პრობლემები სასამართლო სექტორში და  დაწესებული რეგულაციები - გია ჯანდიერი ინვესტიციების შემცირების მიზეზებს ხსნის

პრობლემები სასამართლო სექტორში და დაწესებული რეგულაციები - გია ჯანდიერი ინვესტიციების შემცირების მიზეზებს ხსნის

access_time2019-03-11 15:00:51

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ $1.23 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც, 2017 წელთან შედარებით, 35%-ით ნაკლებია. მეტიც, ამ მაჩვენებლით ინვესტიციები ბოლო ხუთი წლის მინიმუმზეა.


შემცირება საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებიდან საინვესტიციო ნაკადის კლებას უკავშირდება. მაგალითად, აზერბაიჯანიდან ვარდნა 48%-ს, დიდი ბრიტანეთიდან - 17%-ს, ნიდერლანდებიდან - 52%-ს, რუსეთიდან კი 29%-ს შეადგენს.

 

რამ განაპირობა ინვესტიციების კლება და რა პროგნოზები არსებობს?

 

ახალი ეკონომიკური სკოლისვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი  ინვესტიციების მოცულობის ვარდნას ქვეყანაში მთავრობის  მიერ გატარებულ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს. მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში  საქართველო დაადგა ძალიან სერიოზული მასშტაბის რეგულირებების  ზრდის გზას, რაც საქართველოსნაირ სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანას არაფერში გამოადგება.

 

„ამაზე  არაერთხელ  მისაუბრია, თუმცა, მოსმენა არავის უნდა. არც გიორგი კვირიკაშვილს უნდოდა, არც მის წინამორბედს, ახლაც ისე საუბრობენ, თითქოს რეგულირებებია ის, რაც საქართველოს გადაარჩენს. ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ასეთი რეგულირებები ძალიან ძვირი უჯდება.


მაგალითისთვის, ავტომობილების  ტექდათვალიერება, ეს ხომ წყალში გადაყრილი ფულია? ადამიანს თუ თავისი უსაფრთხოება  არ აინტერესებს, 60 ლარად ამას ხომ  ვერ შეიძენენ? ეს  200 მილიონი, რომელიც ამ საქმისთვის იხარჯება, წყალში გადაყრილი ფულია. ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება და მილიარდებს მიაღწევს ის ციფრი, თუ რა უჯდება საქართველოს მსგავსი არაწორი რეგულაციები,“  აღნიშნავს ჯანდიერი.


 

მისივე განმარტებით, სწორედ მსგავსი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა აფერხებს ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას. ინვესტორებს აქ აინტერესებთ ღია, გამჭირვალე, მარტივი პროცესი.  სხვა შემთხვევაში კი წავლენ იქ, სადაც ეს ყველაფერი დარეგულირებულია.


 „მაგალითად, რატომ უნდა წამოვიდნენ საქართველოში და არა ბულგარეთში, რომელიც ზუსტად ისეთივე ქვეყანაა თავისი მსოფლმხედველობით, როგორიც საქართველო. ევროკავშირის  და ნატოს წევრია, უსაფრთხოება აქვს, საზღვრები ღია აქვს ევროკავშირთან, ღია ბაზარია, რატომ წამოვლენ აქ და არა ბულგარეთში? “ აცხადებს ჯანდიერი.

 

მისივე განცხადებით, დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება  სასამართლო სექტორი და პრობლემები ბიზნესდავების  განხილვის კუთხით. როგორც ჯანდიერი აცხადებს, ინვესტორისთვის ამ ფაქტორსაც საკმაოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

„შრომის ინსპექციას მიეცა განუსაზღვრელი ფუნქცია. მას შეუძლია შევიდეს კონკრეტულ კომპანიაში, ანონიმური წერილის საფუძველზე  და საქმიანობა შეაჩეროს. ამას რომ მოისმენს ინვესტორი, საქართველოში წამოვა? წავა იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლოს იმედი მაინც აქვს, სადაც არბიტრაჟებია.  სასამართლოსთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია რეგულირების დანახარჯები. როდესაც ინვესტორმა იცის, რომ ეს რეგულირებები შემდეგ სადაო გაუხდება და მიხვდება, რომ აქ ბიზნესის კეთება იგივე ჯდება,  რაც სხვაგან, ზღაპრები იმის შესახებ, რომ ეკონომიკა აქ 4 %-ით იზრდება, არავის დააინტერესებს,“ -აცხადებს ჯანდიერი.

 

სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის დარგებზე ასე გადანაწილდა:

 

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2018 წელს 52.3 პროცენტი შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 277.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22.5 პროცენტია. მეორე ადგილზეა ტრანსპორტის სექტორი 209.9 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკის სექტორი 157.2 მლნ აშშ დოლარით.


წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის IV კვარტალში 197.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის IV კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 62.3 პროცენტით ნაკლებია. საქსტატში  შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის  მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებას  და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირებას ასახელებენ (სასესხო დავალიანების დაფარვა).


სოფო ქსოვრელი 

 





საინტერესო საქართველოსთვისაც - მიდის თუ არა BP აზერბაიჯანიდან?

საინტერესო საქართველოსთვისაც - მიდის თუ არა BP აზერბაიჯანიდან?
access_time2020-08-12 12:05:42
აზერბაიჯანსა და საქართველოში მღელვარე ინტერესით შეხვდნენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ენერგეტიკულმა გიგანტმა, კომპანია BP-მ შესაძლოა დატოვოს აზერბაიჯანი. ეს საკითხი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება საქართველოსაც, რადგან ის BP-ის სამი მასშტაბური პროექტის მონაწილეა. ტოვებს თუ არა BP აზერბაიჯანს? რა ელის საქართველოზე გამავალ მილსადენებს? რას აპირებს აზერბაიჯანი? ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია BP აპირებს გაყიდოს თავისი აქტივების დიდი ნაწილი იმის...

გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე

გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე
access_time2020-08-12 10:00:12
ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. Galt&Taggart-ის ბოლო კვლევის თანახმად, დეველოპერებმა და კერძო ინვესტორებმა დაიწყეს ფასების შემცირება, რათა მოერგონ ახალ რეალობას, განსაკუთრებით კი ბინის გამქირავებლებმა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფასების ახალ ტენდენციასთან დაკავშირებით დეტალების...

Kohi.ge ქობულეთში 4,5 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას აშენებს

Kohi.ge ქობულეთში 4,5 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას აშენებს
access_time2020-08-12 11:10:51
კომპანია Kohi.ge ქობულეთთან ახლოს  თანამედროვე კომპიუტერიზებულ ქარხანას ააშენებს, ამის შესახებ „კომერსანტს“ kohi.ge -ს დამფუძნებელმა ირაკლი ლომიძემ განუცხადა. მისი განცხადებით, ქობულეთში მდებარე  ქარხანა სახლების გამოშვებას მაისის დასაწყისიდან შეძლებს. „ქობულეთთან ახლოს ვაშენებთ ახალ, დიდ, თანამედროვე კომპიუტერიზებულ და ავტომატიზირებულ ქარხანას რობოტებით, რომელშიც 4,5 მილიონ ევროს ვდებთ. ქობულეთთან  ახლოს ...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...


მსგავსი სიახლეები

up