პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

access_time2019-07-18 18:30:47

“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.


პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:


“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!



აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და შესაბამისად, მნიშვნელოვნად მცირდებოდა უარყოფითი სავაჭრო სალდო. ეს დადებითი ტენდენცია შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური იანვარი-ივნისის თვის საქონლით საგარეო ვაჭრობის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019 წლის იანვარ-ივნისში საგარეო სავაჭრო ბუნვაში ექსპორტი 1 775.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.5 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი შეაგენს რა 4 192.9 მლნ. აშშ დოლარს, პირიქით 4.9 პროცენტით ნაკლებია, რაც ნიშნავს წმინდა ექსპორტის ანუ იმპორტის ზრდის ექსპორტით გადაფარვის მეტად დადებით ტენდენციას.უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-ივნისში 2 417.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტი შეადგინა.



აღსანიშნავია, რომ თუ 2016 წელს ანალოგიურ პერიოდში უარყოფითი სავაჭრო სალდოს მაჩვენებელი 54.6 % იყო, შემდეგ წლებში კლება იწყო და შარშან 47.7%-მდე შემცირდა, ხოლო წელს პირველი ნახევრის მიხედვით, ისტორიულ მინიმუმზე 40.5 %-მდე ანუ შემცირეულია თითქმის 14%-ით, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პირველ რიგში საგარეო მოწყვლადობის და შესაბამისად, ლარის კურსზე დაწოლის შემცირების თვალსაზრისით. ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, სწორედ მაღალი საგარეო მოწყვლადობის შემცირებაა, რაც ნეგატიურად ზემოქმედებს საგადამხდელო ბალანსის დეფიციტზე,სავალუტო კურსზე და ეკონომიკურ ზრდაზე ზოგადად.




ნიშანდობლივია, რომ სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირება გამოწვეულია როგორც ტრადიციულ დსთ-ის ქვეყნებში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში წმინდა ექსპორტის ზრდის შედეგად. მაგალითისათვის, 2019 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 360.9 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი გავიდა, რაც 22.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.6 პროცენტს შეადგენს. როგორც ვხედათ,წმინდა ექსპორტის ზრდის დინამიკა, არის ძალზე პოზიტიური, რაც მომავალ წლებში მხოლოდ დადებითად აისახება ეკონომიკის ზრდაზე;


ამასთან მსურს გამოვეხმაურო გირჩის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის კომენტარსაც, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაზე,რომ ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი რჩება.მისი შეფასებით,-ქვეყანას არასწორი ეკონომიკური კურსი აქვს არჩეული, რადგან უმდიდრეს ქვეყნებს აქვთ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი და ეს მშპ-ზე არ აისახება ნეგატიურად.


მართალია, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, კანადა თუ ლუქსემბურგი,მაგრამ საგარეო სავაჭრო ბალანსის დეფიციტის თანაფარდობა მშპ-სთან არსად- 3 % მეტი არ არის. ევროზონის ქვეყნებში მისი საშუალო მაჩვენებელი საერთოდ დადებითია და 3.0 პროცენტს შეადგენს;


მაღალი სავაჭრო დეფიციტის მაჩვენებელი, საშუალოდ -15%-ე მეტი კი პირიქით, დაბალი შემოსავლების მქონე განვითარებად ქვეყნებშია,სადაც ერთ სულ მოახლეზე შემოსავლები მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის(PPP) მიხედით 3500 აშშ დოლარზე ნაკლებია,რაც თუნდაც საქართელოსთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებია, განვითარებული,ეკონომიკის ქეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ.


საქართველოში 2006-2007წლებში შედარებით მაღალი ზრდა მიმდინარეობდა მომსახურების სერვისების განვითარებით, მაგრამ მეორეს მხრივ იმპორტის მკვეთრი ზრდით და ექსპორტის ანუ ადგილორივი წარმოების შემცირებით. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ 2006-2007წლებში გვქონდა ყველაზე მაღალი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. აღსანიშნავია, რომ საგარეო სავაჭრო ბალანსის დეფიციტის თანაფარდობა მშპ-სთან 2006 წელს გაიზარდა 24 %-მდე, ხოლო 2007 წელს ანტისარეკორდო 26.6 % მიაღწია!. შედარებისათვის ავღნიშნავ, რომ 2017 წელს 0.9 %-ს შეადგენდა, ხოლო ბოლო ორ ათწლეულში ყველაზე მაღალი საშუალო მსოფლიო დადებითი მაჩვენებელი სწორედ 2006 წელს იყო 1.19 %!.


მართალია, სავაჭრო დეფიციტი გარკვეულწილად ბალანსდება ისეთი კომპონენტებით, როგორიცაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მომსახურება, ტურიზმი და ფულადი გზავნილები, თუმცა, მაინც რჩება ეკონომიკური სწრაფი ზრდის და დასაქმების არასაკმარის ფაქტორად.თავის მხრივ, სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება ეკონომიკის მაღალი იმპორტდამოკიდებულების და, შესაბამისად, ექსპორტის ზრდითაა შესაძლებელი, რასაც, ორივე შემთხვევაში, ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისაკენ მივყავართ. ამას ეკონომიკური ინკლუზიური ზრდისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემდგომ გაღრმავება გამოწვეული იყო იმით, რომ გასულ წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება დიდწილად ხდებოდა საგარეო ვაჭრობასთან კავშირის არმქონე სექტორებში, მშენებლობასა და მომსახურების სექტორში და არა წარმოებაში.


აქედან გამომდინარე, პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – წერს ცუცქირიძე.







„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად რეგულირებას მოიცავს“

„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად რეგულირებას მოიცავს“
access_time2020-01-24 10:45:27
საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. ეროვნული ბანკის ცნობით, ამ კანონის მიღებით ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარების ახალი ეტაპი იწყება, დერივატივები კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტია და მისი გამოყენებით შესაძლებელია ფინანსური რესურსებისა და მასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვა. ახალი...

მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ

მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ
access_time2020-01-24 10:00:28
„სახელმწიფოს მიტაცება, ძალაუფლების კონცენტრაცია, ძლიერი პოლიტიკური გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე და სასამართლოს არასაკმარისი დამოუკიდებლობა კვლავ გამოწვევად რჩება საქართველოს პოლიტიკური მთლიანობისთვის“, -ამ უმწვავეს შეფასებას „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ  საქართველოს მონაცემები კორუფციის აღქმის ინდექსში  გასულ წელთან შედარებით სამი  ქულით...

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-23 21:30:51
„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა 1.„სახელისუფლებო გუნდი შეგნებულად ხუჭავს თვალს კაზინოებში ფულის გათეთრების პროცესზე“ 2. „კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...


მსგავსი სიახლეები

up