორიის ცნება არ არსებობს, გაყიდვაც შესაძლებელია. არგუმენტი აქ მოსახლეობაზე დახმარებაა, რომ დაბალი ფასი გადაიხადონ ქათმის ხორცში. თუმცა, ეს ხორცი უვნებელი არ არის და წესით არ უნდა იყიდებოდეს მაღაზიებში. ჩვენ თუ მოვახდენთ კვოტირების შემოღებას, საქართველოში გაცილებით სწრაფად განვითარდება მეფრინველეობის დარგი. საქართველოში ბევრი ადამიანი, ვისაც კვალიფიკაცია და შესაბამისი პირობები აქვს, რომ ქათამი აწარმოოს.


– თქვენ ბრძანეთ, რომ კვოტირების შემოღების შემთხვევაში მეფრინველეობის დარგი გაცილებით სწრაფად განვითარდება. რას გულისხმობს კვოტირების შემოღება და როგორია ამ მხრივ საერთაშორისო პრაქტიკა?



– ფაქტობრივად ყველა ცივილიზებულ, ევროპულ ქვეყნებში, იგივე ამერიკაში, უკრაინასა და რუსეთში რომ შეიტანოთ რაიმე ცხოველური პროდუქტი, მაგალითად, კვერცხი ან ქათამი, მათ აქვთ დაგეგმარებული ამ მხრივ ეკონომიკა და არსებობს გარკვეული კვოტები. დაგეგმარების მიხედვით განსაზღვრებას სჭირდება თუ არა კონკრეტულ ქვეყანას ხორცის იმპორტი, თუ სჭირდება, ამ შემთხვევაში გაიცემა კვოტები. ეს იმიტომ ხდება, რომ ქვეყანაში არ მოხდეს ფასის გაზრდა ადგილობრივი მწარმოებლების მიერ. კვოტირება არამარტო ქათმის ხორცს და კვერცხს შეიძლება შეეხებოდეს, არამედ სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციებსაც. მაგალითად, საქართველო აწარმოებს საკმაო რაოდენობის კვერცხს, რაც საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად. ჩვენ რომ ავწიოთ კვოტები, კვერცხის შემოტანა საჭირო აღარ იქნება. ჩვენ თუ ეს კვოტირება არ გვექნება, მაშინ შემოიტანენ დიდი რაოდენობით კვერცხს, რითაც მიწოდება იზრდება ხელოვნურად და ბაზარზე რეალიზაცია დემპინგური ფასებით ხდება. შედეგად, კვერცხის ადგილობრივი წარმოება შეიძლება საერთოდ დაინგრეს. ასევე ხდება ხორცის წარმოების შემთხვევაშიც. ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნა ცოცხალი ორგანიზმებზე აწესებს კვოტირებას. სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი ტიპის კვოტირებას არ აკეთებენ. მაგალითად, საქართველო არ აწარმოებს იმ რაოდენობის ხორცს, რომ ადგილობრივი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. ამიტომ, უნდა იქნას შემოღებული კვოტირება. ეს საკითხი წინა მთავრობის პირობებშიც დავაყენე. მაშინ მითხრეს, რომ თუ ჩვენ ბრაზილიას ხორცის შემოტანაზე კვოტებს დავუწესებთ, ისინი აფხაზეთს ცნობენო, რაც, ჩემი აზრით, არასწორია. მოქმედმა პრემიერმა დასვა საკითხი სოფლის მეურნეობის განვითარების და თვითკმარი სოფლის პროდუქტების შექმნის თაობაზე, რისი მიღწევაც ამ საკითხების დარეგულირების გარეშე შეუძლებელია. თუ ვინმე ინვესტორი შემოდის მეფრინველეობის დარგში, ის უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ჩაანაცვლებს იმპორტს და იმაზეც, რომ ნაკლები კვოტები გაიყიდება შემოტანაზე. აი მაგალითად, რატომ არ მოჰყავთ საქართველოში ხორბალი? იმიტომ რომ აქაც საჭიროა კვოტები. შედეგად, უკრაინას, რუსეთს აქ შეუძლიათ გაყიდონ თავიანთი ხორბალი შეუზღუდავად, რაც წარმოების განვითარებას ხელს ვერანაირად ვერ შეუწყობს.


– მეფრინველეობის დარგი დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვს. უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რატომ დადგა აღნიშნული ცვლილებების გატარება დარგის მხრიდან დღის წესრიგში და რამდენად ხელისშემშლელი ფაქტორია ის დარგის გამართულად ფუნქციონირებისთვის?


– ამ საკითხს სჭირდება ფუნდამენტურად შეხედვა. საქმე მდგომარეობს იმაში, რომ ევროპულ ქვეყნებში, სადაც მსიყდველუნარიანობა მაღალია, ქათმის პროდუქცია, იგივე კვერცხი, იბეგრება დღგ-თი არა სრულად, არამედ ნაწილობრივ, დაახლოებით 10%-მდე. ჩვენთან 18%-მდე. ჩვენი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაბალია – დღეს ეს რეალობაა. სადღეისოდ კი, მოსახლეობის დიდ ნაწილ უჭირს იმ ქათმის ხორცის შესყიდვა, რომელიც ყველაზე იაფია. დღგ-ისგან გათავისუფლება გამოიწვევს პროდუქციის გაიაფებას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა უფრო იაფად შეძლებს შეიძინოს ქათმის ხორცი და უფრო მეტი ცილა მიიღოს ხორცის სახით. ჩემი აზრით, საჭიროა მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან. გარდა იმისა, რომ ეს ფასებს დაწევას, გამოიწვევს წარმოების გაზრდასაც. ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებების კლასს მიეკუთვნება და მთავრობამ ეს უნდა გააკეთოს. მოქმედი პრემიერის ბიზნესომბუდსმენობის პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა ამ საკითხებზე მსჯელობა, მაგრამ აქ ერთი პრობლემა არსებობს, საქართველო იღებს ძალიან ბევრ ვალს, ხოლო საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები ძალიან უარყოფითად არიან განწყობილნი, როდესაც მთავრობა რომელიმე პროდუქციის გადასახადისგან გათავისუფლების თაობაზე იღებს გადაწყვეტილებას. თუმცა, ეს აუცილებელად გასაკეთებელია.


– ანტიდემპინგურ კანონმდებლობის საჭიროებასთან დაკავშირებით, ადგილობრივი წარმოების წარმომადგენლები ხშირად აპელირებენ. რამდენად დგას მეფრინველეობის დარგში დემპინგური პრობლემები და, ზოგადად, თვლით თუ არა, რომ ამ დარგში აღნიშნული კანონპროექტის მიღება აუცილებელია?


– თუ ჩვენ მოვაწესრიგებთ კანონმდებლობას იმ მიმართულებით, რომ  კატეგორიის ქათამი ქვეყანაში აღარ შემოვა და კვოტებიც იარსებებს, მაშინ მეფრინველეობის დარგს ანტიდემპინგური კანონმდებლობა აღარ დასჭირდება. ფაქტი რა არის, ის პროდუქტები, მაგალითად ბარკლები, რომლებიც დღეს შემოდის, ხარისხით არის უვარგისი. შავი ფერისაა და საჭმელად არ შეიძლება ის ვარგისი იყოს. ეს, ძირითადად სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივაა. თუმცა, იგივე თურქეთიდან შემოტანილი  კატეგორიის ქათამი ისეა დამუშავებული, რომ ვერაფერი უპოვო, მაგრამ ამ ტიპის ქათამი არ შეიძლება ადამიანმა მიიღოს გადამუშავების გარეშე. საჭიროა მისი გადამუშავება, მისგან სოსისის ან ძეხვის დამზადება და მერე მისი მიღება.


– 2019 წელი იწურება. როგორ შეაფასებდით მიმდინარე წლის დასასრულს თქვენი კომპანიის საქმიანობას, რამდენად კმაყოფილი ხართ წლევანდელი საქმიანობით და აქვე, მომავალი წლის გეგმებზეც რომ გვითხრათ.


– ჩვენ 2018 წელს მეფრინველეობის კომპლექსის მშენებლობით ვიყავით დაკავებული, რომელიც 2020 წელს დასრულდება. ახალ კომპლექსში თვიური წარმოება იქნება 1800-2000 ტონა ქათმის ხორცი. დაგვემატება სოსისებსა და ძეხვების წარმოება, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვის პარალელურად, ექსპორტზეც გავა. თუ კანონმდებლობა მოწესრიგდება და ჩემს მიერ ნახსენები ქათმის კატეგორიებთან დაკავშირებული პრობლემებიც მოგვარდება, ჩვენ შეიძლება წარმოებაც გავზარდოთ.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“




Beard.ge პროდუქციას Amazon-ზე გაყიდის

Beard.ge პროდუქციას Amazon-ზე გაყიდის
access_time2020-08-11 11:10:36
კომპანია Beard.ge, რომელიც მამაკაცებს თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობს, პროდუქციის ონალინ გაყიდვების პლატფორმა Amazon-ზე განთავსებას გეგმავს. ამ დროისთვის კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე გერმანიაში, აზერბაიჯანში, ირანსა და ყატარში გადის, ხოლო დუბაიში ბრენდის ფრენჩაიზი გაიყიდა და ცენტრალურ მოლში Beard.ge-ს ფილიალი გაიხსნა. როგორც „კომერსანტს“ Beard.ge-ს გენერალურმა მენეჯერმა ლუკა ცარელაშვილმა განუცხადა, კომპანია აშშ-ში პროდუქტის...

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა
access_time2020-08-10 20:00:57
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებით ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებითაც. ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...


მსგავსი სიახლეები

up