„პრინციპის საკითხია, რომ 10-წლიანი დავის შემდეგ, გაპარტახებული ტერიტორია გამოვაცოცხლო“  - ზუგდიდში ახალი სავაჭრო ცენტრი იხსნება

„პრინციპის საკითხია, რომ 10-წლიანი დავის შემდეგ, გაპარტახებული ტერიტორია გამოვაცოცხლო“ - ზუგდიდში ახალი სავაჭრო ცენტრი იხსნება

access_time2017-10-20 16:30:48

ზუგდიდში, ყოფილი ცენტრალურ უნივერმაღ „ენგურის“ ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება.

 

როგორც ტერიტორიის მფლობელი, ბიზნესმენი დავით როგავა „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა LEVI’S, D&G და ა.შ. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, თუმცა ჩამოთვლილთაგან რომელი მათგანი შევა ახალ სავაჭრო ცენტრში, ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის.

 

width=502

 

width=501

 

„ჩემი დიდი სურვილია, რომ აღნიშნული ბრენდები სავაჭრო ცენტრში შევიყვანო და უახლოეს მომავალში დაზუსტებით მეცოდინება, კონკრეტულად რომელი ბრენდები შევლენ. შენობა სამსართულიანია. პირველ სართულზე სურსათის მაღაზია მოეწყობა, დანარჩენ სართულებზე - ტანსაცმლის მაღაზიები. ადგილზე 25-30 ადამიანს დავასაქმებ“, - აღნიშნავს როგავა.

 

width=500


 

ბიზნესმენმა სავაჭრო ობიექტი 2006 წელს შეიძინა, თუმცა მისი თქმით, 2007 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ ქონება ჩამოართვა. ათწლიანი დავის შემდეგ, დავით როგავამ შენობა დაიბრუნა.

 

„2007 წელს ობიექტი წამართვეს. 10 წელი იქაურობა გაპარტახებული იყო და სანაგვეს დაემსგავსა. ადგილობრივმა პროკურატურამ და კონკრეტულად როლანდ ახალაიამ ჩამომართვა. ჩემამდე მფლობელები ვინც იყვნენ, თითქოსდა შენობა არასწორად პრივატიზირებული ჰქონდათ და ისინი თაღლითებად სცნეს. შემდეგ მოიყვანეს 15-მდე ცრუ მოწმე, რომლებმაც თქვეს, რომ ჩვენ არაკეთილსინდისიერი მყიდველები ვიყავით. გაგვასამართლეს და ობიექტი ჩამოგვართვეს. სამი სასამართლო დავა მოვიგე და ტერიტორია დამიბრუნდა“, - აღნიშნავს როგავა.

 

width=500

 

რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, მისი განცხადებით,  „მშენებლობაზე საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება, დაახლოებით მილიონნახევარი ლარის ინვესტიციას ვახორციელებ. თუმცა ეს უკვე პრინციპის საკითხია, რომ ათწლიანი დავის შემდეგ, გაპარტახებული ტერიტორია გამოვაცოცხლო“.

 

width=500

 

რაც შეეხება სავაჭრო ცენტრის გახსნის თარიღს, ბიზნესმენის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები მაქსიმუმ სამ თვეში დასრულდება.

 

ახალი სავაჭრო ცენტრი, სავარაუდოდ, დეკემბერში გაიხსნება.

 

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up