„პრობლემა მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთზეა" - როდის შევა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში?

„პრობლემა მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთზეა" - როდის შევა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში?

person access_time2017-06-26 19:00:42

„თურქეთმა თითქმის დაასრულა პროექტის რეალიზაცია თავის ტერიტორიაზე, თუმცა პრობლემა არის მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთზე, სადაც ჩამოწვა მეწყერი", - ამის შესახებ განცხადება თურქეთის კომუნიკაციების მინისტრმა ახმეტ არსლანმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

 

როგორც სააგენტო „ტრენდი" წერს, სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებით ზუსტი თარიღი ცნობილი 5 ივლისს გახდება.  როგორც აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ ჯავიდ კურბანოვმა განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით ყარსში სამი ქვეყნის სარკინიგზო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაც გაიმართება.

 

„ჩვენ შევაფასებთ პროექტის რეალიზაციას და ალბათ, შევძლებთ მარშრუტის ამუშავების თარიღის გამოცხადებს. ეს ალბათ, 2017 წელს მოხდება" - თქვა გურბანოვმა. უფრო ადრე კი ახმეტ არსლანმა ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2017 წლის ივლისი დაასახელა. 


 

რა პრობლემაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე? რა ადგილას ჩამოწვა მეწყერი და როდის აღმოიფხვრება აღნიშნული პრობლემა, ამის შესახებ „კომერსანტი" დეტალებს არკვევს და მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

როგორც ცნობილია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას საფუძველი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ინიციატივით ჩაეყარა. პროექტის განხორციელება კი საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა 2007 წელს დაიწყეს. პროექტის განხორციელება ორ ეტაპად არის დაგეგმილი. პირველ ეტაპზე რკინიგზის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 5 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს, ხოლო შემდეგ მოცულობის 15 მილიონ ტონამდე გაზრდაა გათვალისწინებული. ამასთან, თითოეული მატარებელი 350 მგზავრს მოემსახურება. პროექტის მიხედვით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სიგრძე 825 კილომეტრია, აქედან 180 კილომეტრს ქართული მონაკვეთი შეადგენს.

 



ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს
access_time2021-07-28 15:45:22
ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და ბბ ლიზინგს შორის მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ მეწარმეებს ისარგებლონ ჰუალინგ ჯგუფში შემავალი ამ ორი კომპანიის მიერ შექმნილი ერთობლივი უნიკალური შეთავაზებით. შეთავაზებაში მოიაზრება ჰუალინგის თიზ-ში, საწარმოო პროექტებისათვის აუცილებელი მანქანა-დანადგარების ლიზინგის განსაკუთრებული პირობებით დაფინანსებას და ბიზნესისთვის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ საწარმოო სივრცეებით...


მსგავსი სიახლეები

up