„პრობლემის სისტემური მოგვარების გარეშე  შედეგი  ვერ მიიღწევა“ - სადისტრიბუციო კომპანიები დაანონსებულ რეგულაციაზე

„პრობლემის სისტემური მოგვარების გარეშე შედეგი ვერ მიიღწევა“ - სადისტრიბუციო კომპანიები დაანონსებულ რეგულაციაზე

access_time2018-02-28 11:10:53

„ახალი ინიციატივა იმის შესახებ, რომ სატვირთო და სადისტრიბუციო ავტომობილებს „პიკის საათებში“  2-2 საათით მოძრაობა შეიძლება შეეზღუდოთ, არ მიმაჩნია ეფექტიანად. აქ არაერთი პრობლემა იჩენს თავს, რადგან ეს დრო არასაკმარისია სამუშაოს შესასრულებლად“- ასე აფასებს სადისტრიბუციო კომპანია „კანტის“ კომერციული დირექტორი და მენეჯერი ნიკა ფერაძე საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულ პროექტს, რომლის მიხედვითაც სადისტისრიბუციო და სატვირთო ავტომობილებს მოძრაობა კონკრეტულ დროს შეეზღუდებათ.


მისივე თქმით, აღნიშნულ ინიციატივაზე უკეთესია დღის რომელიმე ინტერვალის შერჩევა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობის დროს შესაძლოა ქალაქში იყოს საცობი და ავტომობილმა უკან, საწყობში დაბრუნება 2 საათის განმავლობაში ვერ მოასწროს, რის გამოც  ჯარიმა დაეკისრება.


პრობლემის ეფექტიანად მოგვარებისთვის სადისტრიბუციო კომპანია „პეტროდიენტ ჯორჯიას“ დირექტორს ირაკლი გაგნიძეს მიაჩნია, რომ საჭიროა სისტემური ცვლილებები და ხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობა დადებით შედეგს ვერ მოიტანს.


„ვფიქრობ, ქალაქში საცობების პრობლემას მხოლოდ სატვირთო და სადისტრიბუციო ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვა ვერ მოაგვარებს. აქ სისტემური მიდგომაა საჭირო. მხოლოდ ერთი მიმართულებით გატარებული ღონისძიებები ვითარებას არ შეცვლის“,-აღნიშნავს გაგნიძე.



როგორც სადისტრიბუციო კომპანია „გრანდის“ დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ „კომერსანტს“ განუცხადა,  ამ ეტაპზე მერიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მიღებული გადაწყვეტილება იყოს ეფექტური.


„დაზუსტებით ვერ გეტყვით, რა სახის რეგულაცია ამოქმედდება, რადგან ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობის პროცესი.  ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, ადრე იყო საუბარი ავტომობილების მხოლოდ ღამით გადაადგილების შესახებ, რაც არასწორად მივიჩნიეთ. ასეთ შემთხვევაში მცირე მაღაზიებს, რომლებიც ღამე არ მუშაობენ სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა. ახლა არ ვიცი საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერია, მაგრამ იმედია ყველაფერი დადებითად გადაწყდება“,-აღნიშნავს ჭყონია.


სატვირთო და სადისტრიბუციო ავტომობილებს დილისა და საღამოს „პიკის საათებში“ 2-2 საათით მოძრაობა შეიძლება აეკრძალოთ. ამის შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვილებების შეტანა იგეგემება. ცნობილია, რომ კანონპროექტი  საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანების მხრიდან მოძრაობის წესის დარღვევაზე 100 ლარიანი ჯარიმა დაწესდება.



ავტორი : სალომე ლემონჯავა.


 





რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up