„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“

„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“

access_time2020-11-27 10:00:55

ლოკდაუნი ლოკდაუნის გამოცხადების გარეშე, საქართველოს მთავრობა „წერტილოვანი შეზღუდვებით“ ქვეყანას სრულად კეტავს. ხვალიდან გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიხურება ფიტნეს დარბაზები, აუზები და სავაჭრო ცენტრები. სტუმრებს ვეღარ მიიღებენ ვერც რესტორნები და კვების ობიექტები. გამოცხადებულ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ელოდება, რომ ეს ფასი მხოლოდ მშპ-ს 0.7%-0.8% იქნება და არა ათი ათასობით ახალი უმუშევარი ქვეყანაში.

 

ეკონომიკური ფასის მეათედი სიზუსტით დასახელებას ქედმაღლობას უწოდებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი. მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობა არა თანამიმდევრულ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც ქვეყანაში შექმნილ რთულ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს.

 

„არ ვიცი რამდენად დაეცემა მთლიანი შიდა პროდუქტი და სერიოზული ეჭვი მაქვს გახარიამაც არ იცის. მათი გათვლები უმეტესად არასწორი აღმოჩნდება ხოლმე. მგონი უადგილო ქედმაღლობაა, პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო. დაწესებული შეზღუდვების გავლენა, რომ უარყოფითი იქნება ეს ფაქტია, იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული, რამდენად ეფექტური იქნება ეს შეზღუდვები ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებისთვის. ძნელია რაიმე მოლოდინი გქონდეს ამ არა პროგნოზირებადი მართვის სტრატეგიისგან. მე ვერ ვხედავ ვერანაირ თანამიმდევრულობას და ვერ ვხედავ, რომ მთავრობაში ვინმე იცოდეს რას აკეთებს ეპიდემიასთან დაკავშირებით, ბრმად ისვრიან რაღაცებს, ძირითადად პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. რას აკეთებენ და რატომ აკეთებენ ჩემთვის გაუგებარია“, განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

 


ქვეყნის მთავარსარდალმა საიდან მიიღო დაზუსტებული პროცენტული მაჩვენებელი გაუგებარია ზვიად ხორგუაშვილისთვის. ეკონომისტი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ვერანაირ გათვლებს ვერ აკეთებს ან თუ აკეთებენ არის ტექნიკური ხასიათის და არ ეყრდნობა ლოგიკურ მაჩვენებელს.

 

„ეკონომიკური ფასი 0,8-ზე გაცილებით მეტი იქნება მარტო იმის გამო, რომ აპირებენ ტრანსპორტი მთლიანად გააჩერონ და ძალიან ბევრი ადამიანი ფიზიკურად ვერ იმუშავებს. გათვლებში როგორც ჩანს ამ ხალხმა ვერ გაითვალისწინა ის, რომ ამდენი მაღაზია თუ ბაზრობა ონლაინ ვერ იმუშავებს. როგორ წარმოუდგენიათ, მაგალითად მანქანის ნაწილების მუშაობა? ეს ხალხი დაჯდება სახლში და დაელოდება შეზღუდვების მოხსნას უკიდურეს გაჭირვებაში. 0,8 არის ზუსტი რიცხვი, მეათედებში კი არა მაჩვენებელი აქამდე მთელ რიცხვებში ვერ დასვეს. რამდენიმე თვის შემდეგ როდესაც მაღალი ეკონომიკური ვარდნა გვექნება ვინ გაიხსენებს ამ განცხადებას? არავინ, ამიტომ ახლა ცდილობენ გარკვეული ქულები ჩაიწერონ და მოსახლეობა მოატყუონ. თუ ჰგონიათ მცირე რიცხვს იტყვიან და ამით ხალხს მოატყუებენ ძალიან ცდებიან. სულ რომ 1 პროცენტი იყოს სხვაობა მაინც ძალიან დიდი რიცხვია, იმ პირობებში როდესაც ეკონომიკა ასე მცირდება“, - განმარტავს ზვიად ხორგუაშვილი.

 

ზვიად ხორგუაშვილი აცხადებს, რომ რასაც საქართველოს მთავრობა წერტილოვან შეზღუდავს ეძახის, სინამდვილეში მასობრივი დარტყმაა. მისთვის გაუგებარია რითი განსხვავდება დღევანდელი მდგომარეობა მაისი-აპრილი- ივნისის დროს განხორციელებული ლოქდაუნისგან, როდესაც ეკონომიკა მკვეთრად შემცირდა.

 

„წარსული გვიჩვენებს, რომ ამ ხალხმა ეკონომიკური გათვლების გაკეთება არ იცის, ამის მაგალითია ეკონომიკური ზრდის ტემპის დაგეგმვა, ისევე როგორც ეკონომიკური ვარდნის ტემპის დაგეგმვა. ამბობდნენ, რომ იქნებოდა 2 პროცენტი ზრდა, შემდეგ გეგმავდნენ, რომ 4 პროცენტი შემცირებაო იქნებაო, კიდევ შეცვალეს და თქვენს 4.8 იქნებაო, მერე 5-იო, ანუ იმდენჯერ ცვლიან დაგეგმილ ზრდის ტემპებს, რომ ზოგადად დაგეგმვის აზრი იკარგება. მსგავსი შემთხვევაა ახლაც, როდესაც პრემიერი გამოდის და რაღაცებს გველაპარაკება სინამდვილეში არანაირი ეკონომიკური გათვლები არ გაუკეთებია, ან თუ გააკეთეს, იქ მრჩევლები და მინისტრები ატყუებენ, სხვა ახსნას მე ვერ ვხედავ. შეუძლებელია ამხელა მასშტაბის შეზღუდვები დააწესო და მიიღო ბევრად ნაკლები ვარდნა ვიდრე გვქონდა გაზახულ-ზაფხულში. რაც მანამდე ქნეს, როცა ქვეყანა ჩამოიქცა, რეალურად იმასვე აკეთებენ, ესაა პრობლემა, ახლა უბრალოდ გვითხრეს, თუ რა მოხდება 28 ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე, ცხრილი გააკეთეს თორე შინაარსობრივად თითქმის იგივეა“, განმარტავს ზვიად ხორგუაშვილი.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up