პრივატიზაციიდან მიღებული თანხები პროპორციულად უნდა გადანაწილდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე - ვახტანგ მეგრელიშვილი

პრივატიზაციიდან მიღებული თანხები პროპორციულად უნდა გადანაწილდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე - ვახტანგ მეგრელიშვილი

access_time2020-09-25 16:00:03

რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „არჩევნები 2020“ - ში პარტია „გირჩის“ წარმომადგენელმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „გირჩის“ წინასაარჩევნო ხედვებზე ისაუბრა.


მან აღნიშნა, რომ კოალიციური მთავრობის შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ პარტიას თავისი პროგრამა ექნება, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთმანეთთან შეჯერება და კომპრომისები მოუწევთ, აქედან გამომდინარე მეგრელიშვილის თქმით, „გირჩმა“ კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაიარა და უკვე მზად არიან, ხელი მოაწერონ იმ შეთანხმებას, რაზეც ერთად იმსჯელეს და განვითარებისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.


„როდესაც„საბჭოთა კავშირში“ ვიყავით ჩვენი ეკონომიკური ცხოვრების წესრიგი რადიკალურად განსხვავდებოდა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებისგან. მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მივიღეთ, ჩვენ მივხვდით, რომ იმ პოლიტიკური და ეკონომიკური რეჟიმით შიმშილში ვიხოცებოდით.


90-იან წლებში ეკონომიკურ ცხოვრებაში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, როგორიც არის კერძო საკუთრების გარკვეული ნაწილის ადამიანის  მფლობელობაში გადასვლა, პირველ რიგში ეს  შეეხებოდა ბინებს, სადაც ეს ადამიანები ცხოვრობდნენ, მიწის  ნაკვეთებს სადაც ამ ადამიანებს საკარმიდამო ნაკვეთები ჰქონდათ. ამის შემდეგ პრივატიზაციაც მოხდა, მაგრამ თუ რამე გვამსგავსებს ჩვენ იმ ქვეყანას რომელი ქვეყნიდანაც 90-იანი წლების შემდეგ გამოვედით, გვამსგავსებს  ის, რომ საქართველოს რესურსების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ  სახელმწიფოს  ხელში რჩება, ანუ  ადამიანები კერძო  საკუთრებაში არ  ფლობენ იმ მატერიალურ დოვლათს, რომლებიც  მათი წინაპრების მემკვიდრეობაა“, - აღნიშნავს ვახტანგ მეგრელიშვილი.


მისი განცხადებით, საქართველოს სიმდიდრე არის მიწა, ტყე, ბუნებრივი წიაღისეული, რომლის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს ხელშია. იმ შემთხვევაში თუ ბუნებრივი რესურსების პრივატიზაციის პროცესი დაიწყება, „გირჩი“ ვარაუდობს, რომ საქართველოს თითოეული მოქალქე 30 000-50 000 დოლარის აქტივს მიიღებს.


„ჩვენ  შევაფასეთ თუ  რა ღირებულის აქტივზეა საუბარი და ძალიან კონსერვატიული შეფასებით ეს არის  დაახლოებით 100-200 მილიარდ დოლარამდე, კონკრეტულად ვერავინ იტყვის თუ რამდენია ეს აქტივი, რადგან ჩვენ არ გავქვს საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ უბრალოდ მსოფლიო ფასებით ვიხელმძღვანელეთ იმ რესურსებზე, რომლებიც საქართველოში არსებობს. მაგალითად საქართველოში პრივატიზაციის პროცესი რომ დაიწყოს, თითოეული მოქალაქე ამის შედეგად  30 000 – 50 000 დოლარის აქტივს ან  შესაბამისი რაოდენობის ფულს მიიღებს, მე მეგონია, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი მესიჯია, ამ თემაზე მწვავე დებატები უნდა მიდიოდეს“,  - აღნიშნავს მეგრელიშვილი.


ვახტანგ მეგრელიშვილმა გადაცემაში კერძო საკუთრების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაღაც ღირებულია მხოლოდ მას შემდეგ, როცა მას ადამიანი მოკიდებს ხელს და დაიწყებს ამუშავებას. მისი თქმით, საბჭოთა კავშირის მერე საქართველოს საზოგადოებამ - როგორც თავისუფალმა საზოგადოებამ, საკმარისი ტრანსფორმაცია არ განიცადა და ამის ერთ-ერთ მიზეზად ეკონომიკურ გაჭირვებას ასახელებს. მეგრელიშვილის განმარტებით საბჭოთა კავშირში ადამიანები ტოტალურად სისტემაზე, ანუ სახელმწიფოზე იყვნენ დამოკიდებულები.



„მთელი საბჭოთა განათლების სისტემა ადამიანებს უმტკიცებდა, რომ კერძო საკუთრება არის  ბოროტება და თავად  კერძო საკუთრებიდან მომდინარეობს ის  პრობლემები, რომლებიც საზოგადოებას  აწუხებს. შესაბამისად ამ იდეოლოგიის გავლენით ნებისმიერი ადამიანი, რომელიც  რაიმე  ღირებულებას  ფლობდა, ის იყო  საზოგადოებისთვის მიუღებელი.


სინამდვილეში ადამიანი თუ  ის  სახელმწიფოზე  არ არის მიერთებული გამოდის, რომ ის  საკუთარ  თავზეა დამოკიდებული და  როდესაც ადამიანი საკუთარ  თავზეა  დამოკიდებული, მას  ცხოვრებისთვის  სჭირდება  კონკრეტული ინსტრუმენტები.  ეს ინსტრუმენტები არის  კერძო საკუთრება, ის რაც ადამიანს შეუძლია თავისი ნებით, სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენოს და  ზუსტად ამაში მდგომარეობს, ის რომ ადამიანები ვართ თავისუფლები, ადამიანები კი მხოლოდ მაშინ  ვართ  თავისუფლები, როცა  ჩვენ  გაგვაჩნია  კერძო საკუთრება და შეგვიძლია საკუთარ  თავზე  თვითონ ვიზრუნოთ , წინააღმდეგ შემთხვევაში  თუ ჩვენ კერძო საკუთრება არ გაგვაჩნია, ჩვენ სრულად  ვკარგავთ თავისუფლებას“, - აღნიშნავს მეგრელიშვილი.


მეგრელიშილის განცხადებით მიუხედავად 30 წლიანი დამოუკიდებლობისა, საქართველო ვერ გახდა თავისუფალი ადამიანების საზოგადოება, რაც განპირობებულია სიღატაკით, სიღატაკე კი გამოიწვია იმან, რომ ადამიანებს არ აქვთ არც  შესაბამისი ცოდნა და არც გამბედაობა, რომ თავისი საქმე თვითონ გადაწყვიტონ და გაბედონ საკუთარ  თავზე დამოუკიდებლად ზრუნვა.


„ჩვენ გვყავს ახალგაზრდა თაობა, რომელიც საერთოდ არ არის მესაკუთრე და თუ  ჩვენ მათ ამ  შესაძლებლობას არ მივცემთ, ისინი მართლაც ვერასდროს ვერ  მიხვდებიან თუ რას ნიშნავს სამშობლოს  სიყვარული, რატომ უნდა უყვარდეთ ის  სამშობლო, სადაც  მათი არაფერი არ არის. თუ ქვეყანაში და საზოგადოებაში არ მუშაობს სასამართლო იქ კერძო საკუთრება  დაცული ვერ იქნება და შესაბამისად ამ ქვეყანაში ეს თავისუფლებები ქრება, ჩვენ  შემთხვევაში მინდა საბჭოთა ქვეყანასთან პარალელი გავავლო. საბჭოთა  კავშირში სასამართლოს  სრულიად  განსხვავებული  შინაარსი ჰქონდა ვიდრე განვითარებულ  ქვეყნებში, იქ  კერძო საკუთრებასთან ერთად  ვითარდებოდა  სასამართლო და  საბჭოთა კავშირის და საქართველოს შემთხვევაში სასამართლო იყო ეგზეკუციის ორგანო, სადაც განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს სჯიდნენ.

 

„ჩვენ არ გვაქვს კერძო მესაკუთრეების მიერ არჩეული არც ერთ ნებაყოფლობითი წარმომადგენლობითი ორგანო,  არც  თვითმართველობა  გვაქვს,  არც სასამართლო  არ არის სასამართლო,  პარლამენტი პარლამენტი არ არის, პოლიცია პოლიცია არ  არის, ყველაფერს  რაღაც  სახელი ჰქვია არ შეესაბამება იმ შინაარს, რაც მის  ბუნებაში დევს“, -  ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.


მეგრელიშვილმა გადაცემაში ასევე გაიხსნა 90-იანი წლების ის ტალღა, რომელიც კახა ბენდუქიძის პრივატიზების სისტემას საზოგადოების მხრიდან მოყვა, მაშინ საზოგადოებაში გაჩნდა ისეთი განცდა, რომ ყველაფერი გაიყიდა. განცდა, რომ ყველაფერი გაიყიდა წამოვიდა, იქიდან , რომ საბჭოთა კავშირში ყველა რაღაცას იპარავდა და მაშინ სახელმწიფოსთვის მოპარვა ცუდ საქციელად არ ითვლებოდა,პირიქით მეგრელიშვილის განცხადებით მოპარვა მაშინ ადამიანის მოხერხებულობაზე მიუთითებდა. მას შემდეგ რაც ჩვენი წყობა შეიცვალა ხალხმა  ხელისუფლებასთან შეთანხმებით რაღაცეების მისაკუთრება გააგრძელა, შესაბამისად ვიღაცეებმა რაღაცეები „დაითრია“ და სწორედ ამან გაუტეხა  სახელი  პრივატიზციის  პროცესს.


კითხვაზე თუ როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქეები გახდნენ მესაკუთრეები მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანა 30 წლის წინანდელი საქართველოსგან განსხვავებულ მდგომარეობაშია და 90- იანი წლებისგან განსხვავებით  ეხლა გვაქვს ტექნოლოგიები და სწორედ ამ ტექნოლოგიების მეშვეობით შეიძლება, რომ გამჭვირვალედ და სამართლიანად საქართველოს  თითოეულ მოქალაქეს მიეცეს შესაძლებლობა, რომ გახდეს მესაკუთრე.


„საქართველოში არის 4 მილიონი მოქალაქე, ეს ნიშნავს იმას,  რომ თითოეული ჩვენგანი არი სახელმწიფო საკუთრების 4 მემილიონედის მფლობელი,  იმისათვის რომ ტექნიკურად იყოს შესაძლებელი ამ საკუთრების ეტაპობრივად მოსახლეობის ხელში გადატანა ამისათვის საჭიროა ისეთი ინსტრუმენტის არსებობა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს მისცემს საშუალებას, რომ სხვებთან თანაბარ პირობებში დაეუფლოს ამა თუ იმ მისთვის მიმზიდველ აქტივს. პრივატიზაციიდან მიღებული თანხები პროპორციულად უნდა გადანაწილდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე.


მაგალითად სახელმწიფოს აქტივია მიწის ნაკვეთი, რომელიმე სხელმწიფო კომპანია, საქართველოს  რკინიგზა ან წიაღისეული. მიწის გაყიდვა შესაძლებელია აუქციონით, ანუ აუქციონზე გამოდის ნაკვეთი და ვინც ყველაზე უფრო მეტად აფასებს ამ კონკრეტულ ნაკვეთს, ის ყველაზე მეტს გადაიხდის ამ მიწის ნაკვეთში  ანუ  აუქციონის წესით მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია შესაძლებელი გახდება. ვნახოთ  რა  ხდება ისეთ სახელმწიფო საწარმოში, როგორიც არის რკინიგზა, ის აუქციონით ვერ გაიყიდება,   ვიღაცამ  უნდა გადაიხადოს მილიარდები, ის  ადამიანები რომლებიც მოინდომებენ რკინიგზის  თანამესაკუთრეობას გადაწყვეტენ  შეძენას, ზუსტად  ანალოგიური პრინციპით  მოხდება წიაღისეულის შეძენა, სადაც საქართველოს მოქალაქეები შეიძენენ არა მთლიან საბადოს, არამედ კონკრეტულ წილებს ამ საბადოში.


ეს აქტივი ხო საქართველოს მოქალაქეებისაა,  ჩვენ თუ  საქართველოს მოქალაქეებს ვაძლევთ და ისინი ამაში მონაწილეობენ, აქტივის  ფასი ხო მოიმატებს, ანუ გამოდის რომ ვიღაცა  მდიდარ ადამიანს საბაზრო ფასის  გადახდა მოუწევს იმაში, რისი ყიდვაც მოუნდება არა სახელმწიფოსგან  რამე კორუფციული გარიგებით არამედ  საქართველოს მოქალაქეებისგან.  ასეთ შემთხვევაში მე  წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ მდიდარმა  ადამიანებმა  ამ  მასშტაბის საკუთრება იყიდონ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი , რომ ეს  საკუთრება  გაყიდოს  არა  სახელმწიფომ არამედ ადამიანებმა“, - აღნიშნავს მეგრელიშვილი.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up