პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის  მწარმოებლები საგადასახადო  დისკრიმინაციაზე ჩივიან

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

access_time2018-02-21 15:40:36

საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა. 


მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები სახელდება. მათ შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანი დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრაა.



2011 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლში, 2012 წლის 12 ივნისის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებით, აღნიშნული მუხლის :


პირველი ნაწილის ჟ ქვეპუნქტში მითითებული დღგ-ის საგადასახადო შეღავათი კვერცხის გარდა, ასევე აღარ გავრცელდა შინაურ ქათამზეც.



ამასთან, ამავე ცვლილებით, კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატა ფ ქვეპუნქტი, რომლითაც დღგ-მისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდა საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე, გარდა კვერცხისა და შინაური ქათმისა.



გარდა დადგენილი ცვლილებებისა და ქათმის ხორცსა და კვერცხზე დღგ-ის განსაზღვრისა, უკანასკნელ პერიოდში განხორციელდა ცვლილება ფრინველის ხორცის ვეტერინარულ შემოწმებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2017 წლის 24 აგვისტოდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ კანონით, განისაღზღვრა სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური. მათ შორისაა, ფრინველის ხორცის ვეტერინარული შემოწმება, ე. წ. ფორმა #2-ი. შესაბამისი დოკუმენტის გაცემა კი 1 ფრთა ქათამზე 5 თეთრით განი საზღვრა.



ამ ცვლილებას ადგილობრივი მწარმოებლების აღშფოთება მოჰყვა, რომელთა განცხადებითაც ასეთი პრეცედენტი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა. განხორციელებული ცვლილებების კვალდაკვალ, ზოგიერთმა კომპანიამ ფასი გაზარდა, ზოგმა პროდუქციის წარმოება შეამცირა, ზოგს კი დროებით წარმოების შეჩერებაც მოუწია, მაგალითად კომპანია კოდას.




ასეთი ცვლილებების შემდეგ საინტერესოა, როგორი სიტუაციაა ბაზარზე დღეს. რა პრობლემებს აწყდებიან ქათმის ხორცის მწარმოებელი კომპანიები, რა რაოდენობის პროდუქციას აწარმოებენ და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მწარმოებლების პროტესტისა კანონმდებლობაში ცვლილება დღემდე არ მომხდარა. ზოგიერთმა კომპანიამ, მაგალითად კუმისმა ქათმის ხორცის წარმოება შეწყვიტა და გადაერთო მხოლოდ კვერცხის ბიზნესზე.


კომპანია ჩირინა, რომელმაც წარმოება 2013 წელს დაიწყო ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მათ შესწავლილი ქონდათ ბაზრის კონიუქტურა და სწორედ დღგ-სა და სხვა გადასახადების გათვეალისწინებით დაადგინეს პროდუქციის ღირებულება.



ჩვენ წარმოება დავიწყეთ 2013 წელს, როდესაც უკვე იბეგრებოდა ქათამი და კვერცხი. შესაბამისად, ვიცოდით არსებული სიტუაცია, თუმცა თავიდანვე ვითხოვდით, რომ დღგ მოეხსნათ. ეს მოთხოვნა განპირობებული იყო პირველ რიგში იმ მიზეზით, რომ იმ პროდუქციაზე რომლებსაც დღგ ეკისრებათ ფასიც მაღალია და, შესაბამისად, მსყიდველობითუნარიანობაც იკლებს. კომპანია ჩირინას დირექტორის, რევაზ ვაშაკიძის განცხადებით:


საქართველოში იმაზე ბევრად ნაკლებ ქათმის ხორცს მოიხმარენ, ვიდრე ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ქათმის ხორცისა და კვერცხის მოხმარების დონე ნორმაზე ნაკლებია.


კვერცხი და ქათამი არის ცილოვანი პრდუქტი, რომელიც აუცილებელია ადამიანისთვის. ცილის გარეშე შეუძლებელია ადამიანის განვითარება და ჯანმრთებობის შენარჩუნება. საშუალოდ, წლის განმავლობაში 28-32 კილოგრამი ქათმის ხორცი მაინც უნდა მოიხმაროს ადამიანმა, რაზეც ევროპის ქვეყნების სტატისტიკა მეტყველებს. საქართველოში კი ეს წილი დაბალია და დაახლოებით 12 კილოგრამს შეადგენს. ეს სხვაობა პირველ რიგში, ხელმისაწვდომობას შორის სხვაობით არის განპირობებული, - განაცხადა ვაშაკიძემ.



ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და, ზოგადად, მისი პრიორიტეტულობა რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე ყველა თანხმდება. თუმცა, გარკვეულწილად ოქსიმორონიული მიდგომაა, როდესაც სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების განვითარებას აბსოლუტურად გაურკვეველი და არაეფექტური პროგრამების განხორციელებით ცდილობს, ხოლო მეორე მხრივ, იმ სექტორს, რომელიც სახელმწიფოს ჩარევის გარეშე დინამიურად ვითარდება, საგადასახადო წნეხების გამოყენებით პრაქტიკულად კლავს. აქედან გამომდინარე, ცხადია, აღნიშნულ ბაზარზე არსებული საგადასახადო პოლიტიკა საფუძვლიანად გადასააზრებელია.


წყარო: ბანკები და ფინანსები





ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ

ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ
access_time2020-08-15 19:23:51
ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს ჰყავს კონსტიტუციური მთავრობა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე...

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს
access_time2020-08-15 18:00:43
ქალის ტანსაცმლის ბრიტანული ბრენდი Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს. როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ბრენდის მიერ საქართველოს ბაზრის დატოვება კრიზისთან კავშირში არ არის.„Wallis-ი წარმოადგენს Arcadia Group-ს და ჩვენმა კომპანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვიტა თანამშრომლობა ამ ჯგუფთან. არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც ვართ წარმოდგენილები, ეტაპობრივად დავხურეთ ამ ჯგუფში...

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს
access_time2020-08-15 15:00:15
კომპანია “ჰაუსი” ყიდის ჭკვიან სახლებს, რომლებსაც გააჩნიათ დაცვა ვირუსებისგან. “ჰაუსის” სახლები იყიდება მზა, სრულიად კეთილმოწყობილი, მზის ენერგიის გამოყენებისა და წყლის გადამუშავების ტექნოლოგიით. არ სჭირდება არც სპეცილიზირებული საძირკვლები, არც ინსტალაციის პროცესები. კომპანია ირწმუნება, რომ სახლი შესაძლოა დაიდგას ნებისმიერ ბრტყელ მიწის ზედაპირზე. სახლი შედგება შუშისა და გლუვი თეთრი...

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
access_time2020-08-15 11:57:01
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა....

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?
access_time2020-08-15 14:00:57
  „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მას არც უმრავლესობის შექმნა გაუჭირდება და არც მთავრობის დაკომპლექტება. ძირითადი ოპოზიციური პარტიები კი, მომავალ პარლამენტში ძალთა გაერთიანებასა და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას გეგმავენ. რაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები? რამდენი პარტია შეიძლება შევიდეს პარლამენტში? ვის როგორი შანსები აქვს ამ ეტაპისთვის?   „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა...


მსგავსი სიახლეები

up