„პროდუქციაზე ფასები გაზრდა დეკემბრიდან მოგვიწევს“- შარმ ტრეიდინგი

„პროდუქციაზე ფასები გაზრდა დეკემბრიდან მოგვიწევს“- შარმ ტრეიდინგი

access_time2020-11-09 14:30:25

ყოველდღიური მოხმარების საგნებისა და თავის მოვლის საშუალებების ყველაზე მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიის,  „შარმ ტრეიდინგის“  დირექტორის,  ვახტანგ საძაგლიშვილის თქმით,  დეკემბრიდან ფასები ლარის კურსის მაჩვენებლის შესაბამისად გაიზრდება.

 

„ნოემბერში ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი, ვინაიდან გვაქვს მარაგები, პროდუქცია უკვე შეძენილია, ამიტომ ფასები დეკემბრამდე არ გაიზრდება, თუ რაღაც საოცრება არ მოხდა.  ლარის გაუფასურების მოლოდინი გვქონდა და შესაბამისად, მოვემზადეთ კიდეც ამისთვის. 2020 წელი დაგეგმილი იყო 3.3 მაჩვენებელზე, თუმცა კურსი 3.8-ზეც იყო ასული და 3.2-ზეც ჩამოსული.  ეროვნული ბანკი, ცხადია, თავის სიმაღლეზე ვერ დგას. ერთი თვის განმავლობაში ლარი ასეთი ცვალებადი არ უნდა ყოფილიყო. თუმცა, რას ვიზამთ? - ამას შეგუებულები ვართ, ჩვენც ფეხს ვუწყობთ,“- ამბობს ვახტანგ საძაგლიშვილი.


მისი თქმით, კომპანიას რამდენიმე მილიონი (ლარის/დოლარის არ აკონკრეტებს) ზარალი მიადგა. ამ ეტაპზე, „შარმ ტრეიდინგს“ უკვე დაწყებული აქვს შემდეგი წლისთვის მზადება. ვახტანგ საძაგლიშვილს ეროვნული ბანკის სამომავლო პოლიტიკასთან დაკავშირებით მოლოდინები არ აქვს და აცხადებს,რომ კომპანია თავად გაუმკლავდება პრობლემებს.



„არ მაქვს არც დადებითი და არც უარყოფითი მოლოდინები. ჩვენ თავზე ვართ დამოკიდებული და ვფიქრობთ,რომ ჩვენივე ძალებით უნდა გავუმკლავდეთ იმ სირთულეებს, რაც გველოდება,“- ამბობს ვახტანგ საძაგლიშვილი.

 

“შარმ ტრეიდინგი” საქართველოში ერთ-ერთი წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას წარმოადგენს,რომელიც დისტრიბუციას უწევს ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორებიცაა:Unilever, Henkel, Schwarzkopf&Henkel, Eczacibasi, Tchibo, SCA, Carlsberg, 3M და სხვა. კომპანიამ დისტრიბუციის გარდა, ბიზნესი სხვა მიმართულებებითაც განავითარა და დღეისათვის თავის ჯგუფში ისეთ დიდ პროექტებს აერთიანებს როგორიცაა: შ.პ.ს. „ბი ემ სი შარმი“ , ს.ს „ლელო“ და შ.პ.ს „იალონი“

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up