პრობლემა არის სისტემა, რომელშიც ინსტიტუციები არ არსებობენ - ქვეყანა, რომელიც კუს ნაბიჯებით ვითარდება, იქცევა ნასახლარად

პრობლემა არის სისტემა, რომელშიც ინსტიტუციები არ არსებობენ - ქვეყანა, რომელიც კუს ნაბიჯებით ვითარდება, იქცევა ნასახლარად

access_time2018-06-15 13:30:09

ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ყიფიანი   ყოფილ პრემიერ-მინისტრ  გიორგი კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით  სოციალურ ქსელში წერს.


კომერსანტი მას უცვლელად გთავაზობთ:


წერილის ვუძღვნი ბახტაძის გაპრემიერებას:

მანამდე მცირედით შევეხოთ კვირიკაშვილის მიერ განვლილ გზას. პრემიერ-მინისტრის რანგში, მისი წარუმატებლობის შედეგი მის კვალიფიკაციას არ უკავშირდება, იგი არ იყო რეალური პრემიერ-მინისტრი, მას არ ჰქონდა რეალური ძალაუფლება და არც ოცნებაში გუნდური მხარდაჭერა, რომ განეხორციელებინა რეალური რეფორმები. ფაქტობრივად რისი შესაძლებლობები ქონდა დღემდე არ ვიცით და აღარც გვეცოდინება.


კვირიკაშვლი არ იყო პრობლება. პრობლემა არის სისტემა, რომელიც შექმნა ქართულმა ოცნებამ, რომელშიც ინსტიტუციები არ არსებობს. პრობლემა მთლიანად ქართული ოცნებაა, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში პარტიად ვერ ჩამოყალიბდა, გუნდად ვერ ფორმირდა, იდეის გარშემო ვერ გაერთიანდა.პრემიერი იყო ფორმალური პრემიერი, მასზე ფორმალურად დაკისრებული ყველა ფუნქციით, რეალურად კი უფუნქციო.



რას იზამს ბახტაძე? რას იზამს იმ მოცემულობაში, როცა საარჩევნო წლები იწყება. მოდის საპრეზიდენტო და შემდეგ საპარლამენტო არჩევნები.



აბსოლუტურად არარელევანტური კითხვაა: შეძლებს ბახტაძე რამეს? რომც უნდოდეს რეალური რეფორმების განხორციელება, სისტემა ამის საშუალებას არ მისცემს. იგი არ დანიშნულა იმისათვის, რომ რეფორმები გაატაროს. საარჩევნო წლებში ოცნება გახდება იძულებული მეტად გადაიხაროს სოციალიზმისკენ და განახორციელოს ეკონომიკისთვის დამაზიანებელი პოპულისტური რეფორმები.



არ არის გამორიცხული, რომ არჩევნების წინ გაზარდონ პენსიები და დაიწყონ გაუაზრებელი არამიზნობრივი სოციალური პროგრამების განხორციელება .


მოლოდინი მაქვს, რომ ასეც იზამენ.... წინ გველის ეკონომიკისთვის დამანგრეველ სოციალისტური რეფორმების კასკადს.


რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს საქართველომ ბოლო ექვს წელიწადში?


ექვსი წლის განმავლობაში თუ მსოფლიომ რამით გაგვიცნო, არის ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების სურათები და ვიდეოები. ასევე გუდაურში უკუღმა მოძრავი საბაგირო და იქიდან ხალხის ცვენა. ვერ დამისახელებთ ინოვაციურ, რეფორმატულ იდეას, რომელიც ხელისუფლებამ განახორციელა. რადგან ეს ექვს წელიწადში არ მოხდა, არც დარჩენილ ორ წელიწადში მოხდება.



და ბოლოს: ხალხი არ აინტერესებთ.დღეს სამთავრობო ცვლილებები ხალხის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არ ხდება. გავლენების განაწილება ხდება და მთავარი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა.



წყალში გადაყრილი ექვსი წელი და ქვეყანა კვლავ სასამართლოს გარეშე. საჯარო სისტემაში დასაქმებული არიან ოცნების აქტივისტები. 30000 ადამიანით მეტი მუშაობს დღეს საჯარო სისტემაში, ვიდრე 2013 წელს. კოსემტიკური ბიუროკრატიული რეფორმები. მძიმე სოციალური მდგომარეობა: არჩევნების დასრულების შემდგომ ათასობით ადამიანისათვის მოხსნილი სოციალური დახმარებები. ჯანდაცვა, რომელიც ორიენტირებული გახდა რაოდენობაზე და არა ხარისხზე, ადამიანის სიცოცხლეზე.



მე მაინც იმედით მინდა დავამთავრო: მოიპარეთ დარჩენლ ორ წელშიც ყველაფერი. მოსაპარი რომ აღარაფერი დარჩება, შემდეგ მოვა ნორმალური მთავრობა.



პ.ს: ქვეყანა, რომელიც კუს ნაბიჯებით ვითარდება იქცევა ნასახლარად. გაიღვიძეთ... თორემ როცა თქვენით გაგეღვიძებათ დაინახავთ, რომ მიიღებთ ქვეყანას ისტორიის, მაგრამ მომავლის გარეშე, წერს ირაკლი ყიფიანი. 


„კომერსანტი“ 





ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
access_time2019-12-05 14:50:25
5 დეკემბერს, ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  5 დეკემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონრები და სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ერთობლივი სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებულ ლიბერთის...

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“
access_time2019-12-05 18:30:54
ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტების ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძირითადად ამ ინიციატივას უარყოფითი შეფასებები მოყვა.   „ბანკებისა და ფინანსების" აზრით „ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“, კომერსანტმა ამ განცხადების და ინიციატივის შინაარსის შეფასება სთხოვა საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენს, ვასილ ბაბლუანს, რომელიც საქართველოშიც ახორციელებს...

Apple-ის ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს

 Apple-ის  ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს
access_time2019-12-05 19:00:14
1993 წელს მოკლული კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის ძმამ, რობერტო ესკობარმა დრეკადი სმარტფონი გამოუშვა, რომელიც 350 დოლარი ღირს - ეს ამ მოდელის ყველაზე იაფი ტელეფონია მსოფლიოში.   რობერტო ესკობარი აპირებს Apple-ის ჩაძირვას და იმის დამტკიცებას, რომ კარგი სმარტფონი 1000 დოლარზე ნაკლები შეიძლება ღირდეს.   მოდელი სახელწოდებით Escobar Fold 1, წარმოადგენს ჩინური Royole FlexPai ოქროსფერ ანალოგს და მისი რეალური ფასი 1400...

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“
access_time2019-12-05 17:30:48
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 თვეში ბიუჯეტიდან 1.67 მილიარდი ლარი აითვისა. უწყების ინფორმაციით სამინისტროს 11 თვის ბიუჯეტის შესრულება 2019 წელს ისტორიულად ყველაზე მაღალია. ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის სიდიდე არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო იზრდება, რათა...

რა ზიანი შეიძლება მიადგეს კერძო ბიზნესს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად

რა ზიანი შეიძლება მიადგეს  კერძო ბიზნესს  აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად
access_time2019-12-05 16:30:07
ბიზნესი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სიგარეტზე აქციზი ეტაპობრივად გაიზარდოს. მათი თხოვნაა, ეტაპობრივად გაიზარდოს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი, ადვალური კი პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს. სექტორი იმ უარყოფით შედეგებზე საუბრობს რომელიც ბიზნეს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად მიადგება. კომერსანტი თამბაქოს ინდუსტრიის განცხადებას უცვლელად გთვაზობთ. „იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადის გაზრდამ 2019 წლის განმავლობაში მისი რამდენიმე ეტაპად გაძვირება გამოიწვია....


მსგავსი სიახლეები

up