უელსის პრინცი ჩარლზი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. როგორც „ბიბისი“ სამეფო სასახლეზე დაყრდნობით წერს, პრინცმა ჩარლზმა თვითიზოლაცია დაასრულა და თავს კარგად გრძნობს.
ჩარლზმა შვიდდღიანი თვითიზოლაცია შოტლანდიაში გაიარა და თვითიზოლაციის დასრულების გადაწყვეტილება ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანულ მედიაში პრინცი ჩარლზის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია 25 მარტს გავრცელდა. როგორც ბუკინგემის სასახლე იტყობინებოდა, პრინც ჩარლზს მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა, ის თავს კარგად გრძნობდა და სახლიდან მუშაობდა.
შემოწმება ჩაუტარდა პრინც ჩარლზის მეუღლესაც, თუმცა მას „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.
1tv.ge