პრიორიტეტები უნდა გაწერილიყო, თუ საით წასულიყო ის თანხები,რომელიც საგარეო ვალმა მოგვიტანა

პრიორიტეტები უნდა გაწერილიყო, თუ საით წასულიყო ის თანხები,რომელიც საგარეო ვალმა მოგვიტანა

access_time2020-11-22 13:00:58

რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა ბიზნესის გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს,რომ  მთავრობის სტიმულირების გეგმა ბიზნესისთვის უფრო გამჭვირვალე და პროგნოზირებადი უნდა ყოფილიყო.

 

ბიზნესი სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. გაწყდა ჯაჭვი და მომხმარებელსა და ბიზნესს ქცევა შეეცვალა. მომხმარებელი წავიდა პირველადი პროდუქციის შესაძენად, შესაბამისად, პროდუქციის ნაწილის გაყიდვა შეჩერდა. ვფიქრობ,რომ პრიორიტეტები უნდა გაწერილიყო იმისა,თუ საით წასულიყო მთლიანობაში ის თანხები,რომელიც საგარეო ვალმა მოგვიტანა. სტიმულირების გეგმა უფრო გამჭვირვალე და პროგნოზირებადი უნდა ყოფილიყო. მოგეხსენებათ რომ ბიზნესს უყვარს პროგნოზირება.

დღეს ბიზნესი შენარჩუნების სტადიაზე იმყოფება და მოლოდინი არ აქვთ იმისა,რომ იმ სიმაღლეებზე ავლენ, რაც მათ ადრე ჰქონდათ.  მოხდა ისე,რომ მათ თავიანთი რესურსების ხარჯზე სცადეს შენარჩუნება. სერიოზული პრობლემები ჰქონდათ სამუშაო ადგილების შენარჩუნების კუთხით. ხდებოდა ხელფასების შემცირება და ფუნდამენტური გადაადგილება. ვისაც ჰქონდა იმის საშუალება,რომ პროდუქცია არ გაეჩერებინა და დაესაწყობებინა, მცირე რაოდენობა შიდა ბაზარზე გამოიტანა. ხშირად ვაწყდებით წარწერებს: „იყიდება“ „ქირავდება“, ეს ნიშნავს რომ იქ, ვიღაც ადრე მუშაობდა და ახლა აღარ მუშაობს, და არც ახალი მოთხოვნა ჩანს,რომ ვიღაცამ იქირაოს და იმუშაოს,“- აღნიშნავს ლევან სილაგავა და ხელისუფლების მხრიდან მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან საკონსულტაციო პლატფორმების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.

 


ჩვენთვის მნიშვნელოვანია,რომ ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არსებობდეს პლატფორმა,სადაც ბიზნესის სფეროს ჩართულობა იქნება.  მნიშვნელოვანია ასევე კანონმდებლობის დახვეწა. ჩვენ ინვესტიციებს ველოდებით, რომელმაც არ იცის თავის მხრივ, იქნება თუ არა დაცული. გვჭირდება ბიზნეს დავების გამჭვირვალობა, გადაწყვეტილების მიღების სიჩქარის ზრდა. იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორებს პრობლემა შეექმნებათ, მათ უნდა იცოდნენ თუ როგორ გამოვიდნენ ნაკლებად მტკივნეულად.ბიზნესისითვის არა მხოლოდ მარტივად შესვლა, არამედ რისკის შემთხვევაში ადვილად გამოსვლაც მთავარია. ვისურვებდი,რომ ამ ტიპის პლატფორმებზე მოხდეს ბიზნესის საჭიროებების შესწავლა, და წარმოდგენილი იყვნენ, როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე ბიზნესიც.  საშუალო ფენა გვჭირდება იმისთვის,რომ საზოგადოება სწორად განვითარდეს,“- ამბობს ლევან სილაგავა.

 

ნათია კეკენაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up