პროდუქცია 3-7%-ით უკვე გაძვირდა - „ფასები კიდევ გაიზრდება“

პროდუქცია 3-7%-ით უკვე გაძვირდა - „ფასები კიდევ გაიზრდება“

access_time2018-11-07 23:04:18

პირველადი მოხმარების იმპორტირებული პროდუქციაზე ფასები 3-7%-ით უკვე გაიზარდა. იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი კიდევ დაეცა, ფასები უფრო მეტად გაიზრდება, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განუცხადა.


დოლართან მიმართებით ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება აგვისტოდან დაიწყო. 10 აგვისტოს ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2,46 ლარი ღირდა, დღეს კი ერთი დოლარი 2,76 ლარია. 20 პუნქტით, ანუ 12%-ით გაიუფასურებული ეროვნული ვალუტა, რასაც გაძვირებული საწვავი დაემატა, იმპორტირებული პროდუქციის ფასზე უკვე აისახა. ივა ჭყონიას განცხადებით, პირველადი მოხმარების საქონელი უკვე 3-7%-ით გაძვირდა.


„ლარმა კრიტიკული ზღვარი მაშინ გადალახა, როდესაც 2,6-ის ნიშნულს გადასცდა. 2,6-ის ნიშნულამდე შესაძლებელი იყო ფასების დაბალანსება, თუმცა მას შემდეგ ლარი ყოველდღიურად უფასურდება, რაც ცხადია ფასებზე ნეგატიურად აისახება. ამ ყველაფერს ემატება საწვავის გაძვირება, საწვავი და კურსი კი, როგორც იცით, დისტრიბუციაში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.




მისივე თქმით, ფასები კიდევ გაიზრდება იმ შემთხვევაშიც, თუ ლარი 2,8-ის ნიშნულს გადასცდა და იმ შემთხვევაშიც, თუ კურსი 2,70-2,75 და 2,8-ის კორიდორში იტრიალებს.



საქართველო კი უკვე წლებია იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. არ არსებობს პირველადი მოხმარების არც ერთი პროდუქცტი, რომელიც თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელს აკმაყოფილებდეს. გარდა ამისა, ყოველ წელს იზრდება იმპორტი და ის ექსპორტს რამდენჯერმე აღემატება. მარტო 2018 წლის 9 თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4 228.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტი შეადგინა. ამასთან, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 124.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.8 პროცენტით აღემატება. აქედან ექსპორტი 2 448.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6 676.7 მლნ. აშშ დოლარს (19.1 პროცენტით მეტი).



გაზრდილი იმპორტი, გაძვირებული საწვავი და გაუფასურებული ლარი კი პირდაპირპროპორციულად აისახება სამომხმარებლო ფასებზე. თანაც, იმ შემთხვევაში, როდესაც ლარის კურსმა დოლარის მიმართ კრიტიკული ზღვარი უკვე გადალახა.


bpn.ge





შრომის კოდექსში შრომის ინსპექციის უფლებების შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით BAG-ი ბიზნესის პოზიციას კიდევ ერთხელ განმარტავს

შრომის კოდექსში შრომის ინსპექციის უფლებების შესაძლო გაფართოებასთან დაკავშირებით BAG-ი   ბიზნესის პოზიციას კიდევ ერთხელ განმარტავს
access_time2020-07-06 10:30:48
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განცახდებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ განვლილი ერთი წლის განმავლობაში არაერთ სატელევიზიო და რადიო ეთერში, პუბლიკაციებში, საჯარო განცხადებებში, საკონსულტაციო შეხვედრებსა თუ საპარლამენტო მოსმენების ფარგლებში სრულიად ღიად და საჯაროდ განმარტა თუ რატომ თვლის შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების არსებულ პროექტს ქვეყნის ეკონომიკის, ბიზნესის ანუ დამსაქმებლების და თვით დასაქმებულთათვის ზიანის მომტანად. მიგვაჩნია,...

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...


მსგავსი სიახლეები

up